Wednesday, 20 February 2019

ამოუცნობი ეგვიპტე_ჰერაკლიონი-პტოლემეუსთა დაკარგული ქალაქი



გადმოცემით, ჰერაკლიონის დაფუძნება ალექსანდრე მაკედონელის სახელს უკავშირდება. ამ მდიდარმა ქალაქმა  გავლენა  ალექსანდრიის აგების შემდეგ დაკარგა.
ბერძნები  ეგვიპტის ამ მნიშვნელოვან პორტს იცნობდნენ ჰერაკლიონის სახელწოდებით.
ეგვიპტელებისთვის კი მისი სახელი ტონისი გახლდათ. კლეოპატრა სწორედ ჰერაკლიონში აკურთხეს დედოფლად. ქალაქის მომგებიანი მდებარეობა მრავალი ქვეყნის ვაჭარს იზიდავდა. ამის ხარჯზე ქალაქი მდიდრდებოდა და ყვაოდა.  

სტრაბონმა აღწერა ჰერაკლიონის მკვიდრთა მხიარული ცხოვრება. ჰეროდოტეს მოხსენიებული აქვს ქალაქის ცენტრში აღმართული  ტაძარი, რომელმაც ის ჩვ.წ,აღ-მდე 450 წელს მოინახულა. ტაძარი აგებული იყო იმ ადგილზე, სადაც გადმოცემით ჰერაკლემ პირველად დადგა ფეხი ეგვიპტის მიწაზე. ჰერაკლიონში იდგა ასევე სერაპისის, იზიდას, და ანუბისის ტაძარი.

Tuesday, 19 February 2019

ჰაი-ბრაზილი_კუნძული მოჩვენება



ირლანდიური მითებისა და ლეგენდების მიხედვით, ჰაი-ბრაზილი ნეტართა კუნძულია. იქ ძლიერი ჯადოქრები, ბრძენი განდეგილები და წარსულის გმირები ცხოვრობენ. ჰაი-ბრაზილი არის უკვდავებისა და მარადიული ახალგაზრდობის მხარე, სადაც არ არის დაავადებები და ტანჯვა. ამ კუნძულის არსებობის რწმენა ხალხში ისე იყო ფესვგადგმული, რომ ჯერ კიდევ XIX საუკუნის პირველ ნახევარში მას ათავსებდნენ
გეოგრაფიულ რუკაზე ირლანდიის დასავლეთით.

 გადმოცემით კუნძული დაფარული იყო ნისლით. გავრცელებული ლეგენდის
მიხედვით, ჰაი-ბრაზილის დანახვა შესაძლებელი იყო მხოლოდ შვიდ წელიწადში ერთხელ.
ზოგიერთისთვის  ჰაი-ბრაზილის არსებობა მითებისა და ლეგენდების სფეროს
განეკუთვნებოდა. თუმც ევროპელთა ერთი ნაწილი თვლიდა და თვლის, რომ ასეთი კუნძული ნამდვილად არსებობს.
პირველად ეს კუნძული რუკაზე გაჩნდა 1325 წელს. მას მერე, ევროპელი კარტოგრაფები
რეგულარულად ათავსებდნენ ამ კუნძულს ატლანტის ოკეანეში, როგორც წესი
ირლანდიის დასავლეთით.