Sunday, 14 July 2019

ტოდა_დაკარგული ქვეყნის იდუმალი ხალხი



ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთში, ნილგირის მთებში (ნილგირი-ცისფერი მთები) ცხოვრობს მცირერიცხოვანი 1000 კაციანი ტომი. ტოდას ტომი გარეგნულად არ ჰგავს ინდოეთის იმ მხარეში მცხოვრებ დრავიდულ მოსახლეობას. არიან მაღლები, აქვთ სწორი ნაკვთები. მცირერიცხოვნება მათ გაქრობას არ ნიშნავს, ვინაიდან ამდენი იყვნენ მაშინაც, როცა ევროპელებმა პირველად აღმოაჩინეს ისინი. მოსახლეობის რაოდენობას თავად არეგულირებენ. უფრო მეტიც, მამაკაცების და ქალების რაოდენობა მუდმივად ერთი ექვთ-ოცი ქალი ას მამაკაცზე. ადრე ფიქრობდნენ, რომ ისინი სქესთა თანაფარდობას  არეგულირებდნენ არასასურველი ბავშვების მკვლელობით, რაც არ დასტურდება. თავად ტოდელები ამბობენ, რომ შეუძლიათ იმდენი ბავშვის გაჩენა რამდენიც საჭიროა, როგორც იქცეოდნენ საკუთარ სამშობლოში ადრე. ტოდას ხალხში ქალის დიდი კულტია და  დიდ პატივს სცემენ მას.




ტოდას დასახლება ყოველთვის იდუმალებით იყო მოცული. ინდუსები იქ შიშით არ მიდიოდნენ. ეს ადგილი მათთვის მიუვალი იყო მისი სიწმინდისა და ღვთიურობის გამო. ინდუსთა რწმენით ეს იყო ღმერთების ადგილსამყოფელი, სადაც უბრალო მოკვდავთათვის შესვლა აკრძალული გახლდათ. ეს წესი პირველად ინგლისელებმა დაარღვიეს. მათ ამ ხალხის გასაცნობად ექსპედიცია მოაწყვეს. ცოცხალმკვდარმა ინგლისელებმა რის ვაივაგლახით მიაღწიეს  დასახლებას. ტოდებმა მათ უმკურნალეს "ჯადოსნური ჯოხის" დახმარებით, რომელიც ზოგიერთ მათგანს ხელში ეჭირა.

ასე დაიწყო ნილგირის ათვისება ევროპელების მიერ. ტოდას ხალხს არ გააჩნია ენაში
სიტყვები "ტყუილი, უსამართლობა". ისინი ყოველთვის მართალი და პირდაპირები არიან. იარაღი არასდროს ჰქონიათ. საკუთარ თავზე განსაკუთრებულს არაფერს ამბობენ. ჰყავთ ქურუმები, რომლებიც პატარა ტაძარში ატარებენ რიტუალებს. რომლის შესახებ ჩვეულებრივ მოსახლეობას წარმოდგენა არ აქვს, ვინაიდან შიგნით არავის უშვებენ. ტაძრის შესასვლელ კარებს კამეჩის რქები და ხარის თანავარსკვლავედის გამოსახულება ამშვენებს. ქურუმები ლოცვებს კითხულობენ რაღაც წმინდა ენაზე "კვორჟამი", რომლის გაშიფვრა დღემდე ვერავინ შეძლო.


კამეჩი მათთვის წმინდა ცხოველია. ისინი კამეჩისგან იგებენ ინფორმაციას ყველაფრის შესახებ. არიან ვეგეტარიანელები და არ მიირთმევენ ხორცს.  მთელ დღეს გარეთ, ჰაერზე ატარებენ უიარაღოდ. მტაცებლები არასდროს ესხმიან თავს. ტოდების საქმიანობა მხოლოდ კამეჩების მწყემსვა და მათგან რძის მიღებაა.  კამეჩებს წველიან მამაკაცები. საზოგადოება მატრიარქალურია. მამაკაცები ცოლს პატივისცემით ეპყრობიან ინდოეთის სხვა ხალხებისგან განსხვავებით. ქალზე ხელის აწევა, ან უწმაწური სიტყვების ხმარება ქალის თანდასწრებით ითვლება დიდ სირცხვილად. ამიტომ ქალები ხშირად გამოდიან შემრიგებლის როლში მამაკაცებს შორის ჩხუბის დროს.  ნილგირში ტოდების გარდა სხვა ტომის წარმომადგელებიც ცხოვრობენ. ისინი ხშირად ემსახურებიან ხოლმე ტოდებს. მათ ტოდები ღმერთების რანგში ჰყავთ აყვანილი. მეზობელ ხალხებს სჯერათ, რომ ტოდები ფლობენ მისტიკურ და ზებუნებრივ თვისებებს. ყველას აქვს "ჯადოსნური ჯოხი"-ბამბუკის ტოტი, რომელსაც არადროს უშვებს მარჯვენა ხელიდან. მეზობლები დარწმუნებული არიან, რომ ტოდებს უნარი აქვთ გარდაისახონ სპილოდ ან ვეფხვად.

საკუთარ წარსულზე საუბრისას ტოდები აღნიშნავენ, რომ მათი ისტორია დაიწყო 199 თაობის წინ. რაც დაახლოებით 7-8 ათასი წელი უნდა იყოს. ამ ხალხს  გააჩნია მაგიური თვისებები, რომლის ახსნა რთულია. შეუძლიათ ხელის შეხებით მკურნალობა.

სრული გამოცანა და თავსატეხია ეთნოგრაფებისთვის ამ ხალხისა და მათი ხორხისმიერი ენის წარმომავლობის დადგენა. სისხლის ფორმულა აჩვენებს, რომ ისინი აქ მოსულები არიან. თავად ტოდებს მიაჩნია, რომ  ხარის თანავარსკვლავედიდან არიან. სარიტუალო ენა "კვორჟამი" არცერთ ენას ენათესავება. ცნობილი ინგლისელი ეთნოგრაფი რივერსი აღნიშნავდა, რომ ტოდები საუბრობენ "საიდუმლო ენაზე", რომელიც გაუგებარია დრავიდებისთვის. ჩვეულებრივი სასაუბრო ენა კი საერთო აქვთ და დრავიდულ ენათა ოჯახს უნდა განეკუთვნებოდეს. სავარაუდოდ ეს ენა მოგვიანებით აითვისეს.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ტოდების წინაპრები შუმერი მეზღვაურები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებმაც აქ დაარსეს კოლონია. გასაოცარი ისაა, რომ "კვორჟამის" ენაზე მკვდართა მეუფის სახელია ან ან ანუ. ქალღმერთ თექერზშის აქვს ორი სახელი იშთარი ან ინნინი. თავის ქვეყანას ისინი უწოდებენ ენლილს ან ელლილს. მზესა და მთვარეს-უთუ და სინი. გამოდის, რომ ტოდას ტომი ლოცულობს შუმერულ ღმერთებზე. მათი სამოსიც შუმერულ ტოგას ჰგავს.

ეს ხალხი კიდევ ერთი ამოუხსნელი ამოცანაა მეცნიერებისთვის.











No comments:

Post a Comment