როცა თოთს ეგვიპტის დატოვების დრო მოუვიდა, მან აღმართა დიდი პირამიდა ამენთის დარბაზების შესასვლელთან, ჩაწერა ეს ქრონიკებში და ამ საიდუმლოების დასაცავად დანიშნა მცველები. მოგვიანებით, ამ მცველთა შთამომავლები პირამიდების რელიგიური მსახურნი გახდნენ, ხოლო თოთი ჩამოწოლილი წყვდიადის დროს, რაც მის წასვლას მოჰყვა, აიყვანეს სიბრძნისა და ჟამთააღმწერი ღმერთის რანგში.
გადმოცემით, ე.წ. ''დედამიწის საშო'' ანუ ''ამენთის დარბაზები" განლაგებულია 1600 კმ-ის სიღრმეზე პირამიდის ქვეშ. როგორც ამბობენ, ისინი არსებობს არა ამ მატერიალური სივრცის ოქტავაში( მაგიური 8), არამედ სივრცით კვანძში, რომელიც განცალკევებულია სხვა სივრცეებისგან. ამისთვის საჭიროა ჩვენი სივრცითი კვანძის დატოვება. არსებობს რამდენიმე სხვადასხვა ადგილი, სადაც ამის განხორციელებაა შესაძლებელი: ოკლაჰომის გოგირდის წყაროები, შასტას მთა-კალიფორნიაში, შამბალა-ტიბეტში, ეგვიპტის დიდი პირამიდა, შავი ტყე-გერმანიაში, ბენარესი-ინდოეთში, ატლასისი მთები-აფრიკაში. ამენთის დარბაზები იგივე გამრუდებული სივრცეა-მეოთხე განზომილება, რომელიც გარკვეულწილად უკავშირდება ჩვენ მესამე განზომილებას და შეერთებულია დიდ პირამიდასთან მეოთხე განზომილების დერეფნით. იქ თითქოს არსებობს ოთახი, რომელიც ფიბონაჩის პროპორციებზეა დაფუძნებული. ოთახის შუაგულში კუბია. კუბის თავზე ალი ჩანს. მისი სინათლე არის წმინდა პრანა-გონი, რომელიც პლანეტარულ ''კვერცხს" წარმოადგენს, რომლის დანიშნულებაა ადამიანისთვის ახალი ევოლუციის გზის ჩვენება და დაწყება.
დიდ პირამიდაში არსებობს ოთახი, რომლის ჩასასვლელი უსაფრთხოების მიზნით 1984 წელს დახურეს მნახველებისთვის და რკინის კარები დაუყენეს, ვინაიდან იქ მოხვედრილი ტურისტები ხშირ შემთხვევაში იღუპებოდნენ. გადმოცემით, ეს ოთახი იყო "ჭა", სადაც მისტერიებში მონაწილე ნეოფიტს უნდა გაევლო სიმწიფის გამოცდები ფარაონის ოთახში მოხვედრამდე. ''ჭამდე'' მას უნდა ესწავლა ქურუმთა სკოლაში 24 წელი. თუ ინიციაციის მსურვლი წარჩინებით ისწავლიდა და ჩააბარებდა გამოცდებს, 24 წლის შემდეგ მას უშვებდნენ ''ჭასთან''. გადმოცემით, სწორედ ამ ოთახში იშლება ზღვარი მესამე და მეოთხე განზომილებას შორის და იქაა სივრცის კვანძი. ამიტომ იმ ადგილზე შიში და ყველანაირი აზრი მატერიალიზდება და ნეოფიტი ვარდება განსაცდელში (ეს ერთგვარი გამოცდა იყო), რომელიც მას წარმატებით უნდა გაევლო.
ლეგენდის მიხედვით, ამენთის დარბაზები იქცა მიწისქვეშა სამყაროდ, ღმერთების დარბაზებად, სადაც სული გადადიოდა სიკვდილის შემდეგ, რათა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე. მოგვიანებით თოთის სული გადადიოდა სხვების სხეულში "ზურმუხტის ფილაზე" აღწერილი ხერხის გამოყენებით.
ასე გარდაისახა ის სამჯერ. ბოლო გარდასახვის სახელი იყო ჰერმესი-სამჯერ დაბადებული. გადმოცემით ჰერმეს ტრისმეგისტოსი ითვლება ჰერმეტული ტრადიციის დამფუძნებლად, რომელიც გააგრძელა ორფეოსმა, პითაგორემ, პლატონმა. ჰერმესის უცვლელი ატრიბუტი-კვერთხი-მაგიური ძალის შემკრები. კვერთხმა ჰერმესი ღმერთად და ღმერთების მაცნედ აქცია, გახსნა სამი სამყაროს გზა: ღმერთთა სამყაროს, ადამიანთა სამყაროს და მიცვალებულთა სამყაროსი. ჰერმესის კვერთხს გარს ორი გველი აქვს შემოხვეული.
თოთის მამა თოთმესი მეთაური გახლდათ. მათ იცოდნენ ამენთის დარბაზებისკენ მიმავალი გზა, სადაც სიცოცხლის ყვავილის ქვეშ წვებოდნენ გარკვეული ხნის განმავლობაში და სხეულს იახალგაზრდავებდნენ. თოთი თავად ჩასულა იქ ბევრჯერ სხეულის განახლებისთვის.
ამენთის დარბაზებში იყო ცხოვრებისეული და სულიერი ძალების კონცენტარაციის ცენტრი. მასში იღვრებოდა მაცოცხლებელი წყარო სიცოცხლისა. ეს ცენტრი იმავე ფუნქციას ასრულებს დედამიწისთვის, რასაც მზის წნული ადამიანის სხეულისთვის. როცა მოსწავლე აღწევდა მესამე გაბრწყინებას, ის აღარ იყო დამოკიდებული ამენთზე, მას სურვილისამებრ შეეძლო განეთავსებინა საკუთარი სხეული "სიცოცხლის ალის" ქვეშ და საუკუნიდან საუკუნემდე განეახლებინა ის.
შინაგანი სინათლის ნაპერწკლის გამოღვიძებამ თოთს უფრო ძლიერი სიცოცხლე მიანიჭა, ვიდრე ჩვეულებრივი ადმიანის სიცოცხლეა. ცოდნის ზრდის შესაბამისად მას მიეთითა გზა ამენთისკენ, სადაც ჩვენი პლანეტის სიცოცხლის ყვავილის ძალაა კონცენტრირებული. მან მიიღო სიკვდილ-სიცოცხლის გასაღები, რაც იძლევა დიდ ძალაუფლებას. სიცოცხლესა და სიკვდილზე. ძალაუფლების მიღების შემდეგ, თოთს შეეძლო დაეტოვებინა საკუთარი სხეული და თავისი სურვილით ემოგზაურა ყველაზე შორეულ ადგილებში ამ დროის სივრცეში.
No comments:
Post a Comment