Thursday, 14 January 2021

"სამჯერ დაწყევლილი" ინდური ამეთვისტოს ქვა


ყველაზე ძვირფას და იშვიათ ქვებს ხშირად თან ახლავს მომნუსხველი, ამოუცნობი და ხანდახან ტრაგიკული ისტორიები. როგორც წესი, საუბარია ალმასებზე, ზურმუხტებზე, ლალებსა და საფირებზე. მაგრამ ხდება გამონაკლისი შემთხვევებიც ნახევრადძვირფას ქვებთან დაკავშირებით. სწორედ ასეთთა რიგს განეკუთვნება ამეთვისტოს ქვა სახელწოდებით "ჰერონ ალენი". ის არაფრით განსხვავდება თავისავე მსგავსთაგან ერთი რამის გარდა-აქვს მფლობელის საიქიოს გასტუმრების არაჩვეულებრივი უნარი.

Sunday, 10 January 2021

ორი მილიონი წლის წინ გამოძერწილი ფიგურა


ეს პატარა თიხის 4 სმ. ფიგურა აღმოაჩინეს ქალაქ ნამპაში (აიდაჰოს შტატი) 1889 წელს. მას მერე შეარქვეს "ნამპელი თოჯინა". სწორედ იმ წელს მუშები მიწისქვეშა წყლების საძიებოდ ჭაბურღილს თხრიდნენ. ერთ-ერთი ასეთი ჭაბურღილიდან, 90 მეტრის სიღრმეზე, ტუმბომ პატარა თიხის ბურთულებთან ერთად ამოტუმბა ეს პაწია თოჯინა.

თიხის ფიგურა აშკარად ადამიანის ხელით იყო გამოძერწილი. ასეთ სიღრმეზე  ჩვენ უძველეს წინაპართა ძვლების ნაშთსაც კი ხშირად ვერ ნახავთ. მიწის ამ ფენას უძველეს თიხასთან ერთად სპეციალისტები ათარიღებენ 2 მილიონი წლით.

Saturday, 9 January 2021

მოჰავეს უდაბნოს ქვების საიდუმლო


 მოჰავეს უდაბნო აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. იქვეა დამშრალი ტბის ფსკერი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი უცნაური მოვლენებით. პირველ რიგში ეს გახლავთ მოძრავი ქვები. რთულია იმის ახსნა რით არის ეს მოვლენა გამოწვეული. ბევრი მეცნიერი მუშაობს ამ გამოცანაზე. ქვების ნაწილი მკვეთრად სწორ ხაზზე მოძრაობს და დროდადრო იცვლის მიმართულებას, ზოგიერთი ქაოტურად. უცნაურია, რომ ქვები მხოლოდ სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ იწყებს მოძრაობს და მისი კვალი მიწის ზედაპირზე ოთხი წლის განმავლობაში რჩება.

რა იწვევს ქვების მოძრაობას? ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ წვიმის შემდეგ წყალი რჩება ქვების ქვეშ, იყინება და ქმნის თხელ ფენას. დილით წყალი ნელ-ნელა დნება და უდაბნოს ზედაპირი  სრიალა ხდება, ამიტომ ქვები მისრიალებენ მასზე.

Monday, 4 January 2021

მეგალითური სამარხი გავრინისი საფრანგეთში

 

გავრინისის საოცარი მეგალითური სამარხი მდებარეობს საფრანგეთის დასავლეთით, პატარა კუნძულზე მორბიანის ყურეში.  სამარხი ბორცვზეა განთავსებული, მახლობლად კი კუნძულზე გოლფის მოედნებია მოწყობილი. 


სამარხი აგებულია ქვით 5 ათასი წლის წინ ჩვ.წ.აღ-მდე, რომლის საერთო მოცულობა 4000 კუბ.მ-ია, დიამეტრი 50 მ. ქვის ლოდების ცენტრში უზარმაზარი კრატერია. სამარხის შემორჩენილი ნაწილიდან ყველაზე მაღალი 7 მეტრია.

Saturday, 2 January 2021

წმინდა იანვარიუსის სისხლის საიდუმლო


შუა საუკუნეებში მიღებული იყო წმინდანებად ცნობილი მიცვალებულების სისხლის შეგროვება. ასეთი ჩვეულება განსაკუთრებით გავრცლებული იყო იტალიაში. სისხლს ინახავდნენ შუშის ფლაკონებში, სადაც ის ხმებოდა და მკვრივ მასად იქცეოდა. ხანდახან ეს ძვირფასი რელიკვია გამოჰქონდათ მონასტრისა და ეკლესიის საძვალეებიდან და ის ისევ "ცოცხლდებოდა" ანუ  თხევად სახეს იღებდა. სიმკვრივის დაკარგვასთან ერთად სისხლში ჩნდებოდა ბუშტები და ქაფს გამოჰყოფდა. ასეთი საოცრება წელიწადში რამდენჯერმე ხდება ნეაპოლში დღემდე, სადაც ადგილობრივ საკათედრო ტაძარში ორ ფლაკონში ინახება წმინდა იანვარიუსის სისხლი.

წმინდა იანვარიუსი დაიბადა მე-3 საუკუნის დასასრულს. ის ბენევენტოს ეპისკოპოსი გახლდათ. მოგზაურობდა მთელ იტალიაში, ავრცელებდა უფლის სიტყვას, რითაც  იმპერატორ დიოკლიტიანეს, რომელიც ქრისტიანთა დევნით იყო ცნობილი, რისხვა გამოიწვია. იანვარიუსი მოწაფეებთან ერთად შეიპყრეს 305 წელს და ქალაქის ამფითეატრში ლომებს შეუგდეს დასაგლეჯად.