Friday, 1 December 2017

ამოუცნობი ეგვიპტე_ფარაონთა განსასვენებლის მაგიური მცველები



ეგვიპტელი ფარაონების ქონების უსაფრთხოება, რომელსაც მათ გარდაცვალების შემდეგ ატანდნენ, მეტად აღელვებდა განსასვენებლის მშენებლებს. მძარცველებისგან მის დასაცავად ისინი აწყობდნენ საკმაოდ ჭკვიანურ ხაფანგებს,  ცრუ გასასვლელებს, კამერებსა და ყალბ სამარხებს.  ქურუმები კი ყველაზე მეტად წყევლას ენდობოდნენ.

შუა საუკუნეების არაბი ისტორიკოსები აღწერენ  პირამიდის მაგიურ მცველებს. ერთ სამარხს იცავდა ქანდაკება რომლის შუბლში დამალული იყო "გველი". ის თავს ესხმოდა ყველას, ვინც მიუახლოვდებოდა. სხვა განსასვენებელს იცავდა შავი და თეთრი ონიქსის კოლოსი მშვილდისრით ხელში. საკმარისი იყო ვინმეს გამოჩენა, ქანდაკებიდან მაშინვე მოისმოდა  ყრუ ხმა და დაუპატიჟებელი სტუმარი უსულოდ ეცემოდა. მესამეს იცავდა ქვის მცველი, რომელსაც ისეთი გაუგონარი ძალა ჰქონდა, ადამიანს უმალ მიწაზე ანარცხებდა.

ქანდაკებათა გარდა განსასვენებელს  იცავდნენ სულები. ძველეგვიპტური წყაროები ახსენებენ  "სასაფლაოების მბრძანებელს".  ერთ შემთხვევაში სული იღებდა ახალგაზრდა ვაჟის სახეს მოგრძო კბილებითა და ყვითელი კანით, მეორე შემთხვევაში-ეს იყო შიშველი ქალი, რომელიც იტყუებდა მძარცველებს და აჯადოებდა მათ. ხედავდნენ ასევე სულს მოხუცი კაცის სახითაც.

ძველი ეგვიპტელები რომ სპეციალურ წყევლას აყოლებდნენ სამარხებს, ევროპელებმა  ამის შესახებ მე-20 საუკუნეში შეიტყვეს, როცა გაიშიფრა ძველეგვიპტური ტექსტების დიდი ნაწილი. მაგრამ მას მაშინ დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭეს. "ფარაონების წყევლა"  გაიხსენეს მხოლოდ ტუტანჰამონის განსასვენებელთან დაკავშირებული მოვლენებისას. როცა არქეოლოგებმა ის გახსნეს,  დაბეჭდილი კარის წინ დაინახეს მცველთა ორი შავი ქანდაკება მოოქროვილი თავებით. მათი გარეგნობა წააგავდა "პირამიდების მცველთა" ძველ არაბულ აღწერას.

სამარხის გახსნის შემდეგ დაიწყო უცნაურ გარდაცვალებათა სერია. რამდენიმე თვეში მოულოდნელად გარდაიცვალა გათხრების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლორდი კარნარვონი. მას მიჰყვა ძმა, მეგობრები, ძიძა-სულ 21 ადამიანი.

50-იან წლებში გაჩნდა ჰიპოთეზა, რომ იდუმალი გარდაცვალების მიზეზი იყო ჰისტოპლაზმოსის ვირუსი, რომელსაც შეიცავს ღამურის ცურცლი. და თითქოს მათ შეაღწიეს ტუტანჰამონის სამარხში იმ ხვრელებიდან, რომელიც დატოვეს მძარცველებმა. ამ ჰიპოთეზის არამართებულობა მალევე დამტკიცდა, ვინაიდან ღამურებს უბრალოდ არ შეეძლოთ სამარხში მოხვედრა, ვინაიდან მძარცველების მიერ გაკეთებული გასაძრომი ამოივსო მიწით ჯერ კიდევ 3 ათასი წლის წინ.

ფარაონების წყევლის უკანასკნელი მსხვერპლი გახლდათ ეგვიპტელი არქეოლოგი მუჰამედ ზაქარია გონეიმი (1952-1954 წ). მან რამდენიმე აღმოჩენა გააკეთა. კერძოდ, გახსნა და გამოიკვლია ფარაონ სეჰემჰეტის პირამიდა, რომელიც გახლდათ ჯოსერის ვაჟი. მიწისქვეშა შესაშვლელის გაწმენდის დროს ჭერიდან მოულოდნელად ქვის ბლოკი ჩამოვარდა და ჩამარხა მუშა. 1957 წელს ტრაგიკულად დაიღუპა თავად გონეიმი.

არც მძარცველელებს დაჰკლებია ბნელი ისტორიები. ფართო პლატო ჯაბელ-აბუ -სირს, სადაც 5 ათასამდე უძველესი სამარხია, ბნელი სული დასტრიალებს. ბევრმა მძარცველმა ჰპოვა აქ სამუდამო განსასვენებელი. უამრავი ადამიანი დაიმარხა გვირაბებში. ერთ-ერთი სამარხში ერთდროულად 14 ადამიანი დაიღუპა. 

ნამდვილად არსებობს თუ არა ფარაონთა წყევლის ფენომენი არავინ იცის.





No comments:

Post a Comment