ლიკურგეს თასი ანტიკური დროის ერთადერთი დიატრეტია-ზარის ფორმის ორმაგი შუშის კედლებიანი ნაკეთობა, რომელიც ფიგურებითაა მოხატული. ზემოდან შიდა მხარე დამშვენებულია მოჩუქურთმებული ბადით. მეცნიერთა ვარაუდით თასი დამზადებულია ან ალექსანდრიაში, ან რომში IV საუკუნეში. ლიკურგეს თასი ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმს ამშვენებს.
ხელოვნების ეს ნიმუში უპირველეს ყოვლისა მისი არაჩვეულებრივი თვისებებითაა ცნობილი. ჩვეულებრივი განათებისას, როცა სინათლე წინიდან ეცემა, თასი მწვანე ფერისაა, მაგრამ თუ უკნიდან გავანათებთ იღებს წითელ ფერს. თასი ფერს იცვლის იმის მიხედვითაც, თუ რა სითხე ასხია მასში. ის ცისფრად ანათებს თუ წყალს ჩაასხამენ. მაგრამ ზეთით გავსებისას, ის ღაჟღაჟა წითელ ფერს იღებს.
რატომ დაარქვეს ამ დიატრეტს ლიკურგეს თასი? გორელიეფზე, რომელიც მას ამშვენებს, გამოსახულია ვაზშემოხვეული წვეროსანი მამაკაცის წამება. ყველა ცნობილი ბერძნულ-რომაული მითებიდან ამ სიუჟეტს ესადაგება მითი თრაკიელი მეფე ლიკურგეს შესახებ.
ლეგენდის მიხედვით ბაკხური ორგიების მოწინააღმდეგე ლიკურგე თავს დაესხა მეღვინეობის ღვთაებას დიონისეს. დახოცა მისი თანმხლები ბევრი მენადე და გაყარა ისინი თავისი სამფლობელოდან. გონზე მოსულმა დიონისემ ასეთი შეურაცხყოფის გამო მეფეს მიუგზავნა ნიმფა ამბროზია. ლამაზმა ამბროზიამ მოხიბლა ლიკურგე და დაითანხმა ღვინის დალევაზე. მთვრალი მეფე შეშლილს ჰგავდა, თავს დაესხა საკუთარ დედას და მისი გაუპატიურება სცადა. შემდეგ ვაზის ასაჩეხად გაეშურა, მაგრამ ხანჯლით
საკუთარი შვილი დრიანტე აჩეხა, ვინაიდან ვაზი ეგონა. ასეთივე ბედი ეწია მის მეუღლესაც.
საბოლოოდ ლიკურგე დიონისესთვის ადვილი მოსანადირებელი გახდა. საბოლოოდ პანებისა და სატირების ხაფანგში გაება. თავად მოიკვეთა საკუთარი ფეხი და მალევე გარდაიცვალა.