Saturday, 14 September 2019

მითიური თართესი_მედიტერანული სამყაროს ამოუცნობი ცივილიზაცია



"როდესაც ვლაპარაკობთ ქართველურ-კავკასიური მოდგმის ხალხების  მიერ დასავლეთის კულტურაში შეტანილ წვლილზე მეტალურგიის დარგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი დახელოვნებული იყვნენ ლითონის დამზადების ტექნოლოგიურ პროცესებში და ეს ცოდნა გამომდინარეობდა მათი ეთნო-კულტურული ცხოვრების ხასიათიდან. დროთა ვითარებაში შეიქმნა ახალი წიაღისეული მადნების მოპოვების მოთხოვნილება, რაც აიძულებდა კავკასიელებს აყრილიყვნენ და დასდგომოდნენ შორეულ გზას გარკვეული მიმართულებით. ეს ''ხალხი-მეტალურგი'' საჭიროებდა ლითონს, უწინარეს ყოვლისა, თავიანთი ტომობრივი მეურნეობის(მეტალურგიის) სხვადასხვა დარგის განვითარებისთვის, განსაკუთრებით მიწათმოქმედებისთვის. მშობლიურ ქვეყანაში მადნეულის გამოლევის, ანდა ამ მადნეულის ტექნიკური თვისებების უვარგისობის გამო მიეშურებოდნენ ახალი ''საძოვრებისაკენ''. ეს იყო არა ხალხთა დიდი გადასახლების, არამედ ქართველურ-კავკასიური ტომების განბნევის, ცალ-ცალკე დასახლების ეპოქა. კავკასიელები ეფუძნებოდნენ იქ, სადაც პოულობდნენ ლითონების მადნებს...პირინეის ნახევარკუნძული კი უხსოვარი დროიდან ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში, როგორც უმდიდრესი საბადოების ქვეყანა''.-ნიკო მარი

ლეგენდარულ ქალაქ თართესს ბევრი ანტიკური მწერალი ახსენებს, მაგრამ ზუსტად არავინ იცოდა სად მდებარეობდა ის. როგორც ჰეროდოტე იტყობინება, კუნძ. სამოსის ვაჭარი კოლეოსი ქარიშხალმა გადააგდო ჰერაკლეს სვეტებს იქით, საიდანაც ის მოხვდა ქალაქ-სახელმწიფო თართესში, რომელსაც ბრძნულად მართავდა მეფე ა რ გ ა ნ თ ი ო ნ ი.( გავითვალისწინოთ, რომ "გრ“-„რგ“ ქართველთა თვითსახელწოდების ეთნოფუძეა). კოლეოსმა მოახერხა შინ დაბრუნება და თან დიდი რაოდენობით ვერცხლი მოიყოლა.

                                                             არგანთიონი


 ზღაპრულად მდიდარი თართესი ძველ აღთქმაშიცაა მოხსენიებული თართიშის სახელით. ამ ქალაქს თვლიდნენ სიმდიდრისა და სიუხვის სიმბოლოდ. ბერძნები რეგულარულად აგზავნიდნენ იქ ექსპედიციებს. ასე აღმოაჩინეს მათ იბერიის ნახევარკუნძული. ქ.ჰადესი მდებარეობდა თართესის სამხრეთით. ჰადესი ისე ყვაოდა, რომ წყლის კასრებსაც კი ვერცხლისაგან ამზადებდნენ. თანამედროვე მეცნიერები თვლიან. რომ ამ ტერიტორიაზე იბერები მოვიდნენ ჩრდ. აფრიკიდან. აქ დაიწყეს მათ მდიდარი წიაღისეულის გადამუშავება: ოქრო, ვერცხლი,თითბერი.

 "Tartess შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორც Tartett ანუ „თართის მიწა“. ძირი
„თართი“ კი ქართველურ ენებში თევზის სახეობას აღნიშნავს და მომდინარეობს
მითიური თართესიდან. ამავე ძირს ვხედავთ ასევე ტოპონიმებში თართარი/თართაუსი
და მართლაც გადმოცემით ცნობილია, რომ თართაში (მდინარე ბეტისში, თანამედროვე
გუადალკვივირი. Baetis - Guadalquivir) ფინიკიელების დროს, მართლაც, იყო თართი
(თევზი). ადგილობრივი მეთევზეების გადმოცემით ბოლო წლებში თართის რაოდენობა
მომრავლდა და ის, როგორც ჩანს, უბრუნდება მდინარეს".-თ. ფილია

ფინიკიელები პირველი მეზღვაურები იყვნენ, ვინც აღმოაჩინა თართესის არსებობა. მათ იბერიის ნახევარკუნძულზე კოლონიები დაარსეს. მათ შორის იყო ქალაქი ჰადესი, რომელიც ბევრ მითშია მოხსენებული. ჰადესი ცოტა უფრო სამხრეთით მდებარეობდა. სტრაბონი, რომელმაც მოინახულა იბერიის ნახევარკუნძული, აღნიშნავდა, რომ იბერებს გამოარჩევდა სტუმართმოყვარეობა, დიდებული მანერები, ქედმაღლობა, მათ შიდა ცხოვრებაში უცხოს ჩარევის შეუწყნარებლობა, რაიმეს აკრძალვისადმი გულგრილობა.

ბერძენ ავტორთა გადმოცემებით დაინტერესდა მე-20 საუკუნის  დასაწყისში გერმანელი არქეოლოგი ადოლფ შულტენი. სწორედ მან გაარკვია, რომ თართესი იყო საკმაოდ მსხვილი სახელმწიფოს მთავარი ქალაქი. შულტენმა აღმოაჩინა არაჩვეულებრივი ცივილიზაციის კვალი: დახვეწილი ჰიდროტექნიკური ნაგებობები, მონუმენტური არქიტექტურის ნანგრევები, საბადოები და სახელოსნოები, სადაც ამუშავებდნენ მადანს ძვირფასი ლითონის მისაღებად.


1958 წელს ელ-კარამბელოს დასახლების მახლობლად აღმოჩნდა მდიდარი სამარხები
სავსე ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებით, რომელიც აშკარად თართესის ცივილზაციის კუთვნილება იყო. ლეგენდები არ  ცრუობდნენ, თართესი მართლა მდიდარი იყო ყველა ძვირფასი ლითონით. ბერძნული წყაროების მტკიცებით, თართესი იმდენად დახვეწილი ქალაქი იყო, რომ მისი კანონები ლექსად იყო დაწერილი. შულტენმა აღმოაჩინა თართესელთა რამდენიმე წარწერა, რომელიც ამოტვიფრული იყო ქვასა და ლითონზე. ამ წარწერების წაკითხვა ჯერჯერებით ვერ მოხერხდა.


1970 წლების ბოლოს კანჩო-როანოში (ბადახოს პროვინცია) აღმოჩნდა ჩვ. წ. აღ.-მდე VI საუკუნის სასახლის ტიპის დიდი კომპლექსი. მისი დანიშნულება დღემდე უცნობია. სავარაუდოდო ის უნდა ყოფილიყო სალოცავი და ეკონომიკური ცენტრი.



ცოტა მოგვიანებით, ბადახოსის პროვინციაში აღმოაჩინეს ტურუნუელოს კომპლექსი, რომელიც ჰგავს კანჩო-როანოს. ეს გახლდათ XXI საუკუნის დიდი აღმოჩენა. კომპლექსი განეკუთვნება ჩვ.წ. აღ.-მდე V საუკუნეს, როცა თართესის ცივილიზაცია უკვე დაკნინებას განიცდიდა. თართესელებმა თავადვე მისცეს ცეცხლს  რიტუალური ცენტრი და საბოლოოდ დატოვეს ეს ადგილები.

ამ არქეოლოგიური ობიექტის კვლევა დღესაც მიმდინარეობს. ტაძრის ცენტრში ქართული ასომთავრული "დონის" მსგავსი გამოსახულება მოჩანს. როგორც ვიცით "დონი" მზის  იდეოგრამა გახლავთ. უძველეს საქართველოში მზეს "დღე" ეწოდებოდა. მაგალითად, დღეგრძელი ნიშნავს მზეგრძელს. ეს ნიშანი შეიძლება მივამსგავსოთ ეგვიპტურ იეროგლიფ "შენ"-საც. მას მარადიულობის მნიშვნელობა აქვს და არის ასევე მზის ღვთაება ჰორის ნიშანი, რომელსაც ხშირად შევარდენის სახით გამოსახავდნენ. შევარდენს ბრჭყალებში "შენ" უჭირავს.




ეს ათსაფეხურიანი კიბე საინტერესოა იმით, რომ ფორმატითაა დამზადებული, გრანიტის ნატეხებითა და კირის დახმარებით. აქამდე ითვლებოდა, რომ ასეთ დუღაბს ასი წლის შემდეგ იყენებდნენ რომაელები.


აღმოჩენილია ცხენის ჩონჩხები. სავარაუდოდ, აქ ხდებოდა რიტუალური მსხვერპლშეწირვა. ნაპოვნია დიდი რაოდენობით ჭურჭელი. მკვლევართა აზრით კოლექტიური მოლხენის შემდეგ, თართესელებმა ყველაფერი დაამტვრიეს და გაანადგურეს, სალოცავი დაწვეს და შემდეგ მიწა მიაყარეს. ტერიტორიის გამოკვლევას სავარაუდოდ კიდევ 10 წელის დასჭირდება.






No comments:

Post a Comment