Saturday, 16 September 2017

ამოუცნობი ეგვიპტე_"თოთის წიგნი" და "ტაროს ბანქო"




არსებობს  XV საუკუნის გადმოცემა, რომლის თანახმად საიდუმლო საზოგადოება, რომელიც ფლობდა "თოთის წიგნს" და ავრცელებდა  მოკლე შინაარს ყველასათვის ხელმისაწვდომ ბარათებზე,  გახლდათ  ტაროს თამაშისთვის განკუთვნილი ბანქო. პირველად ეს აზრი გამოთქვა ფრანგმა მკვლევარმა კურტ დე ჟებელენმა.

ჟებელენი პირველი იყო ვინც ყურადღება მიაქცია ტაროს ბანქოს.  ის ამტკიცებდა, რომ ტაროს მივყავართ "ეგვიპტურ ტრადიციასთან". ჟებელენის წინაშე კაცობრიობა დავალებულია იმით, რომ მან პირველმა მიაქცია მოაზროვნე ადამიანთა  ყურადღება ბანქოს ფარულ საკრალურ მხარეზე. მანამდე ბანქო მხოლოდ აზარტული თამაშების საგანი გახლდათ. წიგნში "პირველყოფილი ბუნება" ჟებელენი აცხადებს თითქოს  ხელი მიუწვდებოდა ძველ ეგვიპტურ წიგნებზე, რომელიც ალექსანდრიის ხანძარს გადაურჩა. ძველ ეგვიპტურმა წიგნმა-ტაროს ბარათებმა სათამაშო ბანქოს სახით მოაღწია ჩვენამდე. 

ტაროს ბანქო ყოველთვის იყო ინტერესის ობიექტი. ის გამოჩნდა დაახლოებით 1100 წელს და შედგებოდა 78  ბარათისგან. ამბობენ, სწორედ მისგან გაჩნდა 52 ცალიანი სათამაშო და ასევე სამკითხაო ბანქო. თავიდან მას ერქვა "ნაბი"(იტალ.), რაც წინასწარმეტყველებას ნიშნავს. თავად სიტყვა ტაროს ეტიმოლოგია კი უცნობია. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ამ სიტყვის ეტიმოლოგია უკავშირდება ფრანგულ სიტყვას "tarot", რაც სავარაუდოდ გახლავთ ანაგრამა სიტყვისა "orta"-ordre dutemple-ტაძრელთა ორდენი. შესაძლოა ტაძრელები (ტამპლიერები) მართლაც ინახავდნენ ტაროს, მაგრამ მის გავრცელებაზე არაფერია ცნობილი. ნაპოლეონ III-ის სახალხო განათლების დეპარტამენტის ბიბლიოთეკარი კრისტიან პიტუა 1876 წელს გამოცემულ წიგნში"მაგიის ისტორია" წერს, რომ ეგვიპტის ცივილიზაციის მთავარი საიდუმლოებანი ასახულია ტაროს ბანქოზე და მათზე მოცემულია ყველაზე არსებითი, რაც იყო "თოთის წიგნში".

ჟურნალისტსა და მკვლევარს ჟაკ ბერჟეს სჯერა, რომ არსებობს ორგანიზაცია "შავოსნები", რომლის საწყისი უნდა ვეძიოთ ძველ ეგვიპტეში.  ამასვე ახსენებს დელი კინგი და ირწმუნება, რომ ორეჯი და გურჯიევი იყვნენ ამ ორგანიზაციის წევრები. დელი კინგს მიაჩნია, რომ ეგვიპტური მეთოდით უმაღლესი ცოდნის მიღწევა მხოლოდ საკუთარი შრომით შეუძლებელია. სცადო ასეთი რამ ხელმძღვანელის გარეშე დიდი საფრთხის შემცველია. მას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული შედეგები. -"მხოლოდ ამ ორგანიზაციის ენერგიულ და მომზადებულ წევრებს შესწევთ ძალა გასწავლონ ეს ხელოვნება. ამასთან მიღებული ცოდნის  გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორგანიზაციის შიგნით. ამ ხელოვნების დაუფლება იძლევა ადამიანის შემეცნების აქტივიზაციის პრაქტიკულ საშუალებას." ეგვიპტელთა საიდუმლო გახლდათ ფსიქოლოგიური ოპტიკა. სპეციალურ სარკეებში აისახებოდა მასში მაცქერალი ადამიანის ცუდი თვისებები. ასეთ სარკეს ერქვა "ankh en maat"-სიმართლის სარკე. უმაღლეს სკოლაში მიღებული კანდიდატი ყველაფერს ხედავდა, ვინაიდან წინასწარ იყო განწმენდილი ყველა უკეთურებისგან.ასეთ კანდიდატს ერქვა "წმინდა სარკის ოსტატი".

ფიქრობენ, რომ კაცობრიობა არ არის მზად მსგავსი ცდებისთვის. ამიტომ ორგანიზაცია "შავოსნები" აკეთებს ყველაფერს, რომ სადმე არ გამოჩნდეს "თოთის წიგნი". ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად,  "თოთის წიგნი" მიცვალებულ ნეფერ-კა პტახს ჩააყოლეს, მაგრამ არა სამუდამოდ. გვიანდელი ლეგენდის თანახმად ნეფერ-კა პტახის მუმია, რომელსაც ხელში "თოთის წიგნი" ჰქონდა აპოლონ თიანელმა იპოვა.



No comments:

Post a Comment