უძველესი დროიდან ცისფერი სისხლი ასოცირდებოდა კეთილშობილებასა და სამეფო ხელისუფლებასთან. ის ყოველთვის იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას და კამათის ობიექტად იქცეოდა. ამასთან, მას უკავშირდებოდა ბევრი მითი, რომლის თანახმად სამეფო გვარის წარმომადგენლებს სისხლის განსაკუთრებული შემადგენლობა და ფერი ჰქონდა.
ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, გამოთქმა "ცისფერსისხლიანი" გაჩნდა მე-8 საუკუნეში, როცა ესპანეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ მავრები. მავრები მუქკანიანები იყვნენ, ამიტომ ესპანეთის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ თავის ცისფერ ვენებს და ფერმკრთალ კანს. ამით ისინი ახდენდნენ დემონსტრირებას, რომ მათ გვარში არ ერივნენ მუქკანიანი მავრები, რომლებსაც ხელისუფლება ებრძოდა მე-15 საუკუნემდე. როცა ესპანეთის იმპერიის საზღვრები გაფართოვდა, ეს ფრაზა შევიდა მთელი ევროპის არისტოკრატთა ლექსიკაში.