ეს გახლავთ 430 წლის წინ შექმნილი რუკა, რომელიც ურბანო მონტეს ეკუთვნის. მკვლევარებმა რესტავრაცია გაუკეთეს ურბანო მონტეს მსოფლიო ატლასის 60 გვერდს. მასზე გამოსახულია უცნაური არსებები: მარტორქა სიბირინი, გემი-ამბირანტი და საშინელი გიგანტური ფრინველები.
რუკა 1587 წელსაა შექმნილი და მისი ავტორი როგორც უკვე აღვნიშნეთ გახლავთ ურბანო მონტე. მონტე დაიბადა შეძლებულ ოჯახში, მილანში. ბავშვობიდან გატაცებული იყო გეოგრაფიით. მან ატლასის შექმნას 18 წელი მოანდომა. მის რუკაზე დედამიწა ისეთია, როგორიც ის სივრციდან ჩანს უშუალოდ ჩრდილოეთ პოლუსის ზემოდან.