Tuesday, 12 November 2019

გამოქვაბული გჰარ დალამი მალტაზე_გენეტიკური მუტაციის ცხოველთა სამარხი






გჰარ დალამის გამოქვაბული იმითაა საინტერესო, რომ სწორედ აქაა მიკვლეული ადამიანთა დასახლების ადრეული ნიშანი, რაც 7400 წლის წინანდელი უნდა იყოს. გამოქვაბულში მოპოვებული ექსპონატების დიდი ნაწილი მუზეუმშია გადატანილი.

უცნობი ცივილიზაციის უძველესი მიწისქვეშა ტაძარი ჰიპოგეუმი მალტაზე




ჰიპოგეუმი ჰალ საფლიენი ერთ-ერთი ექსტრაორდინალური და უნიკალური ადგილია დედამიწაზე. ის გამოკვეთილია კლდეში. ჰიპოგეუმი ლათინურად ნიშნავს მიწისქვეშ საცხოვრებელს. ყველაზე ძველი ზედა ოთახების ფენა თარიღდება დაახლოებით 3150-2500 წ-ით ჩვ.წ.აღ-მდე. ზოგიერთი მიწისქვეშა პალატა იმეორებს მიწისზედა ტაძრების არქიტექტურულ ფორმებს. გათხრების დროს აღმოჩნდა მძინარე ქალის ცნობილი ქვის ქანდაკება.

Monday, 11 November 2019

უცნობი ცივილიზაციის უძველესი მეგალითური ნაგებობები მალტაზე




მალტის არქიპელაგი ნიმფა კალიფსოს სამშობლოდ ითვლება. აქ შეაფარა თავი პავლე მოციქულმა. ამ არქიპელაგზე აღმოჩნდა მსოფლიოში ყველაზე ძველი ტაძრები-კვალი ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო ცვილიზაციისა კაცობრიობის ისტორიაში.  

7000 წლის წინ მალტის არქიპელაგი დაფარული იყო მრავალფეროვანი მცენარეებით. მისი უშიშარი პირველი აღმომჩენნი 5200 წლის წინ გადმოსხდნენ არქიპელაგზე. ვინ იყო ეს ხალხი?-პასუხი ამ კითხვაზე ჯერაც გაუცემელია. ერთი რამაა ნათელი მხოლოდ-თანამედროვე მალტელებს არაფერი აქვთ საერთო იმ ხალხთან. მოსულთა კულტურა ნეოლითური გახლდათ. მათ ფართო სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ მეზობლებთან და მეგალითური ნაგებობებისთვის საჭირო მასალა შემოჰქონდათ. არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ მალტა გახლდათ იმ დროის მნივნელოვანი საკულტო ცენტრი.

Saturday, 9 November 2019

ელფთა მუმიები ტაილანდის ტაძარში



ტაილანდის ერთ-ერთ დიდ საიდუმლოს წარმოადგენს ლეგენდა ნარი პონზე, ანუ ქალების ხეზე, რომელზეც როგორც მშვენიერი ნაყოფი, იზრდება მინიატურული, ლამაზი  გოგოები. ამ ლეგენდის მტკიცებულება კი ინახება ფხრა აჯარ დოტის ტაძარში, ტაილანდის ჩრდილოეთ მხარეში.

ნარი პონი გახლავთ ხე ბუდისტური მითოლოგიაში, რომელიც ნაყოფის სახით ისხამს მდედრობითი სქესის პატარა არსებებს. ისინი თავით არიან მიმაგრებული ხის ტოტებზე. ლეგენდის მიზედვით, მათ ადამიანის მსგავსი შიგნეულობა აქვთ, მაგრამ არ გააჩნიათ ძვლები. ნარი პონს მაგიური ძალა გააჩნია და მართავს სულებს, რომლებიც  მისთვის ცეკვავენ და მღერიან. ეს ხე იზრდება მისტიკურ ჰიმაფანის ტყეში.