ეს გახლავთ 430 წლის წინ შექმნილი რუკა, რომელიც ურბანო მონტეს ეკუთვნის. მკვლევარებმა რესტავრაცია გაუკეთეს ურბანო მონტეს მსოფლიო ატლასის 60 გვერდს. მასზე გამოსახულია უცნაური არსებები: მარტორქა სიბირინი, გემი-ამბირანტი და საშინელი გიგანტური ფრინველები.
რუკა 1587 წელსაა შექმნილი და მისი ავტორი როგორც უკვე აღვნიშნეთ გახლავთ ურბანო მონტე. მონტე დაიბადა შეძლებულ ოჯახში, მილანში. ბავშვობიდან გატაცებული იყო გეოგრაფიით. მან ატლასის შექმნას 18 წელი მოანდომა. მის რუკაზე დედამიწა ისეთია, როგორიც ის სივრციდან ჩანს უშუალოდ ჩრდილოეთ პოლუსის ზემოდან.
კოლექციონერმა დევიდ რუმსიმ შეისყიდა ძველი ატლასი და უსასყიდლოდ გადასცა სტენფორდის უნივერსიტეტის კარტოგრაფიის ცენტრს, რომელიც მან თავადვე დაარსა 2016 წელს.
კოლექციონერმა დევიდ რუმსიმ შეისყიდა ძველი ატლასი და უსასყიდლოდ გადასცა სტენფორდის უნივერსიტეტის კარტოგრაფიის ცენტრს, რომელიც მან თავადვე დაარსა 2016 წელს.
430 წლის წინ ურბანო მონტემ დახაზა ყველაფერი ზუსტად და დაწვრილებით. რუკა შექმნილია კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ სულ რაღაც 80 წელიწადში, რაც არცთუ დიდი დროა მსგავსი დეტალური რუკის შესაქმნელად ახალი აღმოჩენების გათვალისწინებით. ასეთი რუკისთვის დედამიწის დანახვა თანამედროვე თვითმფრინავის სიმაღლიდანაა საჭირო. ეს შესაძლებლობა კი 430 წლის წინ არ არსებობდა.
როგორ მოახერხა ძველმა კარტოგრაფმა მსგავსი დეტალური რუკის შექმნა გაუგებარია. დედამიწა გამოსახულია რუკაზე არა სფეროს, არამედ ამობურცული დისკის სახით, რომლის ცენტრია ჩრდილოეთ პოლუსზე, როგორც ეს ნაჩვენებია გაერო-ს ემბლემაზე, რომლის გარშემო ბრუნავს მთვარე და მზე.
დღემდე გამოცანად რჩება ეს რუკა მისი სიზუსტის გამო. რუკის შესაქმნელად საჭირო იყო სერიოზული მონაცემები კარტოგრაფიაში. შემქნელმა ნამდვილად იცოდა როგორ გამოიყურებოდა ჩვენი პლანეტა კოსმოსიდან, თუკი თანამგზავრი, რომელიც ფოტოებს იღებდა, ჩრდილოეთ პოლუსის თავზე იქნებოდა. მაგრამ ამავე დროს, რუკის ავტორმა არ იცოდა, რომ მზე კი არ ბრუნავს დედამიწის გარშემო, არამედ პირიქით დედამიწა ბრუნავს მზის გარეშემო.
No comments:
Post a Comment