Tuesday, 10 September 2019

პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო ( ნაწილი IV )



"დღესდღეობით ევროპის მთელ გაყოლებაზე წინაინდოევროპული სამყაროს მემკვიდრეობა შეინიშნება Rh ნეგატიური სისხლის ჯგუფის გავრცელების მეშვეობით. ჯგუფისა, რომელიც მხოლოდ ევროპული წარმომავლობის მოსახლეობისათვის არის დამახასიათებელი. Rh ნეგატიური გენის ყველაზე მაღალი პროცენტული შემადგენლობა, 55%, და Rh ნეგატიური ინდივიდუალებისა, 25-30%, გვხვდება ბასკებს შორის. რამდენადმე ნაკლებია ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში და კიდრვ უფრო ნაკლებია, 12-15% - ცენტრალურ ევროპაში, 9-12% - ჩრდილოეთ-ცენტრალურ- და ჩრდილო-აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში. მისი სიხშირე უმნიშვნელოა მსოფლიოს ყველა სხვა ნაწილში. კავკასიაში, ძირითადად დასავლეთ ამიერკავკასიის დასავლეთ ნაწილში, ანუ დასავლეთ საქართველოში, Rh ნეგატიური ფენოტიპის სიხშირე ზოგჯერ 20% აღემატება." " გენების სიხშირის საშუალო მაჩვენებლები ნათელყოფენ ორივე ამ რეგიონის უნიკალურ გენეტიკურ ადგილს ევროპის, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა მოსახლეობასთან მიმართებაში- 11 Ammerman/Cavalli-Sforza 1984, 87, 92, 156.4; Cavalli-Sforza 1991, 73.

ზ. ინასარიძის მონცემებით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში Rh ნეგატიური ინდივიდუალების სიხშირე აღწევს 25-30% . Rh სისტემასთან დაკავშირებით, d გენის სიხშირე ქართულ მოსახლეობაში უფრო მაღალია ვიდრე კავკასიის სხვა ეთნიკურ ჯგუფებში და აგრეთვე აღმატებულია ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის მოსახლეობის უმეტეს ნაწილთან შედარებით, მაგ. ზუგდიდის რაიონში იგი 48%-ზე მეტია (Nasidze et al.1990, 612, Table2) .მთლიანობაში, ABO სისტემასთან დაკავშირებით, O გენის ყველაზე მაღალი სიხშირე კავკასიაში - 69% (დასავლეთ საქართველოში - 72-78%, ფენოტიპების სიხშირით - 54-62%) და B გენის ყველაზე დაბალი სიხშირე - 8% (დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში - 2-4%) საქართველოში (A გენის სიხშირე აქ არის - 22.6%) შეინიშნება. (Inasidze et al. 1990, 611

"აშკარა ხდება, რომ ევროპაში შედარებით გვიანდელი იმიგრანტები, სავარაუდოდ ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკენი, უპირატესად Rh პოზიტიურის მატარებლები უნდა ყოფილიყვნენ. ABO სისხლის ჯგუფების მონაცემთა განხილვის დროსაც, ისევ პირენეები (“კელტურ” დასავლეთ ევროპასთან და ხმელთაშუაზღვის კუნძულებთან ერთად) და დასავლეთ ამიერკავკასია ავლენენ O ჯგუფის მაღალ სიხშირეს."-Mourant 1954, 10, 44-53, 57

"იმ სახის მონაცემები, როგორიცაა Rh ფაქტორი და ABO სისტემა მიგვანიშნებენ ისტორიული ხასიათის მოვლენების მნიშვნელოვან როლზე მათ გეოგრაფიულ გავრცელებაში" ( Ammerman/Cavalli-Sforza 1984, 136) "შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ მრავალი წლის წინათ, ანთროპოლოგიური მონაცემების საფუძველზე მიიჩნევდნენ, რომ ლინგვისტური ოჯახი, რომელიც გადაშენდა ევროპაში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი კავკასიაში, ძველ კავკასიურ ენებზე, ქართულზე და სხვებზე მოლაპარაკეთა შორის". (Ungand 1936, 15).

გვეძლევა შესაძლებლობა ვივარაუდოთ, რომ ზემოთ წარმოდგენილი სურათი უნდა ასახავდეს წინაინდოევროპული მოსახლეობის გენეტიკურ შემორჩენას აღნიშნულ მხარეებში, რასაც აგრეთვე ეხმიანება ლინგვისტური მონაცემები.

დასტურად, ცოტა ხნის წინ ესპანურ ინტერნეტ გამოცემა "ელ პაისში" გამოქვეყნდა საინტერესო სტატია წინარეისტორიული ხანის სამეცნიერო კვლევის გარკვეულ შედეგებზე. სტატია ეხება ევროპის კონტინენტზე იმ დროს  მიმდინარე მიგრაციების საკითხს. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ზოგიერთი მეცნიერის ხმელთაშუაზღვისპირეთში პროტოიბერიული მოსახლეობის არსებობის თეორიას, რომელიც განადგურდა ინდოევროპელთა შემოსევების შედეგად.  

გთავაზობთ ამ სტატიის თარგმანს.

შემოსევა 4500 წლის წინ, რომელმაც გაანადგურა ესპანეთის ტერიტორიის მოსახლე ყველა მამაკაცი 


ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ იბერიის ნახევარკუნძულზე (იგივე პირინეის) მოსახლე ყველა ადგილობრივი მამაკაცი დახოცეს დამპყრობლებმა იმ დროის მოწინავე იარაღის საშუალებით. 


                                   ლა ბასტიდას ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხი

5000 წლის წინ მომთაბარე მწყემსების ჯგუფმა მიატოვა აღმოსავლეთ ევროპის სტეპები და გაეშურა კონტინეტის სხვა ტერიტორიების დასაპყრობად. ეს ჯგუფი ცნობილია  როგორც იამნის, ანუ იამას კულტურა. მან მოიყოლა ახალი ინოვაციური ტექნოლოგია-ბორბლიანი ეტლები, რამაც მათ საშუალება მისცა მალევე აეთვისებინათ ახალი მიწები. საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფის ახალი კვლევების თანამხმად, 4500 -ზე მეტი წლის წინ ამ ადამიანთა შთამომავლებმა მიაღწიეს იბერიის ნახევარკუნძულს და დახოცეს იქ მოსახლე მამაკაცები.

ამ ორი ჯგუფის შეტაკება ნამდვილად არ იყო მეგობრული. მოსულებმა მთლიანად გაანადგურეს ადგილობრივი მამაკაცები-გვიხსნის დევიდ რეიხი, ჰარვარდის უნივერსიტეტოს პროფესორი, რომელმაც წარმოადგინა თავისი კვლევის შედეგები ჟურნალ  New Scientist-ის მიერ მოწყობილ შეხვედრაზე.

დამპყრობელთა შემოსევამ დღევანდელი ესპანეთისა და პორტუგალიის ტერიტორიაზე სწრაფი და ფართო გენეტიკური გავლენა იქონია-თქვა ესპანელმა მეცნიერმა სიგო ოლალდემ იენაში გამართულ კონფერენციაზე. ოლალდეს თქმით ბრინჯაოს საუკუნის შემდეგ პოპულაციებს გააჩნდა 40% საკუთარი გენეტიკური ინფორმაცია და 100% მიგრანტების კუთვნილი Y-ქრომოსომა.

 თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბავშვები მემკვიდრეობით Y- ქრომოსომას მამისგან იღებენ, გამოდის მომხდურ მამრებს ადგილობრივ ქალებთან ჰქონიათ უპირატესი ურთიერთობა-თქვა რეიხმა.

"იბერიის ნახევარკუნძულზე აღმოჩენილი 153 ადამიანის ნეშთის  კვლევისას გაკეთდა დნმ-ის ანალიზი, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო ჟურნალში." რეიხმა და ოლალდემ არ ისურვეს ამაზე უფრო მეტის თქმა.

სამი წლის წინ, სხვა მკვლევართა ჯგუფმა რეიხის ხელმძღვანელობით გამოთქვა ვარაუდი, რომ ინდოევროპული ენები-ენათა ოჯახი, რომელსაც მიეკუთვნება ევროპული ენების უმეტესობა, ვითარდებოდა იამნის კულტურისა და მისი შთამომავლთა დამსახურებით.

ლა ბასტიდაში, ესპანეთის მურსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჩატარებულმა გათხრებმა დიდი სიურპრიზის წინაშე დაგვაყენა-განაცხადა წინარეისტორიის მკვლევარმა რობერტო რიშმა. "ჩვენ გავიგეთ, რომ იბერიის ნახევარკუნძულის კოლონიზაცია მარტო 8000-9000 წლის წინ კი არ მომხდარა პირველი ნეოლითური მიგრანტების მიერ, არამედ უფრო მოგვიანებით 4500 წლის წინაც. რამაც მოიტანა სრულიად სხვა კულტურა."--თქვა მან. 

"მიწის ფენებში აღმოჩნდა საბრძოლო ნაჯახები და ოთხბორბლიანი ეტლები,რომელიც თარიღდება 4500 წლით. ამ დროიდან მოყოლებული მამაკაცის ყველა სამარხი სავსეა სიმდიდრის მაჩვენებელი იარაღით, სამკაულებით. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს იერარქიული საზოგადოების შესამჩნევი ნიშნები, რომელმაც კავშირი გაწყვიტა ძველი ნეოლითური ხანის საზოგადოების თანასწორობასთან." -თქვა რიშმა

რეიხის მკვლევართა ჯგუფის დასკვნები მტკიცდება კვლევებით, რომლის ანგარიში გამოაქვეყნეს გენეტიკოსმა დენ ბრედლიმ და რუი მარტინიანომ. ამ მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა, რომ აღმოაჩინა იბერიის ნახევარკუნძულზე  Y-ქრომოსომის წყვეტა ბრინჯაოს ხანის 14 ადამიანის ნეშთის დნმ-ის გამოკვლევის შემდეგ, რომელსაც მიაკვლიეს პორტუგალიაში არქეოლოგიური გათხრებისას. "რატომ მოხდა Y-ქრომოსომის ცვლილება? ამ კითხვაზე შეიძლება გავცეთ სავარაუდო  პასუხი: სტეპების მოსახლეობას გააჩნდა უკეთესი ტექნოლოგიები, უკეთესი იარაღი, ასევე მოშინაურებული ცხენები, რომელიც მათ ბრძოლაში ანიჭებდა უპირატესობას"-თქვა მარტინიანომ.




No comments:

Post a Comment