"ესე იტყოდა ზარათუშტრა"-ასე ეწოდება ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიურ ნოველას. ზარათუშტრას ნამდვილი წინასწარმეტყველება საუკუნეებმა შთანთქა. მხოლოდ ცალკეულმა მისმა გამონათქვამმა მოაღწია ჩვენამდე "ავესტას" წყალობით. ზარათუშტრა ძველ სპარსეთში ზოროასტრული სარწმუნოების სულისჩამდგმელია. მისი დაბადება და ცხოვრება მითოსურ სამოსელშია გახვეული.
აზრთა სხვადასხვაობაა წინაწარმეტყველის დაბადების ადგილსა და თარიღთან დაკავშირებით. აღმოსავლეთის იტორიკოსების თქმით, ზარათუშტრა დაიბადა სამყაროს შექმნიდან ცხრა ათასი წლის შემდეგ. დასავლეთის ისტორიკოსები კი მიიჩნევენ, რომ წინასწარმეტყველი ქრისტეშობამდე ათასი წლით ადრე, ხოლო ზოგიერთის აზრით ექვსასი წლით ადრე უნდა დაბადებულიყო. დოკუმენტურად დგინდება ზართუშტრას დაბადების ადგილი და დრო. ბერძენი ქტესიუსი გვამცნობს, რომ ეს იყო ქალაქი რაგა. ამ ქალაქზე საუბარია "ავესტაში". საბოლოო გამოთვლით, ზარათუშტრა დაიბადა მიახლოებით 569 წ-ს ჩვ.წ.აღ-მდე და სული შთაბერა საკუთარ რელიგიას-ზოროასტრიზმს 538 წ-ს ჩვ.წ. აღ-მდე.