Monday, 24 February 2020

მიწისქვეშა ქალაქები კაპადოკიაში



კაპადოკიის ტერიტორიაზე არსებული მიწისქვესა ქალაქების შესახებ ყველას სმენია. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ოცდათექვსმეტი მიწისქვეშა ქალაქი. მათ შორის, ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი გახლავთ ქაიმაკლი და დერინკუი.

ქაიმაკლი ცამეტ სართულიანია, მაგრამ მხოლოდ ხუთ სართულზეა დაშვებული მნახველთა შესვლა. დანარჩენ სართულებზე მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები. პრაქტიკულად ყველა მიწისქვეშა ქალაქი ერთმანეთს ჰგავს. განსხვავება მხოლოდ ზომებშია. ისინი ერთმანეთთან გვირაბებითაა დაკავშირებული.



გამოქვაბული ქალაქი 1963 წელს აღმოაჩინეს. ტერიტორიაზე, სადაც ეს ქალაქია წააგავს მთვარის ზედაპირს. ყველგან გაქვავებული ვულკანური ფერფლის კოშკურები მოსჩანს, რომელსაც წვიმამ და ქარმა თავისებური,  უცნაური ფორმები მისცა. მე-8,9 საუკუნეში აქ დაიწყეს ამ კოშკების საცხოვრებლად გამოყენება და ზოგიერთს ეკლესიის ფუნქციაც კი მიანიჭეს.


მაგრამ ამაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ მიწისქვეშ არსებული უზარმაზარი ქალაქები, რომლებიც გათვლილი იყო რამდენიმე ათას მაცხოვრებელზე. მიწისქვეშა სამყაროში ჩასასვლელები სახლების ქვეშაა დამალული. სხვადასხვა ადგილებზე აქა-იქ წააწყდებით სავენტელაციო ღიობებს, რომელიც დაბლა, სიღრმისკენ მიემართება. მიწისქვეშ გათხრილია გვირაბები, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან  ნაგებობებს.



ვინ და რისთვის ააგო ეს ქალაქები, ამაზე პასუხი ჯერ არაა გაცემული. ფაქტია, რომ ქრისტიანობის გარიჟრაჟზე, აქ თავს აფარებდნენ პირველი ქრისტიანები, მაგრამ ეს ქალაქები მათ არ აუგიათ.

ნიადაგი აქ ვულკანური ქვისაა, ვინაიდან ახლოსაა ვულკანი. ვულკანური ქვის დამუშავება არ არის ძნელი, მითუმეტეს თუ ახლომახლო არის ობსიდიანი. მაგრამ საქმე ეხება ცამეტსართულიან ნაგებობებს. სართულები ერთმათთან ვერტიკალური ჭებითაა დაკავშირებული. ვენტილაციის დამსახურებით შენობაში მუდმივად +27 გრადუსია. აქ წყალომომარაგების საკუთარი სისტემაც კი იყო გაყვანილი. ნაგებობებს შესასვლელი კარი უნიკალური, დისკის ფორმის ჰქონდა და იწონიდა 300 კგ-ს. მათი გაღება მხოლოდ შიგნიდან იყო შესაძლებელი სპეციალური დამხმარე მოწყობილობებით.




სპეციალისტების გაანგარიშებით ქალაქში ერთდროულად 20 000 კაცს შეეძლო ცხოვრება. საშიშროების შემთხვევაში  რამდენიმე თვეც კი გაძლებდნენ მიწის ქვეშ. აქ ყველა პირობა იყო საცხოვრებლად შექმნილი. აღმოჩენილია საცხოვრებელი ოთახები, სამზარეულოები, საწყობები პროდუქტისთვის, თავლები ცხენებისთვის, ღვინის მარნები და სალოცავები. ქალაქი ნათდებოდა სელის ზეთის ლამპრებით.

დღესდღეობით გათხრილია ქალაქის მხოლოდ ხუთი დონე, დაბლა მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები.

ქაიმაკლი მეორე უმსხვილეს მიწისქვეშა ქალაქ დერინკუის უკავშირდება რვა კილომეტრიანი გვირაბით. დღესდღეობით ეს გვირაბი არ მოქმედებს მეწყერების ჩამოწოლის გამო.


დერინკუი ითარგმნება როგორც  "ღრმა ჭა", რომელიც წარმოადგენს თორმეტი სართულისგან შემდგარ უზარმაზარ კომპლექსს. ის 85 მ-ით ჩადის მიწაში. დასათვალიერებლად გახსნილია 8 სართული. თუმც მკვლევარები ფიქრობენ, რომ ქალაქი უფრო დიდია. დაბლა კიდევ შეუსწავლელია 20 სართული.. არქეოლოგები თვლიან, რომ ჯერჯერობით გათხრილია ქალაქის მეოთხედი ნაწილი.


მიწისქვეშა ქალაქები კარგადაა ორგანიზებული, უსაფრთხოა და წარმოადგენს დამოუკიდებელ საცხოვრებელ კომპლექსებს, სადაც შეეძლო ეცხოვრა 20-და 50 ათასამდე ადამიანს.



                    უცნობი ცივილიზაციის უძველესი მიწისქვეშა ტაძარი ჰიპოგეუმი მალტაზე
   



     

No comments:

Post a Comment