ჰანის მეწამული გახლავთ ხელოვნური პიგმენტი, რომელიც ჩინელებმა 2500 წლის წინ შექმნეს. პიგმენტს იყენებდნენ კედლის მხატვრობაში, ცნობილი თიხის მეომრების, კერამიკის, ლითონის ჭურჭლისა და სამკაულების გასაფორმებლად. ეს პიგმენტი გახლავთ ტექნოლოგიური საოცრება, რომელიც მიიღება კომპლექსური პროცესის შედეგად, ნედლეულის ზუსტი პროპორციების დაფქვით და ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გახურებით. პროცესი იმდენად რთული გახლდათ, რომ მისი აღდგენა მხოლოდ 1992 წელს შეძლეს, მას მერე, რაც ქიმიკოსებმა პიგმენტის შემადგენლობა დაადგინეს. ჩატარებული კვლევებით გაირკვა ჰანის მეწამული პიგმენტის საოცარი თვისებები, მათ შორის, სინათლის მძლავრი გამოსხივება ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში, ასევე შესაფერ პირობებში სამი განზომილების ორ განზომილებამდე შეკუმშვა.
Monday, 23 January 2023
Sunday, 15 January 2023
რა საერთო აქვს ცნობილ “ლონდონის ქვას” ტროასთან
ლონდონის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე დევს კირქვის ლოდი, რომელსაც ჰქვია London Stone-ლონდონის ქვა. ლონდონელებისთვის ეს ქვა დიდი მნიშვნელობის მატარებელია. მას ბევრი გადმოცემა და მისტიკით მოსილი ლეგენდა უკავშირდება. საიდან გაჩნდა ეს ქვა და რატომ ითვლება ლონდონის სიმბლოდ?
ლონდონის ქვა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ღირშესანშნაობად ითვლება. შესაძლოა გვერდი ისე აუარო, რომ არცკი მიაქციო მას ყურადღება. ქვა სპეციალურად აგებულ ნიშაშია განთავსებული გისოსებს მიღმა. ხანდახან მას მუზეუმში გამოფენენ ხოლმე, მაგრამ შემდეგ ისევ უკან აბრუნებენ, ვინაიდან ძალიან ძველია. ქვა პირველად ნახსენებია ჯერ კიდევ მე-12 საუკუნის დოკუმენტებში. იმ დროს მასზე წერდნენ, როგორც უძველეს ორიენტირზე. ლონდონელებმა უძველესი დროიდან დაუკავშირეს ქვას ქალაქის ბევრი ტრადიცია. მისი დახმარებით შეეძლოთ სახლებისა და ტერიტორიის მითითება. ქვასთან ცხადდებოდა ხელისუფლების ბრძანებები, იდებოდა ხელშეკრულებები და ფიცი. ძველ დროს ქალაქის მერები ამ ქვასთან დებდნენ ფიცს, რის შემდეგ საკუთარ კვერთხს ურტყავდნენ მას. საოცარი დამთხვევის გამო, ლონდონის პირველი მერის ჰენრი დე ლონდსთოუნის გვარი ითარგმნა როგორც ლონდონის ქვა.