Wednesday, 31 July 2019

"ანენერბე", რუნები და მაგია ნაცისტურ გერმანიაში




გერმანიის ტერიტორიაზე რუნების ტრადიცია უძველესი დროიდან ჩნდება.  ცენტრალურ ევროპაში პირველი რუნული ნიშნები ჩაისახა 10-12 ათასი წლის წინ. მათ კულტისა და მაგიის მიზნით იყენებდნენ. მაგიურ რუნებს კვეთდნენ იარაღზე, რაც მტრისგან თავდაცვის ფუნქციას ასრულებდა მეომრისთვის. ასეთ იარაღს ფლობდნენ გმირი მეომრები და ბელადები. მოგვიანებით, შუა საუკუნეების გერმანიაში გაჩნდა რუნული მაგიის საკუთარი სკოლა.

კათოლიკურმა ეკლესიამ და ინკვიზიციამ რუნული დამწერლობა ლათინურით შეცვალა.
აიკრძალა მაგიური რიტუალები. მაგრამ აკრძალვის მიუხედავად, წარმართული რელიგიის ზოგიერთმა მიმდევარმა მოახერხა  შემოენახა ძველ რუნთა ცოდნა. ამის მაგალითი ვილიგუტების საგვარეულო იყო.

Saturday, 27 July 2019

საიდუმლო ორგანიზაცია "ანენერბე" და ჰიტლერი



"ანენერბე" ანუ "წინაპართა მემკვიდრეობა" მესამე რაიხის ყველაზე გასაიდუმლოებული
ორგანიზაცია გახლდათ. ოფოციალურად ამ ორგანიზაციას უნდა შეესწავლა ძველი ისტორია, გერმანელი ხალხის ტრადიციები და მემკვიდრეობა. თუმც მისი მიზანი უფრო ამბიციური იყო. ამ ორგანიზაციის შექმნის ფესვები მეტად ღრმად მიდის ისტორიაში, ვიდრე  თვლიდნენ ადრე. ორგანიზაციამ რთული და გრძელი გზა გაიარა. როგორც ცნობილია, ნაციზმის იდეოლოგიას საფუძველი ჩაუყარეს საიდუმლო ორგანიზაციებმა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გაჩნდებოდა ნაცისტური სახელმწიფო.

ავსტრიის ქალაქ ლამბახის ბენედიქტელთა მონასტრის წინამძღვარმა თეოდორ ჰაგენმა ხანგრძლივად იმოგზაურა კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში, რომლის მიზანი გახლდათ ეზოთერული ცოდნის ძიება. ჰაგენი მოგზაურობიდან ცარიელი ხელებით არ დაბრუნებულა. მან უამრავი ძველი ხელნაწერი ჩამოიტანა, რომლის შინაარსი მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაბრუნების შემდეგ, წინამძღვარმა ადგილობრივ ხელოსნებს შეუკვეთა ახალი ბარელიეფების დამზადება. მათ  საფუძვლად კი იქცა სვასტიკა-სამყაროს ბრუნვის უძველესი წარმართული ნიშანი.

Thursday, 25 July 2019

ლეგენდარული ქალაქი ელდორადო




ამერიკის აღმოჩენამ და აბორიგენი მოსახლეობის ჩვევებმა დაბადა მითი
ზღაპრულ ქალაქ "ელდორადოს" არსებობის შესახებ. და აი, უკვე 500 წელია რაც ეს ლეგენდა მოსვენებას არ აძლევს განძის მაძიებელთ. ელდორადო გახლავთ ქალაქი, სადაც ქუჩები ოქროთია მოკირწყლული, ხალხი უზრუნველად და უდარდელად ცხოვრობს. გადმოცემით, ქალაქი მდებარეობს ამაზონის ტროპიკული ტყეების გულში. მე-16 საუკუნეში ესპანელი კონკისტადორები სახიფათო მოგზაურობას არ ერიდებოდნენ, რათა თუნდაც ცალი თვალით შეეხედათ ამ ოქროცურვილი ქალაქისთვის.

მე-16 საუკუნის ბრიტანელმა მკვლევარმა სერ უოლტერ რეილიმ თითქოს დაადგინა მისი ზუსტი ადგილმდებარეობა. XXI-ე საუკუნის მკვლევარები კი პატარა იმედსაც არ იტოვებენ მის აღმოჩენასთან დაკავშირებით.

Tuesday, 16 July 2019

ბიბლიური ოფირი_სოლომონ მეფის ზღაპრული ქვეყანა



ბიბლიიდან ყველასთვის ცნობილია, რომ სოლომონ მეფეს უამრავი ოქრო, ზურმუხტი, ალმასი ჩამოჰქონდა ქვეყნიდან, რომლის სახელი გახლდათ ოფირი. დიდი ხანია მკვლევარები თავს იმტვრევენ ამ ქვეყნის ადგილმდებარეობის დასადგენად. გამოითქვა უამრავი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ დაზუსტებული ჯერ არცერთი არ გახლავთ. საქმეში მინერალოგები ჩაერთვნენ. მათ დაადგინეს, ასეთი სახის ძვირფასი ქვები და ოქრო ერთად მოიპოვება დედამიწის მხოლოდ ერთ ადგილზე-ანდებში. მაგრამ ამის საპირისპირო არგუმენტი გახლდათ ხომალდების შეუძლებელი მოგზაურობა მთებში. ეს მოსაზრება დავიწყებას მიეცემოდა, რომ არა ამერიკელი არქეოლოგი, მოგზაური ჯინ სავოი. მან კვლევების დაწყება სწორედ ანდებში გადაწყვიტა, კონკრეტულად პერუში.

1964 წელს სავოიმ პერუს ჩრდილოეთით აღმოაჩინა დიდი ციხესიმაგრე "კუელაპი", რომელიც ერთ კილომეტრზე იყო გადაჭიმული. 1985 წელს კი სავოიმ ამ ციხესიმაგრის მახლობლად 80 კვ. კმ-ზე არსებულ მთელ ქალაქს მიაკვლია. ქალაქის არქიტექტურა არ ჰგავდა ინკებისას. როგორც შემდეგ გაირკვა დასახლება ეკუთვნოდა ჩაჩაპოიალებს. ჩაჩაპოიალთა ცივილიზაცია არსებოდა ახ.წ აღ. მე-8 საუკუნიდან მე-15 საუკუნემდე.  ისინი საკუთარ თავს "ღრუბლების მეომრებს" უწოდებდნენ.

Sunday, 14 July 2019

ტოდა_დაკარგული ქვეყნის იდუმალი ხალხი



ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთში, ნილგირის მთებში (ნილგირი-ცისფერი მთები) ცხოვრობს მცირერიცხოვანი 1000 კაციანი ტომი. ტოდას ტომი გარეგნულად არ ჰგავს ინდოეთის იმ მხარეში მცხოვრებ დრავიდულ მოსახლეობას. არიან მაღლები, აქვთ სწორი ნაკვთები. მცირერიცხოვნება მათ გაქრობას არ ნიშნავს, ვინაიდან ამდენი იყვნენ მაშინაც, როცა ევროპელებმა პირველად აღმოაჩინეს ისინი. მოსახლეობის რაოდენობას თავად არეგულირებენ. უფრო მეტიც, მამაკაცების და ქალების რაოდენობა მუდმივად ერთი ექვთ-ოცი ქალი ას მამაკაცზე. ადრე ფიქრობდნენ, რომ ისინი სქესთა თანაფარდობას  არეგულირებდნენ არასასურველი ბავშვების მკვლელობით, რაც არ დასტურდება. თავად ტოდელები ამბობენ, რომ შეუძლიათ იმდენი ბავშვის გაჩენა რამდენიც საჭიროა, როგორც იქცეოდნენ საკუთარ სამშობლოში ადრე. ტოდას ხალხში ქალის დიდი კულტია და  დიდ პატივს სცემენ მას.




ტოდას დასახლება ყოველთვის იდუმალებით იყო მოცული. ინდუსები იქ შიშით არ მიდიოდნენ. ეს ადგილი მათთვის მიუვალი იყო მისი სიწმინდისა და ღვთიურობის გამო. ინდუსთა რწმენით ეს იყო ღმერთების ადგილსამყოფელი, სადაც უბრალო მოკვდავთათვის შესვლა აკრძალული გახლდათ. ეს წესი პირველად ინგლისელებმა დაარღვიეს. მათ ამ ხალხის გასაცნობად ექსპედიცია მოაწყვეს. ცოცხალმკვდარმა ინგლისელებმა რის ვაივაგლახით მიაღწიეს  დასახლებას. ტოდებმა მათ უმკურნალეს "ჯადოსნური ჯოხის" დახმარებით, რომელიც ზოგიერთ მათგანს ხელში ეჭირა.

Friday, 5 July 2019

ამოუცნობი ეგვიპტე_ბენბენი, არამიწიერი წარმოშობის ქვა



ძველი ეგვიპტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქ ჰელიოპოლისში მდებარეობდა
წმინდა გორაკი. გადმოცემით, სწორედ ამ ადგილზე ამოვიდა პირველად მზე. აქ
აღმართეს წმინდა სვეტი, პირამიდებამდე ბევრად ადრე. მოგვიანებით კი ის უფრო წმინდა რელიკვიით შეცვალეს.

ამ რელიკვიის სახელწოდება გახლდათ ბენბენი-კონუსის ფორმის იდუმალი ქვა.
ქვა ბენბენი აღმოაჩინეს ფენიქსის ტაძარში. იგი ამ ფრინველის სიმბოლო გახლდათ.
თავიდან ბენბენი იყო ბორცვი, რომელიც ნუნას პირველი წყლებით გაჩნდა. ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით შემოქმედი ღმერთი ატუმი დაეშვა ბორცვზე და დაიწყო ფიქრი როგორი ღმერთები უნდა შეექმნა. ბორცვი შემდეგ პატარა პირამიდად იქცა, რომელიც ჰელიოპოლისში იყო განთავსებული. პირველი ბორცვის საპატივსაცემოდ ქვას ეწოდა ბენბენი. ეს გახლდათ ჰელიოპოლისის მზის ტაძრის წმინდა ქვა.

გადმოცემით, სწორედ ამ ადგილზე დაეცა პირველი მზის სხივი. ფენიქსს ანუ ფრინველ ბენუს დიდ პატივს მიაგებდნენ ჰელიოპოლისში. ის ცხოვრობდა ბენბენზე. ქვა ინახებოდა ფენიქსის ტაძარში და გახლდათ ლეგენდარული კოსმიური ფრინველის სიმბოლო,  რომელსაც აღდგომისა და ხელახლა დაბადების უნარი გააჩნდა.რითაც წლის დროთა ციკლურ ცვლილებას განასახიერებდა.ძველ ეგვიპტეში ფენიქსს გამოსახავდნენ ნაცრისფერი წეროს სახით. არსებობდა რწმენა, ფენიქსის გამოჩენა ჰელიოპოლისში ახალი ციკლის, ან ახალი ერის დაწყებას მოასწავებდა. ფენიქსის პირველმა გამოჩენამ დაბადა ბენბენის კულტი. სავარაუდოდ, ის განიხილებოდა კოსმიური ფრინველის თესლად("ბენ" ადამიანის სპერმას ნიშნავს, ეაკულაციას).

Monday, 1 July 2019

ამოუცნობი ეგვიპტე_დღემდე უცნობი ტექნოლოგიითა და მასალით შესრულებული ბროლის თვალები



ეგვიპტის ბევრ გამოცანას კიდევ ერთი გამოცანა ემატება: ეგვიპტურ ქანდაკებებს ამშვენებს მთის ბროლისგან დამზადებული ლინზები.  ყველასთვისაა ცნობილი რამდენად რთული გახლავთ ამ მასალის დამუშავება. გამოყენებული ლინზების ხარისხი ისეთი მაღალია, რომ გონებაში თავისთავად  იბადება აზრი სახარატო და სახეხი დაზგების გამოყენებაზე. ფარაონ ჰორის ხის ქანდაკების თვალები ცოცხალი ადამიანის თვალებს ჰგავს.




ის ხან ცისფრად, ხან ნაცრისფრად ელავს განათების კუთხის შესაბამისად და თვალის ბადურის კაპილარების სტრუქტურის იმიტაციასაც კი ახდენს. ბერკლის უნივესიტეტის პროფესორ ჯეი ენოქის კვლევებმა აჩვენა ამ შუშის მულიაჟების ოპტიკური თვისებების გასაოცარი მსგავსება ნამდვილი თვალის ფორმასთან. ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ  ჰორის თვალები ამობურცული და კარგად გაპრიალებული
ლინზებია. თვალის გუგა დახატულია ლაპის-ლაზურით.