გერმანიის ტერიტორიაზე რუნების ტრადიცია უძველესი დროიდან ჩნდება. ცენტრალურ ევროპაში პირველი რუნული ნიშნები ჩაისახა 10-12 ათასი წლის წინ. მათ კულტისა და მაგიის მიზნით იყენებდნენ. მაგიურ რუნებს კვეთდნენ იარაღზე, რაც მტრისგან თავდაცვის ფუნქციას ასრულებდა მეომრისთვის. ასეთ იარაღს ფლობდნენ გმირი მეომრები და ბელადები. მოგვიანებით, შუა საუკუნეების გერმანიაში გაჩნდა რუნული მაგიის საკუთარი სკოლა.
კათოლიკურმა ეკლესიამ და ინკვიზიციამ რუნული დამწერლობა ლათინურით შეცვალა.
აიკრძალა მაგიური რიტუალები. მაგრამ აკრძალვის მიუხედავად, წარმართული რელიგიის ზოგიერთმა მიმდევარმა მოახერხა შემოენახა ძველ რუნთა ცოდნა. ამის მაგალითი ვილიგუტების საგვარეულო იყო.რუნებით დაინტერესება მე-20 სუკუნეში კვლავ გაღვივდა გვიდო ფონ ლისტის დამსახურებით, რომელმაც გამოსცა წიგნი სახელწოდებით "რუნების საიდუმლო". შეიქმნა საიდუმლო მისტიკური ორდენები. ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ რუნებთან დაკავშირებულ ცოდნას. "ანენერბემ" კი გააგრძელა ეს ტრადიცია. ორგანიზაცია აგროვებდა და სწავლობდა ძველ რუნულ ნიშნებს. ნაცისტების მთელი სახელმწიფო და სამხედრო სიმბოლიკა ეფუძნებოდა რუნულ სიმბოლოებს. 1933 წელს შეიმუშავეს SS-ის ნიშანი. ელვის ორმაგი დარტყმა-გამარჯვების რუნა. SS-ის ოფიცრები ვალდებულნი იყვნენ ესწავლათ რუნული დამწერლობა და ძველი მაგიური რიტუალები. SS-ის თითქმის ყველა უმაღლესი ჩინოსანი მისტიკური საზოგადოების წევრი იყო.
"ანენერბე" იყენებდა მაგიის პრაქტიკას. შავი მაგიის საუკეთესო სპეციალისტად ითვლებოდა გერმანელი მისტიკოსი კარლ-მარია ვილიგუტი. ვილიგუტმა დიდი ზეგავლენა მოახდინა მესამე რაიხის ოკულტურ განწყობაზე. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა SS-ის რაიხსფიურერთან. საკუთარი კავშირებისა და გავლენების დამსახურებით სწრაფად მიიწევდა წინ ნაცისტური სახელმწიფოს იერარქიულ საფეხურებზე. საკუთარ ფსევდონიმად შეარჩია ვაისტორი. 1936 წელს დაინიშნა "ანენერბეს" ერთ-ერთ სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელად.
ვილიგუტების ძველი გვარის ფესვები საუკუნეებში იკარგება. ამ გვარის ორ სვასტიკიანი გერბი შიგნიდან ძალიან წააგავს მანჯურიის შუა საუკუნეების მმართველთა გერბს. პირველად ის მე-13 საუკუნის ხელნაწერებშია ნახსენები. ვილიგუტების საგვარეულოში არსებობდა ერთი არაჩვეულებრივი რელიკვია,-საიდუმლო ფირფიტები ძველი რუნული წარწერებით, რომელსაც გადასცემდნენ თაობიდან თაობას. ხელნაწერების დაშიფრული ინფორმაცია ეხებოდა რთული მაგიური რიტუალების აღწერას. ამის გამო, შუა საუკუნეებში კათოლიკურმა ეკლესიამ შეაჩვენა ეს ოჯახი. ვილიგუტებმა უარი თქვეს ეკლესიასთან მოლაპარაკებაზე გაენადგურებინათ ხელნაწერები, რის შემდეგ მათ მოეხსნებოდა წყევლა.
რუნულმა ფირფიტებმა მოაღწია კარლ ვილიგუტამდე. გააჩნდა რა ნათელხილვის უნარი, კარლ ვილიგუტი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ უძველესი მაგიური ცოდნის მცველი იყო და არაერთხელ გაუოცებია ჰიმლერი თავისი გვარის მეხსიერების ხილვებით. ტრანსში ყოფნისას დაწვრილებით აღწერდა ძველგერმანელების კანონებსა და წესებს.
რუნების დეშიფრირება კარლ ვილიგუტის ხელმოწერით
"საგვარეულო ტრანსში" შესასვლელად ვილიგუტმა შეადგინა სპეციალური მანტრები. 1939 წელს საქმეებს ჩამოშორდა. ცხოვრობდა მარტო თავის საგვარეულო მამულში, სადაც რამდენიმე წლის მერე გარდაიცვალა. ის დაწყევლილი გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო.
"ანენერბე" იყენებდა მოპოვებულ ძველ ოკულტურ შელოცვებსა და ფორმულებს ე.წ."ღმერთებთან სეანსებისთვის". არსებობს წყაროები, რომლებიც ამტკიცებენ რომ ზოგიერთმა ოკულტურმა "გასაღებმა" გაამართლა კიდეც და მიღებულ იქნა ტექნოგენური ინფორმაცია. "ანენერბე" განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ადამიანის ქცევის მართვასა და ზემოქმედების მეთოდებს. დანაშაულებრივი ცდები ამ სფეროში ტარდებოდა საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეებზე.
ვეველსბურგის ციხესიმაგრეში ატარებდნენ საიდუმლო მაგიურ რიტუალებს. ემზადებოდნენ"ღმერთკაცის" მოსასვლელად დედამიწაზე. კვლევების მწვერვალი გახლდათ ადამიანის ქვეცნობიერზე ზემოქმედება და ქცევის მართვა. იყო ცდები შეექმნათ მასიური ზემოქმედებისა და კონტროლის ფსიქოფიზიკური იარაღი. ფსიქოფიზიკურ იარაღს შეუძლია ხალხის დიდ მასაზე ზემოქმედება იმგვარად, რომ თავად სამიზნე ვერ ხვდება ზემოქმედების ქვეშ ყოფნას. მასებზე კონტროლის პროექტს ეწოდა "ტორი", გერმანო-სკანდინავიური ჭექა-ქუხილის მითიური ღმერთის სახელი, რომელსაც ჰქონდა გამანადგურებელი იარაღი-სვასტიკის ფორმის ჩაქუჩი. ის ყოველთვის ხვდებოდა მიზანში და ელვით ანადგურებდა ობიექტს.
ვილიგუტების ფირფიტებზე აღწერილი იყო რთული და უცნობი პროცესები. მათი უმეტესობა სცილდებოდა თანამედროვე მეცნიერების ჩარჩოებს. ამ ფირფიტების საფუძველზე შემუშავდა ტექნომაგნიტური მოწყობილობა. ამ მოწყობილობის მოქმედების პრინციპი აგებული იყო ტორსიულ ველებზე, რომლის საშუალებით უშუალოდ ნერვულ ცენტრებზე და ჰიპოფიზზე ზემოქმედებით ადამიანის ნების მართვა სურდათ. ფაქტობრივად "ანენერბე"ამუშავებდა მასიური ზომბირების მაღალტექნოლოგიურ სისტემას, რომელიც ძველი რუნების ცოდნას ეყრდნობოდა. შეიქმნა საექსპერიმენტო მოწყობილობა. ის არამარტო მართავდა ადამიანს, არამედ მის პარალიზებასაც ახდენდა. თუმც პროექტი ბოლომდე არ იყო მიყვანილი. "ანენერბეს" საამისოდ დრო არ ეყო. ამ პროექტში მონაწილე სპეციალისტები ამტკიცებდნენ, რომ საექსპერიმენტო ნიმუშის დასრულებასა და სრულყოფილი ტელეპატიური იარაღის შექმნას დასჭირდებოდა კიდევ 10 წელი.
მესამე რაიხში მისტიკა და რუნული მაგია აყვანილი იყო კულტისა და რელიგიის რანგში. "ანენერბე" კი წარმოადგენდა ამ "ახალი რელიგიის" მთავარი ტაძარს.
No comments:
Post a Comment