ლეგენდარულ დოქტორ ჯონ დის მთელ ევროპაში ჰქონდა სახელი განთქმული. ყველა ქვეყნის მონარქს სურდა მისი კარზე ყოფნა. ჯონ დი გახლდათ ჰენრიხ VIII-ის კარის ოფიცრის ვაჟი. განათლება კემბრიჯში, ჰოლანდიასა და ბელგიაში მიიღო. ის ასწავლიდა კარლ V-ს გეომეტრიას. ჯონ დი გახლდათ ბრწყინვალე მათემატიკოსი და ასტრონომი, ბუნებისმეტყველი, კლასიკური ენების მცოდნე, საკუთარი, ერთ-ერთი უმსხვილესი ბიბლიოთეკის მფლობელი ევროპაში, გამოჩენილი ფილოსოფოსი. მარია I ტიუდორმა ის მეფის ასტროლოგად დანიშნა. დიმ ელისაბედს უწინასწარმეტყველა სამეფო ტახტზე ასვლა, რაც აცხადდა კიდეც. ელისაბედ I მფარველობას არ აკლებდა ჯონ დის, რაც მეცნიერს დიდ გასაქანს აძლევდა მეცნიერულ მოღვაწეობაში. მას დედოფალ ელისაბედის "მერლინიც" კი შეარქვეს. პირველ რიგში ის მაინც მეცნიერად რჩებოდა. სწორედ მან შექმნა მექანიკური რობოტები და ტელესკოპი. მანვე პირველმა წამოაყენა წინადადება მზის ენერგიის გამოყენების შესახებ უზარმაზარი სარკის ფოკუსირებით. დი ადგენდა გეოგრაფიულ რუკებს და ჩრდილოეთ ამერიკის დასახლების გეგმას.
არსებობს სარწმუნო თეორია, რომ დი თავდაპირველად ჯაშუშობდა მარია ტიუდორის სასახლეში ელიზაბეტის სასარგებლოდ. შემდეგ იგივეს აკეთებდა მოგვიანებით ევროპაში მოგზაურობისას. ამასთან, თავის დასმენებს ხელს აწერდა როგორც "007", რაც ოთხასია წლის შემდეგ გამოიყენა იან ფლემინგმა წიგნების წერისას ჯეიმს ბონდზე.
არსებობს სარწმუნო თეორია, რომ დი თავდაპირველად ჯაშუშობდა მარია ტიუდორის სასახლეში ელიზაბეტის სასარგებლოდ. შემდეგ იგივეს აკეთებდა მოგვიანებით ევროპაში მოგზაურობისას. ამასთან, თავის დასმენებს ხელს აწერდა როგორც "007", რაც ოთხასია წლის შემდეგ გამოიყენა იან ფლემინგმა წიგნების წერისას ჯეიმს ბონდზე.
ასეთი მჩქეფარე ცხოვრებისა და მოღვაწეობის გარდა ჯონ დის გააჩნდა საიდუმლოებით მოცული ცხოვრებაც. რომლის შესახებ მხოლოდ ნაწილობრივ თუ შეიძლება წარმოდგენის შექმნა, ისიც მისი პირადი დღიურისა და ავტობიოგრაფიული ტრაქტატების დახმარებით. სწორედ იქიდან ვიგებთ ამ უნიკალური პიროვნების მსოფლმხედველობას, რომელიც მისტიციზმისა და იმ დროის მოწინავე მეცნიერების უცნაური ნაზავი გახლავთ. წმინდა მეცნიერულ და პრაქტიკულ შემოქმედებასთან ერთად ის სერიოზულად ეკიდებოდა ოკულტურ ფილოსოფიასა და მაგიას. ჯონ დი დიდ დროს უთმობდა კაბალისტიკასა და ნუმეროლოგიას, ალქიმიას, ასტროლოგიას. ყურადღებით ეკიდებოდა სარკის თვისებების შესწავლას. ატარებდა ექსპერიმენტებს ტყვიის ოქროდ გადაქცევაში. მთავარი მისი გატაცება კი, კრისტალების მაგიური თვისებები და მათი დახმარებით მომავლის წინაწარმეტყველება გახლდათ.
ჯონ დის მაგიური კრისტალების შესახებ ინფორმაცია შემორჩენილია მისი ბერილუსის ბეჭდის დახმარებით, რომელშიც დის შეეძლო გამოეწვია ხილვები. სავარაუდოდ კრისტალი ბეჭედში განსაკუთრებულად იყო მოვარაყებული, რაც მხოლოდ დიმ იცოდა და რაზეც ის გადაკვრით საუბრობს მის ცნობილ "იეროგლიფურ მონადაში". ცნობილი ბეჭდის, ისევე როგორც მაგიური შავი სარკის ისტორია გრძელდება 1842 წლამდე, როცა ის აუქციონზე გაიყიდა იდუმალ უცნობზე. ამის შემდეგ მასზე არავის სმენია რაიმე.
დის მაგიური სარკე ნახსენებია ხელნაწერში, რომელიც ინახებოდა კოტონიენის ბიბლიოთეკაში. ეს სარკე ვინმე ჰორას უოლპოლს ჰქონდა საკუთარი იშვიათი ნივთების კოლექციაში. სარკე კარგად გაპრიალებულ ქვანახშირს ჰგავდა და სპილოს ძვლის სახელური ჰქონდა. პიტერბოროს გრაფის კოლექციაში ეს ნივთი ინახებოდა შემდეგი წარწერით: "შავი ქვა, რომლის დახმარებით დოქტორი დი იძახებდა სულებს".
გადმოცემით, ეშინოდათ რა სარკის მაგიური ძალისა, არც პიტერბოროებისა და არც უოლპოლოების შთამომავლობა არ იყენებდა მას და არც სხვებს აძლევდა ამის უფლებას. ისინი უცხო თვალისგან სათუთად მალავდნენ ნივთს. მოხდა ისე, რომ 1842 წელს უოლპოლის კოლექცია მთლიანად გაიყიდა, მასთან ერთად მაგიური კრისტალიც.
ჯონ დის მაგიურ კრისტალებში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა გაპრიალებულ ობსიდიანს, რომელიც ესპანელებმა ჩამოიტანეს მექსიკიდან. სავარაუდოდ მას აცტეკები იყენებდნენ წინასწარმეტყველებისთვის, ისევე როგორც ჯონ დი. აცტეკთა ობსიდიანის სარკე იმდენად უჩვეულო თვისებების მატარებელი იყო, რომ თავად დედოფალი ელისაბედი ეახლა დის, რომ გასცნობოდა ამ მაგიურ ინსტრუმენტს. შემორჩენილია ჩანაწერები, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ ადევნებდა ჯონ დი შორ მანძილზე მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ამ სარკის დახმარებით. მის ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ შემდეგს: "...ბევრს ვმუშაობდი, რათა მეხილა ჭეშმარიტი ცოდნის თუნდაც პატარა სხივი...ამის მნახველი მივხვდი, რომ სიბრძნის წვდომა ადამიანის ძალისხმიერებით შეუძლებელია, მხოლოდ შენი ნებით (ო, ღმერთო)".
1582 წელს ჯონ დის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამ მოხდა. საღამოს ლოცვისას მას სარკმლიდან სხივით გარშემორტყმული ზეარსება გამოეცხადა, რომელსაც შეარქვა ანგელოზი ურიელი-"სინათლის სული". "ანგელოზმა" მეცნიერს აჩუქა კვერცხის ზომის გამჭვირვალე, სხვადასხვაფრად მოელვარე მაგიური კრისტალი. სამწუხაროდ დი კრისტალში ხილვებს ყოველთვის ვერ აღწევდა.
ჯონ დი შეხვდა ალქიმიკოს და მედიუმს ედუარდ კელის. კელიმ შეძლო საიდუმლო კრისტალის დახმარებით მოესმინა ანგელოზის საუბარი. გაგონილი ხმის მითითებით, თუმც ამის მოსურნენი თავად არ იყვნენ, სულ მალე დატოვეს ინგლისი. დის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მას სურდა კრისტალის დახმარებით სამყაროს შექმნისა და უკვდავების საიდუმლოს გაგება, კელის კი უფრო მატერიალური კეთილდღეობა აინტერესებდა. "ანგელოზები" არ ცდილობდნენ მოკვდავთა სურვილების ასრულებას-მხოლოდ ბუნდოვან ბრძანებებს აძლევდნენ და ჯილდოს მომავლისთვის პირდებოდნენ. მათემატიკოსმა და ალქიმიკოსმა ასე შემოიარეს ნახევარი ევროპა.
"შავი სარკის" წარმოგზავნილები ხშირხშირად ეუბნებოდნენ გადაკვრით, რომ მისიის დასრულება მოუტანდა კაცობრიობის "განწმენდას"და სამყაროს დასასრულის დადგომას.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე მმართველმა ჯონ დი მიიღო და წყნარად მოუსმინა, ის ძალიან მერყეობდა პოლონეთში წასვლის წინ . მაშინ ხმები ძალიან გამწარდნენ, დაწყევლეს მათემატიკოსი და მისი მოდგმა მეხუთე თაობამდე. ამის მერე, დის მუხლებზე მდგომს მოუწია შეწყალების თხოვნა.
"შავი სარკის" წარმოგზავნილები ხშირხშირად ეუბნებოდნენ გადაკვრით, რომ მისიის დასრულება მოუტანდა კაცობრიობას "განწმენდას"და სამყაროს დასასრულის დადგომას.
მთელი დარჩენილი ცხოვრება დი არასდროს იშორებდა ამ საჩუქარს. მისი დახმარებით ის სხვა სამყაროსა და მომავალს ხედავდა. მეცნიერის თქმით, მან არაადამიანური წარმოშობის მაოზროვნე არსებებისგან ისწავლა საიდუმლო ენა მას მერე, რაც მათ კრისტალში აჩვენეს ტაბულა ანბანით, რიცხვებითა და სიმბოლოებით. ეს იყო ძალიან უცნაური ანბანი, რომლის ჩანაწერები დღესაც მეცნიერთა ცხოველ ინტერესს იწვევს, ვინაიდან ის დის ყველაზე უცნაური გამოგონებად მიაჩნიათ და ითვლება პირველ ხელოვნურ ენად. თავად დიმ კი მას "ენოქური ენა" დაარქვა, რომელზეც საუბრობენ ანგელოზები და ედემის ბაღის მოსახლენი. თანამედროვე მეცნიერება მას აბსოლუტურად სრულყოფილ სისტემად თვლის თავისი ანბანითა და გრამატიკით. ის სრულიად არ ჰგავს რომელიმე ადამიანურ ენას.
გატანჯულმა დიმ იგრძნო, რომ სიგიჟის ზღვარზე იყო და საბოლოოდ გადაწყვიტა უარი ეთქვა სპირიტულ სეანსებზე. მან მიატოვა კელი 1588 წელს და დაბრუნდა ინგლისში. მაგრამ იქ მას არავინ ელოდა. სახლი გაძარცული დახვდა. მისი ბილბლიოთეკის დიდი ნაწილი უკვალოდ გაქრა. ის შეეცადა კვლავ დაეწყო სამსახური სამეფო კარზე, მაგრამ დედოფალი ელისაბედი მას ცივად შეხვდა.
1605 წელს ჭირის ეპიდემია დაიწყო, რომელმაც დის მეუღლე და შვილები წაართვა.-"ანგელოზთა" წყევლამ მაინც უწია ჯონ დის. ის საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა კიდეც უკიდურეს სიღარიბეში.
ყველაზე საოცარი ისაა, რომ ეს ჯადოსნური ქვა არ დაკარგულა, როგორც ეს ბევრ ლეგენდარულ რელიკვიას ემართება. ის ახლა ინახება ბრიტანეთის მუზეუმში. ადმინისტრაცია უცხო პირებს არ აძლევს არც მისი გამოყენებისა და არც მის გამოკვლევის უფლებას.
No comments:
Post a Comment