"პლუტონის კარიბჭე" გახლავთ ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც აღმოაჩინეს 2013 წელს თურქეთის ტერიტორიაზე, უძველეს ქალაქ ჰიერეპოლისში-თანამედროვე დენიელი.
"პლუტონის კარიბჭე" აგებული იყო გამოქვაბულთან, საიდანაც მომწამვლელი გაზები გამოდიოდა. თვლიდნენ, რომ კარიბჭე მკვდართა საუფლოში შესასვლელი გახლდათ, რომელსაც ბერძნულ-რომაული მითოლოგიის მიხედვით მართავდა პლუტონი (ან ჰადესი). ამ ადგილზე სრულდებოდა რიტუალები და მსხვერპლშეწირვა ღმერთის პატივსაცემად.
კარიბჭე აღწერა სტრაბონმა. ის წერდა: "ეს სივრცე ისეთი სქელი ნისლითაა დაფარული, რომ შეუძლებელია მიწის დანახვა. შემთხვევით შიგნით მოხვედრილი ცხოველი უმალვე განუტევებს სულს. ბეღურები გადავყარე იქ, მათ უკანასკნელად ამოისუნთქეს და სული განუტევეს".
როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ 1965 წელს დამტკიცდა პლუტონიუმის არსებობა ჰიეროპოლისის ნანგრევებზე, აპოლონის ტაძრის საძირკველქვეშ. იატაკის ფილების ახდისას მეცნიერებმა ჰაერში აღმოაჩინეს ნახშირორჟანგისა და გოგირდწყალბადის დიდი შემცველობა. ამას ისიც დაემატა, რომ შესასვლელთან ორი ცნობისმოყვარე გერმანელი ტურისტის გვამი იპოვეს. ამის გამო ტაძრის შესასვლელი ამოქოლეს.
მიუხედავად ამისა, ორმოცდაათი წლის შემდეგ მიცვალებულთა საუფლოს კარიბჭის არსებობის თემამ კვლავ გამოაცოცხლა სამეცნიერო სამყარო. 2014 წელს სტამბულში ჩატარებულ კონფერენციაზე ფრანჩესკო დ'ანდრეამ განაცხადა პლუტონის ტაძრის რიტუალური კომპლექსის აღმოჩენის შესახებ ჰიეროპოლისის ნანგრევებზე. უკვე გაწმენდილ ტერიტორიაზე ნახეს ორი ნაწილობრივ დაშლილი ოთხკუთხა აუზი, რაც იყო ნიშანი იმისა, რომ ეს ადგილი რიტუალურ ხასიათს ატარებდა. ტაძრის კომპლექსის ძირში აღმოჩნდა ცერბერის, პლუტონის სიმბოლოს, ქანდაკება. ფრანჩესკო დ'ანდრიას აზრით პლუტონის ტაძარში არსებობდა მომსვლელთა დაბანგვის წინასწარ მოფიქრებული მთელი სისტემა.
სწორედ ამ ადგილზე აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ტაძრის ნანგრევები, აუზი და გამოქვაბულისკენ მიმავალი საფეხურები. აღმოჩენა ეკუთვნის იტალიელ არქოლოგთა ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი ფრანჩესკო დ'ანდრია.
მოგვიანებით "პლუტონის კარიბჭე" მოლოცვის ადგილად იქცა. მომლოცველები მოდიოდნენ და ჭიშკრის წინ იძინებდნენ, რათა საკუთარი მომავალი ეხილათ. მომწამვლელი გაზები ჰალუცინაციებს იწვევდა მათში.
ძველ ავტორთა თანახმად მიცვალებულთა საუფლოს კარიბჭის შექმნა უკავშირდება პერგამოს ევმენომ II-ის სახელს ჩვ. წ. აღ-მდე 190 წელს, კუნძულ მცირე აზიაზე (თურქეთი). ახლა იმ ადგილს, სადაც ჰიეროპოლისის ნანგრევებია შემორჩენილი, ეწოდება პამუკალე.
მე-4-6 ს.-ში ბიზანტიელებმა გადაწყვიტეს გაენადგურებინათ წარმართობის სიმბოლოები. სავარაუდოდ კომპლექსის ქვედა ნაწილს მიაყარეს მიწა. ტრიბუნები და აუზები დაშალეს, ასევე მოახდა პლუტონის მრგვალი ტაძრის დემონტაჟი. რაც შემორჩა, მე-7 და მე-14 საუკუნის მიწისძვრებმა მნიშვნელოვანად დააზიანა.
No comments:
Post a Comment