Monday, 19 February 2018

ამოუცნობი ეგვიპტე_რა საერთო აქვს საქართველოსა და საყდრისს ძველ ეგვიპტესთან-(ნაწილი II)


  "ბლავატსკაიას მიაჩნდა, რომ "ებრაელთა ედემად ქალდეურის ასლის                       ანალოგი იყო  გამოყენებული ტყვეობაში ყოფნის დროს"...აქედან                              გამომდინარე, ის გახლდათ კავკასიელ კოლხთა ჰადესის ასლი, რომლებიც            ქალდეველთა წინაპრები იყვნენ."-ვ.ბოლოვი
ეგვიპტის თემით დაინტერესებულთათვის კარგადაა ცნობილი უილიამ ფლინდერს პიტრის სახელი-ცნობილი ბრიტანელი არქეოლოგი, ეგვიპტოლოგი. სწორედ მის სახელს უკავშირდება  ბევრი არქეოლოგიური აღმოჩენა ეგვიპტეში. ლონდონში არსებობს მისი სახელობის ეგვიპტური ექსოპონატების მუზეუმი. 


      

   

 "რადაც უნდა დაგიჯდეთ მოუწყეთ ძველ თეორიებს ღირსეული დაკრძალვა; თუმც უნდა ვიზრუნოთ იმაზეც, რომ სიჩქარეში ცოცხალად არ დაიმარხოს რომელიმე ადრინდელი"-ულიამ მეთიუ ფლინდერს პიტრი 

Sunday, 18 February 2018

ამოუცნობი ეგვიპტე_რა საერთო აქვს საქართველოსა და საყდრისს ძველ ეგვიპტესთან- (ნაწილი I)


                           "ეგვიპტეში აღმოჩენილი ნაწრთობი იარაღი შავი ზღვის
                         აღმოსავლეთით მდებარე ადგილებიდან მიჰქონდათ."
                                                                                                           პ.ფონ ვინკლერი

საქართველოში ლითონის მოპოვება და დამუშავება ძვ.წ. მერვე ათასწლეულიდან იღებს სათავეს. ამის დასტურია  გალის რაიონში, სოფელ ფიჩორაში, რაჭის და შიდა ქართლის მთიანეთში მოძიებული რკინის მდნობელი საამქროების სიმრავლე.  "არქეოლოგიური მონაპოვრების საფუძველზე ცხადი გახდა, რომ საბადოებიდან მადნის მიღებას სწორედ ამ პერიოდში უნდა ჩაჰყროდა საფუძველი და სავარაუდოდ თვით მადანი, მადნეული საბადოებით მდიდარი კავკასიონის მთაგრეხილებიდან უნდა მოეპოვებინათ. ადრეულ გამოკვლევებში აღნიშნულია, რომ ლითონის არტეფაქტებში დარიშხანისა და ანთიმონის შემცველობა მიუთითებს ადგილობრივი ნედლეული ბაზის გამოყენებაზე ძვ.წ. III ათასწლეულში უმთავრესად კავკასიურ მადნებზე იყო დაფუძნებული. როგორც ცნობილია, პრეისტორიული ანთიმონის მოპოვების ერთდაერთ მხარეს საქართველოში რაჭა წარმოადგენს." (ირ.ღამბაშიძე, თ შტოლნერი, ა.ჰაუპტმანი)                             

სოფელ ღების მიდამოებში გამოვლინდა 30 ანთიმონისა (სურმა) და 100-მდე სპილენძის მაღარო. ამ სოფლის სახელწოდება ეგვიპტური მიწის ღმერთი ღ ე ბ ი ს სახელის იდენტურია. "ღებ" სვანურად გეჯას ნიშნავს. ასევე ვნახულობთ საერთოს ონის სახელწოდებასთანაც, რომელიც ემთხვევა ეგვიპტური მზის ღვთაების სახელს. ეგვიპტური ქალაქ ჰელიოპოლისის სახელწოდება ბერძნულია და მას ეგვიპტურად ერქვა ონი.

ირკვევა, რომ მესტიის ძველი სახელწოდება ყოფილა "სეთი'', ხოლო თავკუდიანი მგლის ტყავის მოსხმის ჩვეულებამ აქ  მეოცე საუკუნემდე მოაღწია. თვით ეგვიპტური წყაროების ზოგიერთი ვერსიით, სეთი ჩრდილოელი იყო (ისევე როგორც რა და ოზირისი). მან ეგვიპტეს ომში დახმარება გაუწია და თეთრი პირისახე ჰქონდა. ეგვიპტეში ხე-ტყე და ლითონის ნაწარმი მოჰქონდა, მზეს შველოდა და გველეშაპ აფოფის მოკვლა მხოლოდ მას შეეძლო, ტრაბახი უყვარდა, ოდესღაც მიჯაჭვული ჰყავდათ ჩრდილოეთში. თავდაპირველად ის ღვთაება რას ეხმარებოდა. მითის მიხედვით, სეთმა მოკლა ოზირისი და მიითვისა მისი გვირგვინი. ამის შემდეგ, სეთი და ჰორი ერთმანეთს ებრძვიან სამყაროზე სრული ძალაუფლების მოსაპოვებლად.

Thursday, 15 February 2018

ჯონ დის მაგიური კრისტალი



ლეგენდარულ დოქტორ ჯონ დის  მთელ ევროპაში ჰქონდა სახელი განთქმული. ყველა ქვეყნის მონარქს სურდა მისი კარზე ყოფნა. ჯონ დი გახლდათ ჰენრიხ VIII-ის კარის ოფიცრის ვაჟი. განათლება კემბრიჯში, ჰოლანდიასა და ბელგიაში მიიღო. ის ასწავლიდა კარლ V-ს გეომეტრიას. ჯონ დი გახლდათ ბრწყინვალე მათემატიკოსი და ასტრონომი, ბუნებისმეტყველი, კლასიკური ენების მცოდნე, საკუთარი, ერთ-ერთი უმსხვილესი  ბიბლიოთეკის მფლობელი ევროპაში, გამოჩენილი ფილოსოფოსი. მარია I ტიუდორმა ის მეფის ასტროლოგად დანიშნა. დიმ ელისაბედს უწინასწარმეტყველა სამეფო ტახტზე ასვლა,  რაც აცხადდა კიდეც. ელისაბედ I მფარველობას არ აკლებდა ჯონ დის, რაც მეცნიერს დიდ გასაქანს აძლევდა მეცნიერულ მოღვაწეობაში. მას დედოფალ ელისაბედის "მერლინიც" კი შეარქვეს. პირველ რიგში ის მაინც მეცნიერად რჩებოდა.  სწორედ მან შექმნა მექანიკური რობოტები და ტელესკოპი.  მანვე პირველმა წამოაყენა წინადადება მზის ენერგიის გამოყენების შესახებ უზარმაზარი სარკის ფოკუსირებით. დი ადგენდა გეოგრაფიულ რუკებს და  ჩრდილოეთ ამერიკის დასახლების გეგმას.

არსებობს სარწმუნო თეორია, რომ დი თავდაპირველად ჯაშუშობდა მარია ტიუდორის სასახლეში ელიზაბეტის სასარგებლოდ. შემდეგ იგივეს აკეთებდა მოგვიანებით ევროპაში მოგზაურობისას. ამასთან, თავის დასმენებს ხელს აწერდა როგორც "007", რაც ოთხასია წლის შემდეგ გამოიყენა იან ფლემინგმა წიგნების წერისას ჯეიმს ბონდზე.