ამერიკის აღმოჩენამ და აბორიგენი მოსახლეობის ჩვევებმა დაბადა მითი
ზღაპრულ ქალაქ "ელდორადოს" არსებობის შესახებ. და აი, უკვე 500 წელია რაც ეს ლეგენდა მოსვენებას არ აძლევს განძის მაძიებელთ. ელდორადო გახლავთ ქალაქი, სადაც ქუჩები ოქროთია მოკირწყლული, ხალხი უზრუნველად და უდარდელად ცხოვრობს. გადმოცემით, ქალაქი მდებარეობს ამაზონის ტროპიკული ტყეების გულში. მე-16 საუკუნეში ესპანელი კონკისტადორები სახიფათო მოგზაურობას არ ერიდებოდნენ, რათა თუნდაც ცალი თვალით შეეხედათ ამ ოქროცურვილი ქალაქისთვის.
მე-16 საუკუნის ბრიტანელმა მკვლევარმა სერ უოლტერ რეილიმ თითქოს დაადგინა მისი ზუსტი ადგილმდებარეობა. XXI-ე საუკუნის მკვლევარები კი პატარა იმედსაც არ იტოვებენ მის აღმოჩენასთან დაკავშირებით.
ლეგენდის გაჩენა განაპირობა შემდეგმა ფაქტებმა: დაპყრობის დროს ესპანალებში
ლეგენდის გაჩენა განაპირობა შემდეგმა ფაქტებმა: დაპყრობის დროს ესპანალებში
დადიოდა ხმა, რომ ამბოხებულ ინკ მეომართა ჯგუფმა მოახერხა გაქცევა ვენესუელის
ტყეში. თითქოს მათ თან წაიყოლეს დიდძალი ოქრო, ძვირფასი ქვები და დაარსეს ახალი
იმპერია. ტყვე ინდიელები ყვებოდნენ მთებს მიღმა არსებულ მდიდარ მიწაზე, რომელიც თანამედროვე ეკვადორის დედაქალაქის ახლოს უნდა ყოფილიყო. იქ ხალხი ოქროში ცურავდა. ესპანელებს ელდორადოზე გადმოცემებში იზიდავდა არა მხოლოდ ოქრო, არამედ დარიჩინიც, რომელსაც ინდიელები ხმარობდნენ. ევროპაში ამ სანელებელს აქტიურად იყენებდნენ პროდუქტის შესანახად და მას დიდი შემოსავალი მოჰქონდა.
მე-16 საუკუნემ დიდი სიმდიდრის ძიებაში გაიარა. მაძიებელნი დარწმუნებულნი
იყვნენ, რომ განძი დამალული იყო ეკვადორისა და კოლუმბიის ჯუნგლებსა და მთებში.
ბრიტანელმა მკვლევარმა სერ უოლტერ რეილიმ დედოფალ ელისაბედ I-ის განწყობის მოსაპოვებლად მოაწყო ექსპედიცია. ექსპედიცია მიცურავდა მდინარე ორინოკოზე რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინა. მიუხედავად ამისა, რეილიმ წიგნში "გაიანას დიდი, მდიდარი მშვენიეირი იმპერიის აღმოჩენა,ასევე ოქროს ქალაქ მანოას აღწერა", განაცხადა, რომ ელდორადო მდებარეობს მდინარე ორინოკოზე პარიმის ტბასთან (დღევანდელი ვენესუელის ტერიტორია).უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის რეილიმ წარმოადგინა ტბასთან არსებული ქალაქის რუკა. მას მერე, მითიური პარიმეს ტბას აღნიშნავდნენ სამხრეთ ამერიკის რუკაზე. მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში გერმანელმა მკვლევარმა და ნატურალისტმა ალექსანდრე ჰუმბოლდტმა გაარკვია, რომ ასეთ არც ტბასა და არც ქალაქს არასდროს უარსებია.
El Dorado- ესპანურად "მას", მოოქროვილ ადამიანს ნიშნავს. ჰუმბოლდტმა ამოხსნა ელდორადოსთან დაკავშირებული არამარტო გეოგრაფიული გამოცანა, არამედ მან ასევე გამოთქვა მოსაზრება ამ მითის ეთნოგრაფიული წყაროს შესახებ. სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობისას მან აღმოაჩინა, რომ გვაინის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ ინდიელებს ჩვეულებად ჰქონდათ სხეულის კუს ცხიმით გაპოხვა. შემდეგ მასზე მოელვარე მოვერცხლისფრო-თეთრი მიკას (მინერალი)ფირფიტების დაკვრა. მეცნიერის ვარაუდით ინდიელთა ლეგენდა "მოოქროვილ ადამიანზე"ეფუძნება სწორედ ამ ჩვეულებას. დაკვირვების შედეგად გერმანელმა მეცნიერმა დაასკვნა, რომ უკუკუამოს მთების მიკას წიაღისეული ქანები, რომელსაც ინდიელებმა "ოქროს მთა"დაარქვეს, მდინარე პარიმას შენაკადები და ამუკუს ტბა (მდინარის მთავარი წყარო), იქცა ლეგენდის მთავარი საფუძველი.
დღესაც კი, ოცნება ელდორადოზე არ აძლევს მოსვენებას თავგადასავლების მაძიებელთ.
2002 წელს პოლონელ-იტალიელმა ჟურანალისტმა და მკვლევარმა იაცეკ პალკევიჩმა განაცხადა, რომ მისმა ექსპედიციამ დააფიქსირა ელდორადოს ადგილმდებარეობა ეროვნულ პარკ მანუს ახლოს მდებარე ტბასთან,რომელიც პერუს დედაქალაქ ლიმას სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ძიება დღემდე გრძელდება.
No comments:
Post a Comment