Tuesday, 29 March 2022

ვეფხვი_როგორც სიმბოლო


ვეფხვი სამეფო ცხოველია. აღმოსავლეთში ის ცხოველთა მეფედ და ტყის სრულუფლებიან პატრონად თვლება. ინდოეთში ვეფხვი სპილოსავით ჭკვიან ცხოველად მიაჩნიათ, რომელიც, როგორც ფიქრობენ, ინტელექტით ადამიანზე მაღლა დგას. ჩინეთში ის არამარტო ცხოველთა მეფეა, არამედ ბოროტი სულებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ამის გამო, ვეფხვს  ხშირად გამოსახავენ საცხოვრებელი სახლების კედლებზე. ეს მტაცებელი ცხოველი გამოხატავს სამხედრო წარმატებას. მის თავს ხატავდნენ მეომართა ფარზე, სამხედრო სიმაგრეების კარიბჭეზე მტრის შესაშინებლად. დასავლეთში ვეფხვი ცნობილი გახდა ალექსანდრე მაკედონელის  ლაშქრობის შემდეგ. რომმა ის პირველად იმპერატორ ავგუსტუსისთვის როგორც ინდოელი ელჩის საჩუქარი ისე იხილა.

Saturday, 19 March 2022

მისტიკური ლეი-ხაზები


ყველა ხალხში მუსირებს რწმენა, რომ არსებობს ლეი-ხაზები (თოდ ლეინს), რომელიც ფარულად ქმნის ბადეს მთელ დედამიწაზე და აერთიანებს წმინდა ადგილების პირდაპირ ხაზებს, რომელიც ფარავს მთელ პლანეტას. ამგვარად, ლეი-ხაზები არის უძველესი თაყვანისცემის მნიშვნელოვანი  წმინდა ადგილების დამაკავშირებელი დედამიწაზე. ისეთი ღირსშესანიშნაობა როგორიცაა ეგვიპტის პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი, სთოუნჰენჯი და სხვა აღმოჩნდა ლეი-ხაზზე. 

თუ გავითვალისწინებთ იმ ხალხთა კულტურებს შორის შეუთავსებლობას, ვინც ეს ობიექტები ააგო, ვდგებით დილემის წინაშე. შესაძლებელია თუ არა, რომ ძველად ხალხს სცოდნოდა რამე დედამიწის ენერგიაზე, როცა ირჩევდნენ წმინდა ადგილებს.

Sunday, 13 March 2022

ბიბლიური სებას დედოფლის წინასწარმეტყველება


ბიბლიურ ტექსტებში ხშირად არიან ნახსენები როგორც ისტორიული, ასევე სრულიად უცნობი ადამიანები. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ სებას დედოფალი, რომლის შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. ვიცით მხოლოდ, რომ მდიდარი დედოფალი ჩავიდა სოლომონ მეფესთან და შეხვდა მას. ისლამურ სამყაროში მას პატივს მიაგებენ როგორც ძლევამოსილ დედოფალ ბალქისს, ხოლო ეთიოპიაში როგორც მაქედას. სებას დედოფალზე ისე ცოტა რამაა ცნობილი, რომ ისტორიკოსებს და არქეოლოგებს ეჭვი შეაქვთ მის რეალურ არსებობაში. ბიბლიის მეფეთა მესამე წიგნში დედოფალი მოხსენებულია უბრალოდ როგორც "აღმოსავლეთის დედოფალი". არ არის დაზუსტებული მისი წარმოშობა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სოლომონ მეფის სახელმა მის ყურამდეც ჩააღწია. დედოფალმა გადაწყვიტა სოლომონის მონახულება და პირადად  გაცნობა. გაეშურა იერუსალიმისკენ ქარავნით, რომელიც დატვირთული იყო ძვირფასი სამეფო ძღვენით. ბიბლიური გადმოცემის თანახმად, დედოფალს გადაწყვეტილი ჰქონდა გამოეცადა სოლომონ მეფე და დარწმუნებულიყო მის სიბრძნეში. დედოფალი მართლაც გაოცებული დარჩა მეფე სოლომონის გამჭრიახობით და კმაყოფილი დაბრუნდა საკუთარ ქვეყანაში. ბიბლიაში მოკლედაა ნაამბობი ამის შესახებ.  სებას დედოფალზე კი ინფორმაცია სხვა წყაროებშიც გვხდება.

Sunday, 6 March 2022

მათემატიკოსი-წინასწარმეტყველი სედიქ ავღანი (Sediq Afghan), რომელმაც უკრაინის მომავალი გამოინგარიშა


ავღანელმა მათემატიკოსმა მუჰამედ სედიქ ავღანმა მსოფლიოში  წინასწარმეტყველებით გაითქვა სახელი, რომელსაც უმაღლესი მათემატიკის დახმარებით აკეთებს. მეცნიერის აზრით,  ჩვენი სამყარო ემორჩილება მკაფიო ფორმულებს, ამიტომ დამდეგი მოვლენების გამოთვლა სრულიადაც არაა რთული.

სედიქს ბავშვობიდან ჰქონდა გამოთვლის ნიჭი. შვიდი წლის ასაკში ის პირდაპირ მეოთხე კლასში ჩარიცხეს. 19 წლისამ კი გაეროში საკუთარი სამეცნიერო კვლევა გააგზავნა, რომელიც ცნეს  ახალ მიმართულებად თეორიულ ალგებრაში. აშშ-ში მას კომპიუტერთან მოუწყეს შეჯიბრი, სედიქმა 400 ურთულეს მათემატიკურ კითხვას  ექვსი წუთით უფრო მალე  გასცა პასუხი ვიდრე კომპიუტერმა.