სახელგანთქნული მხატვრების ზოგიერთმა შედევრმა დაბადა მრავალი შეთქმულების
თეორია და საფუძველი ჩაუყარა საიდუმლოებით მოცულ ისტორიებს, რასაც გარკვეულწილად თავისი მიზეზი ჰქონდა. იმდენად დიდი დრო გვაშორებს მათ შემქნელებთან, რომ ახლა შეუძლებელია ზუსტად გავარკვიოთ რას ფიქრობდნენ მათი შექმნისას, რომელიც აიძულებს ჩვენს წარმოსახვას შეეხოს ამ ფარულ შეტყობინებებსა და სიმბოლოებს. შესაძლოა ჭკვიანური, მაგრამ ხანდახან ხელოვნების ცნობილი ნიმუშების პროვოკაციული დეტალები არ წარმოადგენს "და ვინჩის კოდივით" გამოუცნობს, მაგრამ ისინი მაინც გაიძულებთ შეხედოთ ამ ნახატებს სულ სხვა თვალით.
Friday, 7 April 2023
რა საიდუმლო მინიშნებებია ცნობილი მხატვრების ნამუშევრებში
Thursday, 6 April 2023
აკუსტიკის აღმოჩენას ანატოლიის უძველეს მოსახლეობას უნდა ვუმადლოდეთ
როგორც ცნობილია, პირველი მიწათმოქმედნი და მეცხოველეები თითქმის ერთი ტერიტორიიდან იყვნენ გამოსული 8000-10500 წლის წინ-დღევანდელი სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთი. კულტივირებული მარცვლეულის გენეტიკური წარმომავლობაც, როგორიცაა ხორბალი და ქერი, ამავე ტერიტორიაზეა პირველად გამოყვანილი. სადაც არქეოლოგები პოულობენ უძველეს ქერს, იქვე ნახულობენ ლუდის დამზადების მტკიცებულებებს, მათ შორისაა გობეკლი თეპე. ადამიანი მაინც ადამიანია და სულაც არაა რთული წარმოსადგენი, რომ სიმღერა და მუსიკის შექმნა უკავშირდებოდეს ფერმენტირებული სასმელების მოხმარებას.
Subscribe to:
Posts (Atom)