Saturday, 29 October 2022

ჩრდილოვანი ბიოსფერო_ალტერნატიული ცოცხალი სამყარო დედამიწაზე


ადამიანი ცნობისმოყვარე არსებაა და ყოველთვის აინტერესებს ამოუცნობი ფაქტები და მოვლენები, ეძებს ჩვენგან განსხვავებულ სხვა ცხოვრებას. სურს გაარკვიოს შესაძლებელია თუ არა, რომ არსებობდეს სიცოცხლე სხვა ფორმებისა თუ სახეობის სახით ჩვენს გვერდით. 

იმ დროს, როცა ზოგიერთიები უცხო წარმოშობის სიცოცხლეს ეძებენ კოსმოსში, სხვები გვთავაზობენ მის არსებობას ჩვენს გვერდით, დედამიწაზე. ასეთ სიცოცხლეს უწოდეს უცნაური სახელი "ჩრდილოვანი ბიოსფერო".

Thursday, 27 October 2022

რა საიდუმლოს ინახავს ავსტრალიის გრადნიოზული ღობე



დედამიწაზე ბევრი საიდუმლოებით მოცული და დახურული ზონაა, მათ შორისაა ავსტრალიის ის ტერიტორია, რომელიც უცნაური ღობის იქით მდებარეობს. რა იმალება ავსტრალიის გამყოფი ღობის იქით და რატომაა ის დახურული  ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის?

ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში აღმართეს სპეციალური და კოლოსალური  6 ათას კილომეტრიანი ღობე ავსტრალიაში, რომელიც დღესაც შეშფოთებას იწვევს საზოგადოებაში. რას მალავს ავსტრალიის დიდი ღობე და რატომაა აკრძალული ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის იქ შესვლა? ავსტრალიის ხელისუფლება განმარტავს ცნობისმოყვარეებისთვის, რომ კედელი მთელი კონტინენტის გასწვრივ აგებულია მხოლოდ ადგილობრივი ფაუნის დასაცავად გარეული კურდღლების, კატებისა და დინგოს ძაღლებისგან (იგივე მელიებისგან), რომელთა პოპულაცია ეროვნულ პრობლემად იქცა ყველა ავსტრალიელისთვის. თუმც ოფიციალური ვერსია არადამაჯერებელი ჩანს ბევრისთვის.

Saturday, 22 October 2022

ზეგრძნობადი სამყაროს დონეები


სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სამგანზომილებიანია. შეგვიძლია გადაადგილება როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ, წინ და უკან. გააჩნია თუ არა სივრცეს უფრო მეტი განზომილება?  რეალურად მხოლოდ სიგრძის, სიგანის და სიმაღლისგან შედგება სივრცე თუ ეს ადამიანის შეზღუდული აღქმის დამსახურებაა? ასეული წლების  განმავლობაში მეცნიერები უარყოფდნენ მრავალგანზომილებიანი სივრცის არსებობის იდეას, თუმც სამეცნიერო-ტექნიკურმა რევოლოუციამ ბევრი რამ შეცვალა. დღეს მეცნიერება ისეთი კატეგორიული აღარაა ზეგრძნობადი სივრცის საკითხთან დაკავშირებით.

Tuesday, 11 October 2022

სად ინახება ბიბლიური მოსეს კვერთხი


ძველი აღთქმა გვიამბობს ბევრი წინასწარმეტყველის ცხოვრებასა და საქმიანობაზე, სადაც  მოსეს განსაკუთრებული ადგილი უკავია. სწორედ მან იწინასწარმეტყველა იესოს დაბადება და დაიხსნა ებრაელები ეგვიპტის მონობისგან. ბევრი საოცრება მოსემ კვერთხის დახმარებით მოახდინა. ეს ნივთი ბურუსითა და საიდუმლოებითაა მოცული.

ღვთისმეტყველებაში წინასწარმეტყველი მოსე უპირველეს ყოვლისა ცნობილია როგორც კანონმდებელი. მოსეს ღმერთმა სინას მთაზე ქვის ორ ფილაზე დაწერილი ძირითადი ათი მცნება გადასცა. თუმც ძველი აღთქმის მიხედვით მოსე ცნობილია როგორც ისრაელიტელთა ლეგენდალური წინამძღოლი. 40 წელი ემზადებოდა მოსე საკუთარი ისტორიული მისიის შესასრულებლად. ღვთის წინასწარმეტყველი 40 წელი ასრულებდა ამ მისიას არაბეთის უდაბნოში რჩეულ ხალხთან ერთად. აწრთობდა მათ როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად. საერთო ჯამში მოსემ 120 წელი იცოცხლა.

Saturday, 8 October 2022

ნათელმხილველი მოლაპარაკე სპილენძის თავები


მექანიკური "მოლაპარაკე თავები" ნახსენებია მე-12 საუკუნის სხვადასხვა ევროპულ წყაროებში. ხელნაწერებში საუბარია "სპილენძის მოლაპარაკე თავებზე", რომლებიც გარკვეულწილად წარმოადგენდა მექანიკურ ავტომატს და წინასწარმეტყველებდა. არაბულ ხელნაწერებში კი ხშირად წინაწარმეტყველებენ ადამიანის მოჭრილი თავები ან თავისქალები. ტექსტებს თუ ვენდობით, თავები დამზადებული იყო თითბერის ან ბრინჯაოსგან და ლაპარაკობდნენ ქვედა მოძრავი ყბის საშუალებით. თავებს შეეძლო პასუხის გაცემა დასმულ კითხვებზე და ასევე მომავლის წინასწარმეტყველება.