ამ სურათზე გამოსახული მამაკაცი სავარაუდოდ ქურუმი უნდა ყოფილიყო. მის რელიგიურ სტატუსს მოწმობს სამოსზე გამოსახული მცენარე სამყურა, რომელიც შუმერში საკრალური მნიშვნელობის მატარებელი იყო.
მოჰენჯო-დაროში დიდი ქალღმერთისა და სხვა ღმერთების კულტებთან ერთად გვხვდება ცხოველთა და ხეების კერპებიც, ასევე ფალოსური კულტი. მოკლედ ყველა ის ელემენტი, რომელიც მოგვიანებით შედის დიდ ინდუისტურ სინკრეტიზმში.
მეტისმეტად ფართოდ იყო გავრცელებული დედა ქალღმერთის კულტი.
აღმოჩენილია უამრავი გამოსახულება. არიელებს არ აუყვანია ქალღმერთი ისეთ სიმაღლეზე, როგორზეც ის იმყოფებოდა მოჰენჯო-დაროს ცივილიზაციაში.