Monday, 19 February 2018

ამოუცნობი ეგვიპტე_რა საერთო აქვს საქართველოსა და საყდრისს ძველ ეგვიპტესთან-(ნაწილი II)


  "ბლავატსკაიას მიაჩნდა, რომ "ებრაელთა ედემად ქალდეურის ასლის                       ანალოგი იყო  გამოყენებული ტყვეობაში ყოფნის დროს"...აქედან                              გამომდინარე, ის გახლდათ კავკასიელ კოლხთა ჰადესის ასლი, რომლებიც            ქალდეველთა წინაპრები იყვნენ."-ვ.ბოლოვი
ეგვიპტის თემით დაინტერესებულთათვის კარგადაა ცნობილი უილიამ ფლინდერს პიტრის სახელი-ცნობილი ბრიტანელი არქეოლოგი, ეგვიპტოლოგი. სწორედ მის სახელს უკავშირდება  ბევრი არქეოლოგიური აღმოჩენა ეგვიპტეში. ლონდონში არსებობს მისი სახელობის ეგვიპტური ექსოპონატების მუზეუმი. 


      

   

 "რადაც უნდა დაგიჯდეთ მოუწყეთ ძველ თეორიებს ღირსეული დაკრძალვა; თუმც უნდა ვიზრუნოთ იმაზეც, რომ სიჩქარეში ცოცხალად არ დაიმარხოს რომელიმე ადრინდელი"-ულიამ მეთიუ ფლინდერს პიტრი 

სიტყვებს ის თავისი საქმიანობით ამართლებდა.  მოგვიანებით, კვლევებისას დიდ დროს უთმობდა ეგვიპტის დინასტიამდელ ხანას. დინასტიამდელი ხანით დაინტერესებამ მიიყვანა ის კავკასიამდე. იმ დროის აღმოჩენებიც დაკავშირებული იყო ძველი ეგვიპტის ისტორიის დინასტიამდელ ეპოქასთან, რომელიც მენესის მმართველობას უსწრებდა წინ.  ამავე პერიოდში აღმოჩნდა "პირამიდების ტექსტებიც''. მოპოვებული მასალა იმდენად მდიდარი იყო, რომ მის დამუშავებას ორი ათეული წელი დასჭირდა. პირველი ნაშრომი, სადაც  განხილული იყო მოპოვებული მასალა, გახლდათ ფლინდერს პიტრის
"ისტორიამდელი ეგვიპტე''(1920წ) "Ancient egypt''.

                                                       
  მასალის მიმოხილვისას პიტრი ასკვნის, რომ ეგვიპტური ცივილიზაციის ისტორიამდელი ეპოქის დასაწყისი შეიძლება მივაკუთვნოთ მე-11 ათასწლეულს ჩვ. წ.-მდე(ყველაზე ნაკლები 7ათასი წელი). 1928 წელს ფლინდერს პიტრიმ გამოუშვა წიგნი "ისტორიამდელი ეგვიპტე და კავკასია''-"Early egypt and the Caucasus''.

ამ ორივე ნაშრომში პიტრი იცავს საკუთარ მოსაზრებას, რომ ძველი ეგვიპტის კულტურა შემოტანილი იყო  კავკასიიდან შემოჭრილი "დინასტიური რასის'' მიერ. მისი აზრით, "დინასტიური რასა"  ეგვიპტეში  შევიდა დინასტიამდელ ეპოქაში, დაიკავა ეგვიპტე და შექმნა დინასტიური ცივილიზაცია.                                                                                                                                       
ჯერ კიდევ მანეთონი წერდა "ეგვიპტიკაში", რომ დიდი პირამიდები უცხოელებმა ააშენეს(ვინ, არ აზუსტებს), რომ ხუფუ (ხეოფსი) არ იყო ეგვიპტელი და ის სხვა რასას ეკუთვნოდა.  1880 წელს მიაკვლიეს "პირამიდების ტექსტებს", რომელიც მოგვიანებით ინგლისურ ენაზე თარგმნა და ოთხ ტომეულად გამოსცა სამუელ ალფრედ მერსერმა. 1970-72 წ. ფრანგმა არქეოლოგებმა კვლავ მიაკვლიეს ახალ ტექსტებს. თარგმნისას ეგვიპტოლოგებმა აღმოაჩინეს,  რომ ტექსტები მენესის დინასტიამდელი ხანის უნდა ყოფილიყო. მერსერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "პირამიდების ტექსტების" მე-4 ტომში საუბარია იმაზე, რომ  "რა"(ღვთაება) და მისი მიმდევრები ჩრდილოეთიდან, კერძოდ კავკასიიდან იყვნენ მოსულნი, რაც ფლინდერს პიტრის მოსაზრებას ემთხვეოდა. 

"როგორც ჩანს, უძველეს ეგვიპტელთა კულტურული კავშირები, ასევე მითოლოგიაში არსებული ფიზიკური აღწერილობა მიუთითებს კავკასიაზე. ასევე, როცა აქ ვხვდებით მითოლოგიაში მოყვანილი მნიშვნელოვანი ადგილების სახელწოდებათა თანხვედრას, ეს  უტყუარ საფუძველს გვაძლევს, რომ ეს მხარე ეგვიპტელთა ადრეული ცივილიზაციის სამშობლოდ მივიჩნიოთ". -“It appears, then, that the cultural connections of the earliest Egyptians, as well as the physical descriptions in their mythology, point to the Caucasus region. When, further, we find there the names of the principal places of the mythology in their relative positions, it gives strong grounds for regarding that region as the homeland of the earliest civilization of the Egyptians”. (Ancient Egypt, June 1926).

"ეგვიპტური ცივილიზაცია-შემოტანილი აფრიკელ ხალხში, გახლავთ კავკასიიდან. სავარაუდოდ, ის იქიდან  ადამიანთა დიდ ჯგუფს უნდა შეეტანა. ასე შორს უბრალო სავაჭრო ურთიერთობა ვერ მოახდენდა მსგავს ფუნდამენტურ გავლენას ყველა სფეროზე."-"Egyptian civilization –planted on an African people – is from the Caucasus; with it presumably, arrived a strong stock of people who brought it , as a mere trade influence could not be supposed to travel so far with such fundamental effect on most arts.” ‘Ancient Egypt’, December 1924

"კაცობრიობის გარიჟრაჟზე ყველაზე ადრე სპილენძის გამოყენება...... აღწერილი "მიცვალებულთა წიგნში'', ემთხვევა ივრისა და მტკვრის გაყოლებას კავკასიაში.''-"The most ancient copper used by man early in the dawn of ... described in the "Book of the Dead," and a region along the rivers of the Iora and Kura in the Caucasus"--1926

"მსგავსი მოჩუქურთმებული სატევრები ამ დრომდე, ცნობილია მხოლოდ კავკასიაში "Since veined daggers similar to this one were hitherto only known in the Caucasus"-1933"

 თუკი ეგვიპტის მითოლოგია და ოზირისის მითი კავკასიაში ჩაისახა, უნდა ვაღიაროთ, რომ სწორედ ეს მიწა გახლავთ  ეგვიპტური ცივილიზაციის წყარო''.-"If the mythology of Egypt and the Osiris myth are thus based on the Caucasus, we must recognise that this land was the source of the Egyptian civilization. "-1939 p.

პროფესორ რეჯინალდ ფესენდენთან კონსულტაციის შემდეგ, პიტრი კიდევ უფრო დარწმუნდა თავისი აღმოჩენისა და მოსაზრების სიმართლეში. ფესენდენის კალამს ეკუთვნის "კავკასიური ისთმოსის ჩაძირული ცივილიზაცია". წიგნში ავტორი იძლევა გეოლოგიურ მონაცემებსა და ინფორმაციას, განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას კავკასიაში მცხოვრებ ხალხებზე. ის გამოთქვამს  გათხრების წარმოების სურვილს კავკასიის რეგიონში,როგორც ცივილიზაციის აკვნის ცენტრში. ფესენდენი იყენებს დოკუმენტებსა და სათანადო მასალას ამის საილუსტრაციოდ.  მიაჩნია, რომ ეგვიპტის ცივილიზაციისა და სხვა ცივილიზაციების წყარო გახლდათ კავკასია.

რეჯინალდ ფესენდენი


კვლევების შედეგად გამოთქვა აზრი, რომ ეგვიპტის ძველი სახელი ყოფილა აიეტია, ხოლო ნილოსის-აიეტოსი, რაზეც მიანიშნებდა აღმოსავლეთმცოდნე რაუნილსონი ჰეროდოტესა და სხვა ბერძენ ავტორთა შესწავლაზე დაყრდნობით. თავად ეგვიპტელები უწოდებდნენ ქემეთ-ს, რომლის ეკვივალენტად ლიდლსა და სკოტს მიაჩნდა აიეტია. როგორც ვხედავთ ეს სახელწოდება მსგავსებას ავლენს მეფე აიეტის სახელთან. ფესენდენის აზრით აიეტიას სახელის მქონე სამეფო მდებარეობდა კავკასიის დასავლეთით და ის გადაჭიმული იყო დარიალის ხეობიდან ტამანის ნახევარკუნძულამდე.
Aetia (old name of Egypt).-"Egypt is said to have been called originally `Aetia' and the Nile Aetos' and `Siris,"' Rawlinson, notes to Herodotus, 2, 15. See also Apollonius Rhodius, 4, 268, and Homer, Odyssey, 4, 1-4.
Aetia. - The western half of the Caucasus, the kingdom of Aeetes, stretching from Dariel Pass to Tamen. Smith, Class. Geog., and Diod. Sic., bk. 1, chap. 4.

ასევე ბიბლიაში ნახსენები ედემიც უნდა ყოფილიყო კოლხეთის დაბლობზე და ეს სიტყვა უნდა ნიშნავდეს "ეას მიწას". მითებში არსებული ჰესპერიდების ბაღი და ედემის ბაღი ერთიდაიგივე ადგილზე მდებარეობდა. როგორც ცნობილია ჰესპერიდების ბაღში გველეშაპი იცავდა ოქროს ვაშლის ხეს, სიცოცხლის ხეს კი მფრინავი გველი, რომელიც იმავე ადგილზე მდებარეობდა ედემის აღმოსავლეთ ნაწილში. მითებში ხსენებული ჰიპერბორეა (Hypiberea)  კავკასიის აღმოსავლეთ "დაბლობზე" უნდა ყოფილიყო. ცნობილია, რომ თამუზის, ადონისის კულტი სირიასა და ბაბილონში კავკასიიდან შევიდა. ადონისი-ეას მიწის შვილია. ებრაელთა რელიგიაც კავკასიის "დაბლობის" ცენტრში უნდა ჩასახულიყო, იბერიაში ანუ აღმოსავლეთ ედემში. კრეტის რელიგიის წყაროც ისევ კავკასიაა.

მკვლევარი პარალელს ავლებს მითიურ პრომეთესა  და  ბიბლიურ კაენს შორის და ბევრ მსგავსებას ხედავს. პრომეთე ზევსის მრისხანებას იწვევს, ხოლო კაენი ღმერთისას. ორივე გააგზავნეს ერთსადაიმავე ადგილზე-ედემის აღმოსავლეთში. ორთავე მუშაობდა ლითონის დამუშავებაზე, ასრულებდა ისეთ სამუშაოს, რომელსაც სჭირდებოდა ცეცხლი.

საინტერესოა ფესენდენის მოსაზრება მდინარე არაქსის სახელწოდების ეტიმოლოგიაზეც. ასეთი სახელწოდების მდინარე ადრეულ ბერძნულ ლიტერატურაში გვხდება და ამ მდინარის სახელწოდება ბერძენთა ექსპედიციას შეიძლება დაკავშირებოდა. მაგრამ ავტორს მიაჩნია, რომ მდინარის ნამდვილი სახელი უფრო ადრინდელია და ის უნდა ყოფილიყო "არაგვი".

"მოგახსენებთ  მხოლოდ სეთზე. როდესაც გაიზარდა და მიაღწია იმ ასაკს, როცა სიკეთისა და ბოროტების გარჩევა შეეძლო, მან სიკეთით აღსავსე ცხოვრება არჩია და კეთილშობილი ადამიანის შესაფერისი  შთამომავლობა დატოვა, ვისთვისაც ის მისაბაძი გახდა. ცხოვრობდნენ  ისინი ურთიერთანხმობაში, მშვიდობიანად ერთ საერთო ტერიტორიაზე ყველანი ერთად. სიცოცხლის ბოლომდე არანაირი უბედურება დასტყდომიათ თავს. გამოიგონეს მეცნიერება სხეულებზე და მათ აგებულებაზე. იმის გამო, რომ ადამმა იწინასწარმეტყველა ხანძრითა და ნაწილობრივ წარღვნით დაღუპვა, ეს  გამოგონებები დავიწყებას რომ არ მისცემოდა, არ გამქრალიყო და ხალხი მას გასცნობოდა,  აღმართეს ორი სვეტი.-ერთი სვეტი აგურისა, მეორე ქვისა და საკუთარი გამოგონებები მათზე წარწერებით აღბეჭდეს.იმ შემთხვევაში თუ აგურის სვეტი წყალდიდობას ვერ გადაურჩებოდა და განადგურდებოდა, მაშინ  ქვა მაინც უვნებლად გადარჩებოდა და ის მისცემდა ხალხს საშუალებას გასცნობოდა მასზე ამოტვიფრულ ტექსტს. ამავე დროს,  მომავალი თაობა გაარკვევდა, რომ  ქვის სვეტთან ერთად აგურის სვეტიც არსებობდა. ქვის სვეტი დღემდე შემორჩენილია სირიადის ქვეყანაში."--იოსებ ფლავიუსი "იუდეის სიძველენი" წიგნი 1, თავი 2.

ძველი დროიდან არსებობდა გადმოცემები დიდი ინფორმაციის შემცველი ორი სვეტის შესახებ. ამაზე მიუთითებდა ეგვიპტელი ქურუმი მანეთონი, ფინიკიელი ისტორიკოსი სანჰუანიტი და ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი. ეს იყო სვეტები, რომელზეც წარღვნამდე გაკეთდა წარწერები. ტექსტი დაწერილი იყო იეროგლიფებით. სვეტები მდებარეობდა სირიადის ქვეყანაში. ისინი დადგეს სეთის შვილებმა, რომლებიც (ავტორის აზრით) მოგვიანებით იყვნენ კაბირები (ანუ კოლხი ქურუმები). წარღვნამდე და წარღვნის შემდეგ გაკეთდა იეროგლიფების ასლები კედლებზე ანდა შეიტანეს წიგნებში, რომელიც ინახებოდა მიწისქვეშა დიდი სისტემის კამერებში.

"დამწერლობის, კანონებისა და გემთმშენებლობის, არქიტექტურის გამოგონებას, ასევე მაგიურ, მცენარეების სამკურნალოდ გამოყენების ტრადიციას მიაწერენ ან კაბირებს, ან ტიტანებს."-ვ.ბოლოვი

ფინიკიურ მითებში წარღვნასთან დაკავშირებით ჩვენამდე მოაღწია ''კონსპექტმა'', რომელიც ეკუთვნის ფილონ ბიბლოსელის კალამს. ავტორი ყვება ღმერთ თუთას(ჯეჰუთი, თოთი) სწავლებაზე. ფინიკიური პანთეონის ილუზე ის წერს: ''ბოროტი და ანგარებიანი არსება, იეჭვიანა ძმაზე. უმაღლესი ღვთაების ტახტის ხელყოფაზე დიდხანს არ უფიქრია. თუთას რჩევით, აგდებს მას ღრმად მიწაში და მარხავს. ამავე დროს, დიოსკურების შთამომავლებმა, რომლებიც გემების გამომგონებლად ითვლებიან, მოამზადეს ტივები, ნავები და გაემგზავრნენ ზღვით. ისინი გაირიყნენ კასიავის (კავკასიის) მთასთან, სადაც ააგეს ტაძარი''. ფესენდენს მიაჩნია, რომ დიოსკურების ოჯახობის გამგზავრება ტივებითა და ნავებით, ამასთან ძმის მიწაში ჩაფლვა დიდი კატასტროფის ნიშანია, თან წყალთან დაკავშირებული კატასტროფისა. დიოსკურების შთამომვლებს (ავტორის აზრით ნოეს ოჯახი) დასჭირდათ ზღვით გამგზავრება. სავარაუდოდ, მთა  სადაც ისინი მივიდნენ უნდა ყოფილიყო''არარატი''. როგორც ვხედავთ, ფინიკიური მითი წარღვნაზე ჰგავს ბიბლიურ ამბავს. ფესენდენი ფიქრობს, რომ მითში ნახსენები დიოსკურები იყვნენ შეთხუს(სეთის) შთამომავლები, რომლებსაც წარღვნამ მოუწია ქვეყანა ს ი რ ი ა დ შ ი.

ადრე ფიქრობდნენ, რომ  სვეტები ეგვიპტეში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით გაჩნდა მოსაზრება, რომ სირიადი სადღაც სხვაგან უნდა მდებარეობდეს, სავარაუდოდ კავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროსთან. ამასთან დაკავშირებით ერთობ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ფსევდო სკიმნოსი. წყაროს მიხედვით, ქ. სინოპთან მდებარეობდა კუნძული სირიადის სახელწოდებით. სინოპში კი ოდესღაც ცხოვრობდა მკვიდრი მოსახლეობა სირები. თვით ქალაქს  სახელი ამორძალი სინოპესგან შეერქვა. ასოპეს ასულ სინოპეს აპოლონისგან ეყოლა ვაჟი-სირი, ადგილობრივი სირების ეპონიმი, რომელთაც ეკუთვნოდათ ქალაქი სინოპი ავტოლოკოსის (ანუ ბერძნების) აქ გამოჩენამდე. ტერმინი ''კაპადოკიელი'' და ''ლევკოსირი'' ერთიდაიმავე ხალხის აღმნიშვნელად გამოიყენებოდა. ჰეროდოტეს ცნობით, პირველს სპარსელები ხმარობდნენ, ხოლო მეორეს-ბერძნები.

"ანატოლიის ნეოლითურ ძეგლებს არაერთი პარალელი ეძებნება ქართულ და კავკასიის სხვა ხალხთა ეთნოგრაფიაში. ანატოლიის ჩრდილოეთ რაიონებში მცხოვრებ ტომებს-ლევკოსირებს, ხალიბებს, ტიბარენებს, მოსინიკებს, მაკრონებს ხშირად მიიჩნევენ წინახეთურ ადგილობრივ მოსახლეობად".(Encyclopedia Britanika 1964)

ეგვიპტელებს ჩინელთა მსგავსად სურდათ დაკრძალვა საკუთარ სამშობლოში. სინუჰეს თქმულებაში ნათქვამია: "დამმარხეთ ამენთიში", "მას ეღირსა ბედნიერი დაკრძალვა ტა ტჰესერთში". ავტორის აზრით ეს ადგილი უნდა ყოფილიყო ცხერთი ანუ მცხეთა იბერიაში. გვამი ჯერ უნდა გამოეშროთ ან ბალზამირება გაეკეთებინათ. ის უნდა გაეხვიათ მესკუეტში (ანუ ხარის ტყავში) რათა  ასე შეხვედროდა ახალ ცხოვრებას. ცნობილია, რომ კოლხებიც გვამს ტყავში ახვევდნენ და კიდებდნენ ხეზე გამოსაშრობად. ეგვიპტელებს იმედი ჰქონდათ ამქვეყნიური ცხოვრების დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდნენ თავის დედა-მიწას ანუ სამშობლოს კავკასიაში. მიწა, რომლის კოლონია იყო ეგვიპტე.

"სამწუხაროდ ბოლშევიკური რევოლუციისა და რუსეთის ტერიტორიის იზოლაციის გამო, (რუსეთში იგულისხმება სსრკ), დასავლეთის მეცნიერთათვის შეუძლებელი გახდა დინასტიამდელ ეგვიპტესთან კავკასიური კავშირების კვლევა. ამასთან ერთად, მოგვიანებით ნაციზმის აღმავლობამ პოლიტიკურად არაკორექტული გახადა ნილოსის დაბლობზე მისული უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი (უპირატესი) ხალხისა და რასის შესწავლა. ამ რეალობებმა და პიტრის თეორიის წინააღმდეგ არქეოლოგიური საზოგადოების თანდაყოლილმა მიკერძოებამ განაპირობა  კავკასიასთან ნათესაური კავშირის მეცნიერული განხილვის უარყოფა.-გრემ ჰენკოკი.--"Unfortunately due to the Bolshevik Revolution and the closure of Russian territories, it became impossible for western scientists to investigate Caucasian links with pre-dynastic Egypt. But in addition to this, with the rise of Nazism, it further became politically incorrect to consider a superior people or race invading the Nile Valley. These realities and an inherent bias in the archaeological community against Petrie’s theory all militated against scientific consideration of ancestral Caucasian connections."--Graham Hancock

სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული.  ტენდენცია დღემდე გრძელდება, რომლის ნათელი მაგალითი გახდა სულ ახლახან საყდრისის მაღაროს აფეთქება. საყდრისი ხომ ცოცხალი ძეგლი გახლდათ ჩვენი  უპირატესი, მაგრამ უკვე იავარქმნილი უმდიდრესი ისტორიისა. სავარაუდოდ მისი აფეთქება შემთხვევით არ მომხდარა.


       ამოუცნობი ეგვიპტე_რა საერთო აქვს საქართველოსა და საყდრისს ძველ   ეგვიპტესთან- (ნაწილი I)


                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

                                                                                                                                                                                                 






                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                         

1 comment:

  1. პირ ამიდა(ნ), ეგ იფთოს(ეგ იპეთ), საკარა, კარ ნაქი, რუ კარ არა, ასუან(ასვან), ფარაონ, რა, რა მზეს, ხე ფრენი, კაკაურა იბი, ხიანი, თუ თმოს, ჰატ შე ფსუტ, ფსა მეტ იქ, გაუმატა, დარიოს, ეხ ნათონ...

    ReplyDelete