ედინბურგის განაპირას მდებარეობს გილმერტონის გამოქვაბული. 2003 წელს ის გაიხსნა დამთვალიერებლებისთვის. დიდი ხნის განმვლობაში ფიქრობდნენ, რომ გილმერტონის გამოქვაბული მე-18 საუკუნის ადგილობრივი მჭედლის ჯორჯ პატერსონის ნახელავი იყო. ახლა გაირკვა, რომ ამხელა სისტემის შექმნა მარტო მას არ შეეძლო. მაშ, ვისი ნახელავია გილმერტონი?
უკანასკნელი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საიდუმლო მიწისქვეშა გვირაბების
ქსელი გახლდათ დრუიდთა ტაძარი, რომელიც 2000 წელს ითვლის. ხელით გამოჭრილი დერეფნები და საიდუმლო კამერები უკავშირდება კონტრაბანდისტებს, ტაძროსან რაინდებს და ჯადოსნობას. გამოკვლევის შემდეგ, ექსპერტთა უმრავლესობისთვის დღემდე დაუდგენელი დარჩა გილმერტონის გამოქვაბულში აღმოჩენილი რამდენიმე ქვის მაგიდისა და სკამის შექმნის საიდუმლო დანიშნულება.
ქსელი გახლდათ დრუიდთა ტაძარი, რომელიც 2000 წელს ითვლის. ხელით გამოჭრილი დერეფნები და საიდუმლო კამერები უკავშირდება კონტრაბანდისტებს, ტაძროსან რაინდებს და ჯადოსნობას. გამოკვლევის შემდეგ, ექსპერტთა უმრავლესობისთვის დღემდე დაუდგენელი დარჩა გილმერტონის გამოქვაბულში აღმოჩენილი რამდენიმე ქვის მაგიდისა და სკამის შექმნის საიდუმლო დანიშნულება.
ხელოვნებათმცოდნე, ისტორიკოს, მწერალ ჯულიან სპოლდინგის აზრით ტაძარს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. მას სწამს, რომ გილმერტონის გაქვაბულის კვლევები მომავალში ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას, რომელიც დაკავშირებულია გამოუცნობ ლაბირინთთან. სპოლდინგის აზრით მთელი კომპლექსი მიზანმიმართულად ჩამარხეს მიწაში. რაც ფართოდ გავრცელებული უძველესი პრაქტიკაა. რითაც წმინდა ადგილებს შებილწვისგან იცავდნენ. ასეთი ინტერპრეტაცია იძლევა იმის ახსნას, თუ რატომაა ორი გვირაბი ჩახერგილი ქვა-ღორღით. ამ ქვაბულის აღმოჩენა უკავშირდება ჯორჯ პატერსონის სახელს. გაუგებარია რატომ დასჭირდა პატერსონს ამის გაკეთება მას შემდეგ, რაც ის წააწყდა დიდ პრობლემას გამოთხრისას.
გილმერტონის გამოქვაბულს უკავშირებენ ჯადოსნობასაც, ვინაიდან მას იყენებდა "ჯოჯოხეთის თემის კლუბი" მე-XVIII საუკუნეში. კლუბის ძირითადი მიზანი გახლდათ ჰედონური ცხოვრების ფორმა, რაც უკავშირდებოდა ქალებთან დროსტარებას, ღვინის სმასა და მუსიკით ტკობაბას. კლუბის ბევრი წევრი იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა პარლამენტში, ლორდები და ა.შ.
სპოლდინგი თვლის, რომ დერეფნებისა და ოთახების სისტემა, რომელიც საშვილოსნოს წააგავს, შექმნილია კელტების დროს ან კიდევ უფრო ადრე. სრულიად ნათელი და იდენტიფიცირებულია, რომ გილმერტონის ქვაბული გახლდათ დრუიდების ტაძარი. კვლევების შედეგად ეს ადგილი რკინის საუკუნით თარიღდება.
ცნობილია, რომ დრუიდები საიდუმლოდ იკრიბებოდნენ ტყეებსა და გამოქვაბულებში,
საცხოვრებლისგან შორს. გილმერტონი მდებარეობს მაღალი მთის ქედზე, რომელიც აღმართულია კრამონდემზე და ის გახლავთ შოტლანდიის ყველაზე ადრეული დასახლება.
No comments:
Post a Comment