შუა საუკუნეების ცნობილი ექიმი პარაცელსი "ოკულტურ ბოტანიკა"-ში წერდა, რომ თითოეულ მცენარეს გააჩნია გონება და სულიც კი.
ერთი შეხედვით, მცენარე Lavatera cretica-ბალბა უბრალო სარეველაა. ბალბას მოვარდისფრო ფოთლები დღის განმავლობაში მზეს მიყვება. იმან, რასაც ეს მცენარე ღამით აკეთებს, მეცნიერთა დიდი გაოცება და დაინტერესება გამოიწვია. თენებამდე რამდენიმე საათით ადრე ბალბა აბრუნებს ფოთლებს მზის სავარაუდო ამოსვლის მხარეს. თითქოს იმახსოვრებს სად და როდის ამოდიოდა მზე წინა დღეს და იქ ელოდება მას. როდესაც ლაბარატორიაში მეცნიერები ცდილობენ ბალბას გზა-კვალი აურიონ, ცვლიან სინათლის წყაროს მდებარეობას, ბალბა სწავლობს ახალ მიმართულებას. რას უნდა ნიშნავდეს ეს?-შეუძლია მცენარეს დამახსოვრება, სწავლა?