Thursday, 27 January 2022

საიდუმლო სამეფო შანგრი-ლა


შანგრი-ლას არსებობის შესახებ დასავლეთის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ჯეიმს ჰილტონის რომანის "დაკარგული ჰორიზონტის" წყალობით (The lost Horizon, 1933). სიუჟეტის მიხედვით, ავიაკატასტროფას გადარჩენილი ნაწარმოების გმირები  მოხვდებიან დაკარგულ, გამოუცნობ ქვეყანაში, სადაც  სრული ჰარმონია სუფევს. მთის მწვერვალზე დგას ბუდისტური მონასტერი, სადაც  ცხოვრობს ორმოცდაათი სწავლული ლამა. ისინი დროს ცოდნის ძიებაში ატარებენ. ლამები თემს მთის ძირში მდებარე ნაყოფიერი მიწაზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მართავენ. ამ მიწაზე მოჰყავთ მრავალფეროვანი კულტურები. უცხოს ამ ბედნიერ ველზე შესვლის უფლება არ ეძლევა. ჰილტონი შანგრი-ლას წერდა მოგზაური და ბიოლოგი მეგობრის ჯოზეფ როკის მონაყოლის გათვალისწინებით. ამ რომანის მიხედვით, ჰოლივუდში გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი. შანგრი-ლას სამეფო უნდა მდებარეობდეს ჰიმალაების ცენტრში, რომელსაც ლოტოსის ფორმა აქვს, სადაც ცხოვრობენ სხვა სამყაროს არსებები.

Thursday, 13 January 2022

ყველაზე საშიში ბაღი მსოფლიოში

   ოაზისკენ მიმავალ ჭიშკარზე გაკრულია განცხადება-"ამ მცენარეებმა შეიძლება მოგკლას".

1995 წელს როცა გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მიწათმფლობელი ჰენრი პერსი, მისი ძმა გახდა ნორთუმბერლენდის ჰერცოგი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მემკვიდრეობით მიღებულ ტიტულთან ერთად მას გადაეცა საგვარეულო ციხესიმაგრე ალნუიკი. ეს ციხესიმაგრე იმითაცაა ცნობილი, რომ იქ გადაღებულია ფილმ "ჰარი პოტერის" რამდენიმე ეპიზოდი.