ბიბლიიდან ყველასთვის ცნობილია, რომ სოლომონ მეფეს უამრავი ოქრო, ზურმუხტი, ალმასი ჩამოჰქონდა ქვეყნიდან, რომლის სახელი გახლდათ ოფირი. დიდი ხანია მკვლევარები თავს იმტვრევენ ამ ქვეყნის ადგილმდებარეობის დასადგენად. გამოითქვა უამრავი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ დაზუსტებული ჯერ არცერთი არ გახლავთ. საქმეში მინერალოგები ჩაერთვნენ. მათ დაადგინეს, ასეთი სახის ძვირფასი ქვები და ოქრო ერთად მოიპოვება დედამიწის მხოლოდ ერთ ადგილზე-ანდებში. მაგრამ ამის საპირისპირო არგუმენტი გახლდათ ხომალდების შეუძლებელი მოგზაურობა მთებში. ეს მოსაზრება დავიწყებას მიეცემოდა, რომ არა ამერიკელი არქეოლოგი, მოგზაური ჯინ სავოი. მან კვლევების დაწყება სწორედ ანდებში გადაწყვიტა, კონკრეტულად პერუში.
1964 წელს სავოიმ პერუს ჩრდილოეთით აღმოაჩინა დიდი ციხესიმაგრე "კუელაპი", რომელიც ერთ კილომეტრზე იყო გადაჭიმული. 1985 წელს კი სავოიმ ამ ციხესიმაგრის მახლობლად 80 კვ. კმ-ზე არსებულ მთელ ქალაქს მიაკვლია. ქალაქის არქიტექტურა არ ჰგავდა ინკებისას. როგორც შემდეგ გაირკვა დასახლება ეკუთვნოდა ჩაჩაპოიალებს. ჩაჩაპოიალთა ცივილიზაცია არსებოდა ახ.წ აღ. მე-8 საუკუნიდან მე-15 საუკუნემდე. ისინი საკუთარ თავს "ღრუბლების მეომრებს" უწოდებდნენ.
გათხრების დროს მკვლევარები წააწყდნენ მუმიებს სხვადსხვა პოზაში. ლეგენდების მიხედვით ეს მუმიები ეკუთვნის დიდი ხნის წინ გამქრალ თეთრკანიანი და ლამაზი ხალხის ცივილიზაციას.
კვლევების დროს, მეცნიერები ადგილობრივ მოსახლეობაში გამოარჩევდნენ ღიაფერთმიან მაღალ ადამიანებს. შესაძლოა სწორედ ისინი იყვნენ ჩაჩაპოიას შორეული შთამომავლები. სავოის თქმით, ეს ადამიანები ცრუმორწმუნენი არიან. მათ სჯერა, რომ აღმოჩენილი ნასახლარი მოჯადოებულია. ვინც გაბედავს ნამოსახლარის ნახვას, გადაეყრება შვიდთავიან გველს, რომელიც დაუპატიჟებნელ სტუმარს გააქვავებს.
ამ ხალხის წარმომავლობა და ეთნიკური კუთვნილების საკითხი დღემდე აქტუალურია.ინკთა ლეგენდების მიხედვით "ღრუბლების მეომრები" იყვნენ მაღლები, ლამაზები, თეთრკანიანები. ქალები ისეთი ლამაზები იყვნენ, რომ ინკები მათ იტაცებდნენ. ჩაჩაპოიალები მიწათმოქმედებას მისდევდნენ, რაც კარგად გამოუდიოდათ. იცოდნენ ლითონსა და ქვაზე მუშაობა. ინკთა გადმოცემით, თეთრკანიანი ინდიელები მამაცი მეომრები იყვნენ. ოთხი საუკუნის განმავლობაში ვერ დაიმორჩილეს ინკებმა ჩაჩაპოია. ისინი გმირულად იცავდნენ თავს. საბოლოოდ დაეცა კუელაპას ციხესიმაგრე. გადარჩენილები ინკებმა სხვადსხვა ადგილებში გადაასახლეს.
ჯინ სავოიმ მართლაც საოცარი და იქამდე გამოუცნობი აღმოჩენა გააკეთა. მეცნიერი დიდი ხნის განმავლობაში იყო დაინტერესებული ე.წ. "მოლაპარაკე ქვებით". ადრე ფიქრობდნენ, რომ იმ დროს პერუში დამწერლობა არ იყო. ყველა გადმოცემა "მოლაპარაკე ქვებზე" მიაჩნდათ თქმულებად. მაგრამ 1986 წელს გაკეთებულმა აღმოჩენამ ეს აზრი გააქარწყლა. სავოი შემთხვევით წააწყდა ძველ სამარხს, სადაც ძვლებისა და კერამიკული ნაკეთობის ნატეხების გარდა აღმოჩნდა კედელში ჩაშენებული წარწერებით მოფენილი სამი ქვის ფილა. მოპოვებული ფილების შესწავლამ მეცნიერები გააოცა. ძველ წარწერებში გამოყენებული პირველი სიტყვები ძველებრაული აღმოჩნდა, რომელიც სავარაუდოდ ამოღებული იყო ძველებრაული, ფინიკიური და ეგვიპტური წყაროებიდან. სავოიმ და მისმა კოლეგებმა ჩათვალეს, რომ ფილები დამზადებულია ამოუცნობი ოფირის ქვეყანაში, სადაც მეფე სოლომონი ოქროს, წითელი ხის ჩამოსატანდ აგზავნიდა ხომალდებს.
ცნობილია, რომ პერუს ანდების ძველი მოსახლეობით ძალიან იყო დაინტერესებული ცნობილი არქეოლოგი, მოგზაური ტურ ჰეიერდალი. მისი აზრით, ინკების მიერ აღწერილი ხალხი არ მიეკუთვნება ამ კონტინენტის არცერთ ცნობილ რასობრივ ჯგუფს. მან გაარკვია, რომ ჩაჩაპოიალები საკუთარ ხომალდებს აგებდნენ ძველეგვიპტური ნავების პრინციპით. ნორვეგიელმა მოგზაურმა შესძლო გადაელახა ატლანტის ოკეანე და მისულიყო სამხრეთ ამერიკის სანაპიროებთან მისივე პაპირუსის ხომალდით "რა", რომელიც აგებული იყო ანდებში მცხოვრები ხალხის მეთოდით. ჰეიერდალმა დაამტკიცა, რომ ჩაჩაპოიალებს შეეძლოთ ამ მხარეში ხმელთაშუა ზღვიდან გადმოცურვა.
ამ საიდუმლოს იქნებ დნმ-ის გამოკვლევებმა მოჰფინოს ნათელი. მეცნიერები აპირებენ პერუსა და აღმოსავლეთის ქვეყნების თამანედროვე მოსახლეობის გენეტიკური მასალის ჩაჩაპოიას მუმიების დნმ-თან შედარებითი ანალიზის ჩატარებას.
XIX საუკუნის 80-იანი წლების დასასრულს ჟურნალ "ნოვუ მუნდუში" რიო-დე-ჟანეიროს ეროვნული მუზეუმის დირექტროი ლადისლაუ ნეტუ წერდა უჩვეულო, წარწერებიანი ქვის აღმოჩენის შესახებ მდინარე პარაიბაში. წარწერის თარგამანი გვიამბობს შემდეგს: "ჩვენ, ქანაანის შვილები, მეზღვაურები და ვაჭრები, გამოგვაძევეს სიდონიდან ამ შორეულ კუნძულზე...ჩვენი მეფის, ჰირამის მეფობის მეცხრამეტე წელს გამოვედით ზღვაში ექვსი ხომალდით და ორი წელი მოვცურავდით ერთად. შემდეგ ჩვენ დავშორდით. გამოვიარეთ დიდი განსაცდელი, ჩამოვედით აქ 12 მამაკაცი და 3 ქალი ამ ტყიან კუნძულზე..."
როგორც წარწერიდან ირკვევა მეზღვაურებმა გაიარეს მანძილი სუეციდან აფრიკის უკიდურესი სამხრეთით. კეთილი იმედის კონცხთან ქარიშხალმა ისინი დაფანტა. ერთი ხომალდი დინებამ ბრაზილიისკენ წაიღო.
როგორც წარწერიდან ირკვევა მეზღვაურებმა გაიარეს მანძილი სუეციდან აფრიკის უკიდურესი სამხრეთით. კეთილი იმედის კონცხთან ქარიშხალმა ისინი დაფანტა. ერთი ხომალდი დინებამ ბრაზილიისკენ წაიღო.
ბრაზილიაში კი აღმოჩნდა კიდევ რამდენიმე არტეფაქტი. გერმანელი შენჰეგენი 15 წელი სწავლობდა მათ და ისინი ფინიკიურად აღიარა. 1978 წელს ბეჭდური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოლუმბიაში ბაიაკას რეგიონში აღმოჩნდა თიხის ფრაგმენტები ფინიკიური წარწერებით.
ეს გახლავთ უზარმაზარი წარწერა კლდეზე ფინიკიურად, რიო-დე-ჟანეიროს თავზე: "მე, ბედეზერი, ჯეტბალას პირმშო".
ეს გახლავთ უზარმაზარი წარწერა კლდეზე ფინიკიურად, რიო-დე-ჟანეიროს თავზე: "მე, ბედეზერი, ჯეტბალას პირმშო".
ამოუცნობი ეგვიპტე_ეგვიპტელებმა ამერიკა კოლუმბამდე დიდი ხნით ადრე აღმოაჩინეს
No comments:
Post a Comment