Sunday, 31 October 2021

საიდუმლო საზოგადოება "ტულე"


1918 წელს მიუნჰენში შეიქმნა ოკულტურ-პოლიტიკური საზოგადოება ტულე, რომლის მიზანი გერმანული სიძველეების შესწავლა გახლდათ. სწორედ მას უკავშირდება მესამე რაიხის იდეოლოგიის საწყისი. ამ საზოგადოებასთან დაკავშირებულმა პირებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი გერმანიის მუშათა პარტიის შექმნაში, რომელიც შემდეგ იქცა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტურ მუშათა პარტიად. ნაცისტთა მისალმება ზიგ ჰაილ პირველად გამოიყენეს საზოგადოება ტულეში. ტულე თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც გერმანული ორდენი.

სახელწოდება ტულე დაკავშირებულია ბერძნული ლეგენდებიდან ცნობილ მითიურ ჩრდილოეთის ქვეყანასთან ჰიპორბორეა. ნაცისტი მისტიკოსების აზრით, ტულე იყო ჰიპორბორეის დედაქალაქი, რომელიც მდებარეობდა უკიდურეს ჩრდილოეთში.

Saturday, 9 October 2021

გველი_როგორც სიმბოლო


გველი-სიმბოლოებიდან უნივერსალური, რთული და ამავე დროს, ყველაზე გავრცელებული და ძველი სიმბოლო. გველის, გველეშაპის სახე ბევრ ძველ გადმოცემასა და ლეგენდაში ფიგურირებს, სადაც ის მისტიკური შარავანდედითაა მოსილი, ერთდროულად იწვევს პატივისცემასა და შიშს. ხშირად გველი და გველეშეპი ურთიერთმონაცვლეა, ხოლო შორეულ აღმოსავლეთში მათ არ განასხვავებენ. 

გველის სიმბოლო მრავალშრიანია და სემანატიკურად ღრმა.  განასახიერებს როგორც მამაკაცურ, ასევე ქალურ და ამასთან ანდროგინულ საწყისსაც. ის გახლავთ მკვეთრად გამოხატული ფალოსური სიმბოლო, მამაკაცური ძალა. გველი უჭირავს ხელში ყველა ქალღმერთს ან გარს ახვევია მას, მათ შორის, დიდ დედა ღვთაებას. გველი იძენს ქალურ თვისებებს, როგორიცაა: იდუმალება, ინტუიცია და ამავე დროს, არაპროგნოზირებადობაც, ვინაიდან მოულოდნელად ჩნდება და ქრება.