Sunday, 29 September 2019

რა კავშირი აქვს სკანდინავიურ ვალჰალას, აზგარდს კავკასიასთან და კერძოდ, სვანეთთან (ნაწილი II )


Yanglig saga-ს მიხედვით, ფრეას ვაჟი დაბრუნდა ოდინის ძველ მიწაზე. აქედან გაემართა ვანაჰეიმში, სადაც იქორწინა ვანთა ქალზე, რომელმაც გაუჩინა ვაჟი ვანლანდა. ნიერდის უკანასკნელი პირდაპირი შთამომავალი, მმართველი იყო ჰერალდი. ის იყო ბარდი და მან დაწერა Yanglig-ის ძველი საგვარეულო გენეალოგია. მისი ბებია ააზა სავარაუდოდ, გახლდათ ვანთა რწმენის ერთ-ერთი უკანასკნელი უზენაესი პრაქტიკოსი ქურუმი ქალი. მას სახელი ჰქონდა განთქმული. მისი ეშინოდათ, როგორც ჯადოქრისა და მაგი პრაქტიკოსისა. გადმოცემით ის დაკრძალეს აზას ყორღანში, რომელიც ცნობილია "ოზე-ბერგის" სახელწოდებით.

ფრეა სკანდინავიურ მითებში ძალაუფლებით ოდინის თანასწორია. როცა საკითხი მაგიას ეხება, მას აფასებენ როგორც ლიდერ ვალკირიას. საგებში ვალკირები (ვალ ნიშნავს ბრძოლას) არიან ახალგაზრდა მეომარი ქალები. ცნობილია, რომ ისინი კავკასიის მთებში ცხოვრობდნენ ვანთა აღმოსავლეთით. ჯერვინგს მიაჩნია, რომ ვალკირები იყვნენ ამორძალთა მცველები. ნახსენებია 9 ვალკირია, რომლებიც ბალტიის რეგიონის გავლით მივიდნენ სკანდინავიაში შავი ზღვის მხრიდან. ვალკირია ამორძალების თავისებური ელიტური დაცვა იყო. მათ აღიარებდნენ ვანთა ტაძარში. ვალკირები ასევე უნდა ყოფილიყვნენ სიბილები, რომლებიც ძლიერი მაგები იყვნენ.

Saturday, 28 September 2019

რა კავშირი აქვს სკანდინავიურ ვალჰალას, აზგარდს კავკასიასთან და კერძოდ, სვანეთთან (ნაწილი I )



სკანდინავიური მითები მკვლევართა მუდმივი ინტერესის თემაა. ასეთთა რიგს განეკუთვნება  ნორვეგიელი მკვლევარი სტეინ ჯერვინგი. ნაშრომად გამოქვეყნებულ წიგნში ის გვთავაზობს საკუთარ მოსაზრებებს ამ საინტერესო თემაზე. ჯერვინგს მიაჩნია, რომ სკანდინავიური მითებში არსებული ლეგენდარული აზგარდი მდებარეობდა აზოვის ზღვასთან, ხოლო მითიური ღმერთი ოდინი იყო ისტორიული პიროვნება. აღნიშნულ ადგილზე ის მივიდა ტროადან. ჯერვინგის აზრით, მეოტის ზღვას სწორედ მათი სახელწოდებიდან გამომდინარე გადაერქვა სახელი-აზები და გახდა აზოვის ზღვა. ცნობილია, რომ ტროას დაცემის შემდეგ, გადარჩენილები დაიფანტნენ-ნაწილი ენეასის მეთაურობით იტალიაში წავიდა, იქ ეტრუსკულ კულტურასა და რომს  ჩაუყარა საფუძველი. (საოცარია, მაგრამ ამ თეორიას ბოლო დროის გენეტიკური კვლევებიც უმყარებს ნიადაგს, რომლის მიხედვით ეტრუსკთა გენეტიკური წარმომავლობა დაკავშირებულია სწორედ ყირიმის ნახევარკუნძულთან მდებარე შიდა სტეპებთან. ეს კი დასტურია ეტრუსკთა კოლხურ ცივილიზაციასთან ნათესაობისა). მიგრანტთა ნაწილი ფრანკთა ტერიტორიაზე დასახლდა და დაარსა სიკამბრია. აქ ააგეს ცნობილი ციხე-ქალაქი აზი, მოგვიანებით ცნობილი როგორც აზგარდი, რომელსაც მეორენაირად ჩრდილოეთის ტროასაც უწოდებდნენ. 

Wednesday, 25 September 2019

გილმერტონის გამოქვაბულის საიდუმლო



ედინბურგის განაპირას მდებარეობს გილმერტონის გამოქვაბული.  2003 წელს ის გაიხსნა დამთვალიერებლებისთვის. დიდი ხნის განმვლობაში ფიქრობდნენ, რომ გილმერტონის გამოქვაბული მე-18 საუკუნის ადგილობრივი მჭედლის ჯორჯ პატერსონის ნახელავი იყო. ახლა გაირკვა, რომ  ამხელა სისტემის შექმნა მარტო მას არ შეეძლო. მაშ, ვისი ნახელავია გილმერტონი?

უკანასკნელი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საიდუმლო მიწისქვეშა  გვირაბების
ქსელი გახლდათ დრუიდთა ტაძარი, რომელიც 2000 წელს ითვლის. ხელით გამოჭრილი დერეფნები და საიდუმლო კამერები უკავშირდება კონტრაბანდისტებს, ტაძროსან რაინდებს და ჯადოსნობას. გამოკვლევის შემდეგ, ექსპერტთა უმრავლესობისთვის დღემდე დაუდგენელი დარჩა გილმერტონის გამოქვაბულში აღმოჩენილი რამდენიმე ქვის მაგიდისა და სკამის შექმნის საიდუმლო დანიშნულება.

Saturday, 14 September 2019

მითიური თართესი_მედიტერანული სამყაროს ამოუცნობი ცივილიზაცია



"როდესაც ვლაპარაკობთ ქართველურ-კავკასიური მოდგმის ხალხების  მიერ დასავლეთის კულტურაში შეტანილ წვლილზე მეტალურგიის დარგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი დახელოვნებული იყვნენ ლითონის დამზადების ტექნოლოგიურ პროცესებში და ეს ცოდნა გამომდინარეობდა მათი ეთნო-კულტურული ცხოვრების ხასიათიდან. დროთა ვითარებაში შეიქმნა ახალი წიაღისეული მადნების მოპოვების მოთხოვნილება, რაც აიძულებდა კავკასიელებს აყრილიყვნენ და დასდგომოდნენ შორეულ გზას გარკვეული მიმართულებით. ეს ''ხალხი-მეტალურგი'' საჭიროებდა ლითონს, უწინარეს ყოვლისა, თავიანთი ტომობრივი მეურნეობის(მეტალურგიის) სხვადასხვა დარგის განვითარებისთვის, განსაკუთრებით მიწათმოქმედებისთვის. მშობლიურ ქვეყანაში მადნეულის გამოლევის, ანდა ამ მადნეულის ტექნიკური თვისებების უვარგისობის გამო მიეშურებოდნენ ახალი ''საძოვრებისაკენ''. ეს იყო არა ხალხთა დიდი გადასახლების, არამედ ქართველურ-კავკასიური ტომების განბნევის, ცალ-ცალკე დასახლების ეპოქა. კავკასიელები ეფუძნებოდნენ იქ, სადაც პოულობდნენ ლითონების მადნებს...პირინეის ნახევარკუნძული კი უხსოვარი დროიდან ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში, როგორც უმდიდრესი საბადოების ქვეყანა''.-ნიკო მარი

Thursday, 12 September 2019

მონტე დ'აკოდი_სარდინიული ზიქურათი



კუნძულ სარდინიაზე კიდევ ერთი მეგალითური ძეგლი, მონტე დ'აკოდის სახელით ცნობილი საკულტო ნაგებობა არსებობს. მას ზიქურათის ფორმა აქვს. ეს ძეგლი 1954 წელს აღმოაჩინეს და მიაკუთვნებენ ოციერის კულტურას, რომელიც ნურაგების კულტურამდე არსებობდა სარდინიაზე. ზიქურათი ნახევრად დანგრეულია.

მონტე დ'აკოდს არ გააჩნია ანალოგი არა მარტო სარდინიაზე, არამედ მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთში. ზიქურათი უნიკალური და ამავე დროს, ერთადერთი პირამიდაა სარდინიაზე. პირამიდა აგებულია პლატფორმებად. აქვეა მინგირი (სვეტად მდგარი ქვა), დოლმენი და ქვის სფერო. მონტე დ'აკოდი ნიშნავს ''ქვის მთას''. მთავარი სტრუქტურა გარეგნულად მოგვაგონებს შუამდინარულ ზიქურათს. ზიქურათი, როგორც ფიქრობენ, წარმოადგენს სატაძრო კოშკს კიბეებით-მიმდევრობით ან სპირალურად, რაც მთის წვერის სიმბოლოს წარმოადგენს, სადაც ცხოვრობდნენ ღმერთები, ხოლო დედამიწა ცას აქ უერთდება.

ნეფ-ოფ ჰაუერი, უცნაური მეგალითური დასახლება შოტლანდიაში (ორკნეის კუნძულები_ნაწილი II )


უკანასკნელი არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე, სპეციალისტებს საშულება მიეცა ორკნეის კუნძულების ბინადართა მიახლოებითი გარეგნობა აღედგინათ. ორკნეელებს ჰქონდათ კოხტა სხეული და მუქი ფერის თმა. ვარაუდობენ, რომ ისინი განსხვავდებოდნენ ჩრდ. ბრიტანეთში მცხოვრებ იბერთაგან, ვინაიდან მათ თავის ქალა უფრო განიერი და მრგვალი ჰქონდათ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ორი განსხვავებული ტომის კავშირის შედეგი უნდა ყოფილიყვნენ პიქტები. თუკი ანტიკური ავტორების გადმოცემებს დავუკავშირებთ მონაცემებს მომცრო ტანის, მუქთმიან პიქტებს, რომლებიც ცხოვრობდნენ შოტლანდიაში-ჰაილენდში, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეს მოსახლეობა იყო არაინდოევროპული, რაც ისტორიულ ხანაშიც პოულობს დადასტურებას. ცნობილია, რომ ირლანდიელებს თავის გადმოცემებში შემონახული აქვთ ლეგენდები ჩრდილოეთის კუნძულებზე, რომლის ბინადარნი იყვნენ ტუატა დე დანაანის-ქალღმერთ დანუს ტომები. ისინი გამოირჩეოდნენ სიბრძნით, ტანით მომცრონი, მაგრამ იყვნენ მარადიულად ახალგაზრდა და მშვენიერი. ხალხს მართავდნენ მეცნირებისა და ჯადოქრობის დახმარებით. მათი მმართველობის ხანას ირლანდიაში თვლიან ოქროს საუკუნედ. ტუატა დე დანანის ხალხი გაყარა ზღვიდან მოსულმა ხალხმა. ამიტომ ისინი გადავიდნენ მიწისქვეშა სამყაროში, სადაც მათ მარადიული ცხოვრება ელოდათ. გადმოცემით, ეს ხალხი ცხოვრობდა გამოქვაბულებსა და ჯადოსნურ ყორღანებში.

Wednesday, 11 September 2019

სკარა-ბრეი, უცნაური მეგალითური დასახლება შოტლანდიაში (ორკნეის კუნძულები_ნაწილი I )




მეგალითური ნაგებობები ძირითადად დამახასიათებელია ნეოლითის დასასრულისა და ენეოლითის ხანის დასაწყისისთვის. მათ აგებდნენ დიდი ქვის ლოდებისგან. მეგალითები გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ასეთი ნაგებობები მეცნიერებმა კატეგორიებად დაყვეს. პირველი კატეგორიის მეგალითთა დანიშნულების დაზუსტება ყოველთვის შეუძლებელია.  მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მეგალითი სამარხის ფუნქციას ასრულებდა, ან საკულტო დანიშნულება ჰქონდა. თანამედროვე ევროპის ბევრ ადგილზეა აღმოჩენილი ასეთი ნაგებობები ან მათი ნაშთები. მეგალითების მშენებელთა შესახებ ცნობები თითქმის არ არსებობს. უკანასკნელ ხანს უფრო და უფრო მეტი არგუმენტი ჩნდება მეგალითების მშენებელთა კულტურული და ეთნიკური ერთიანობის შესახებ. გენეტიკურად ისინი არიან R1b ჰაპლოჯგუფის მატარებელი და არ იყვნენ ინდოევროპელნი. ჯერჯერობით ზუსტად დადგენილი არაა რომელ ენათა ოჯახს განეკუთვნებოდნენ. მეცნიერებისთვის ზუსტადაა ცნობილი, რომ ბასკები ნამდვილად ინდევროპელებამდელი მოსახლეობის ნარჩენია. მეგალითების მშენებელნი ცხოვრობდნენ დაახლოებით 6 ათასი წლის წინ. საცხოვრებლის სახურავს ამზადებდნენ ვეშაპის ძვლებისგან და აფარებდნენ ტყავს. სახლში ყველაფერი ქვისგან იყო დამზადებული, საწოლებიც კი, საპირფარეშო. ჰქონდათ რთული საკანალიზაციო სისტემა. აღმოჩენილია სპირალისებური გამოსახულებები, რაც დამახასიათებელია მთელი ხმელთაშუა ზღვისპირეთისთვის. ასეთ გამოსახულებას ვხვდებით ირლანდიაში, მალტაზე, კრეტაზე, ტროაში.

Tuesday, 10 September 2019

პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო ( ნაწილი IV )



"დღესდღეობით ევროპის მთელ გაყოლებაზე წინაინდოევროპული სამყაროს მემკვიდრეობა შეინიშნება Rh ნეგატიური სისხლის ჯგუფის გავრცელების მეშვეობით. ჯგუფისა, რომელიც მხოლოდ ევროპული წარმომავლობის მოსახლეობისათვის არის დამახასიათებელი. Rh ნეგატიური გენის ყველაზე მაღალი პროცენტული შემადგენლობა, 55%, და Rh ნეგატიური ინდივიდუალებისა, 25-30%, გვხვდება ბასკებს შორის. რამდენადმე ნაკლებია ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში და კიდრვ უფრო ნაკლებია, 12-15% - ცენტრალურ ევროპაში, 9-12% - ჩრდილოეთ-ცენტრალურ- და ჩრდილო-აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში. მისი სიხშირე უმნიშვნელოა მსოფლიოს ყველა სხვა ნაწილში. კავკასიაში, ძირითადად დასავლეთ ამიერკავკასიის დასავლეთ ნაწილში, ანუ დასავლეთ საქართველოში, Rh ნეგატიური ფენოტიპის სიხშირე ზოგჯერ 20% აღემატება." " გენების სიხშირის საშუალო მაჩვენებლები ნათელყოფენ ორივე ამ რეგიონის უნიკალურ გენეტიკურ ადგილს ევროპის, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა მოსახლეობასთან მიმართებაში- 11 Ammerman/Cavalli-Sforza 1984, 87, 92, 156.4; Cavalli-Sforza 1991, 73.

ზ. ინასარიძის მონცემებით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში Rh ნეგატიური ინდივიდუალების სიხშირე აღწევს 25-30% . Rh სისტემასთან დაკავშირებით, d გენის სიხშირე ქართულ მოსახლეობაში უფრო მაღალია ვიდრე კავკასიის სხვა ეთნიკურ ჯგუფებში და აგრეთვე აღმატებულია ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის მოსახლეობის უმეტეს ნაწილთან შედარებით, მაგ. ზუგდიდის რაიონში იგი 48%-ზე მეტია (Nasidze et al.1990, 612, Table2) .მთლიანობაში, ABO სისტემასთან დაკავშირებით, O გენის ყველაზე მაღალი სიხშირე კავკასიაში - 69% (დასავლეთ საქართველოში - 72-78%, ფენოტიპების სიხშირით - 54-62%) და B გენის ყველაზე დაბალი სიხშირე - 8% (დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში - 2-4%) საქართველოში (A გენის სიხშირე აქ არის - 22.6%) შეინიშნება. (Inasidze et al. 1990, 611