Friday, 5 July 2019

ამოუცნობი ეგვიპტე_ბენბენი, არამიწიერი წარმოშობის ქვა



ძველი ეგვიპტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქ ჰელიოპოლისში მდებარეობდა
წმინდა გორაკი. გადმოცემით, სწორედ ამ ადგილზე ამოვიდა პირველად მზე. აქ
აღმართეს წმინდა სვეტი, პირამიდებამდე ბევრად ადრე. მოგვიანებით კი ის უფრო წმინდა რელიკვიით შეცვალეს.

ამ რელიკვიის სახელწოდება გახლდათ ბენბენი-კონუსის ფორმის იდუმალი ქვა.
ქვა ბენბენი აღმოაჩინეს ფენიქსის ტაძარში. იგი ამ ფრინველის სიმბოლო გახლდათ.
თავიდან ბენბენი იყო ბორცვი, რომელიც ნუნას პირველი წყლებით გაჩნდა. ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით შემოქმედი ღმერთი ატუმი დაეშვა ბორცვზე და დაიწყო ფიქრი როგორი ღმერთები უნდა შეექმნა. ბორცვი შემდეგ პატარა პირამიდად იქცა, რომელიც ჰელიოპოლისში იყო განთავსებული. პირველი ბორცვის საპატივსაცემოდ ქვას ეწოდა ბენბენი. ეს გახლდათ ჰელიოპოლისის მზის ტაძრის წმინდა ქვა.

გადმოცემით, სწორედ ამ ადგილზე დაეცა პირველი მზის სხივი. ფენიქსს ანუ ფრინველ ბენუს დიდ პატივს მიაგებდნენ ჰელიოპოლისში. ის ცხოვრობდა ბენბენზე. ქვა ინახებოდა ფენიქსის ტაძარში და გახლდათ ლეგენდარული კოსმიური ფრინველის სიმბოლო,  რომელსაც აღდგომისა და ხელახლა დაბადების უნარი გააჩნდა.რითაც წლის დროთა ციკლურ ცვლილებას განასახიერებდა.ძველ ეგვიპტეში ფენიქსს გამოსახავდნენ ნაცრისფერი წეროს სახით. არსებობდა რწმენა, ფენიქსის გამოჩენა ჰელიოპოლისში ახალი ციკლის, ან ახალი ერის დაწყებას მოასწავებდა. ფენიქსის პირველმა გამოჩენამ დაბადა ბენბენის კულტი. სავარაუდოდ, ის განიხილებოდა კოსმიური ფრინველის თესლად("ბენ" ადამიანის სპერმას ნიშნავს, ეაკულაციას).

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ბენბენი იყო მეტეორიტი. ეს იდუმალი ქვა გაქრა
ჰეროდოტეს ეგვიპტეში ჩასვლამდე დიდი ხნით ადრე, მაგრამ მისი სახელწოდება 
გადავიდა ქვა-პირამიდებზე. ის ჩვეულებისამბერ იდგმებოდა პირამიდის თავზე, მოგვიანებით ობელისკების წვერზე.ბენბენი ეგვიპტეში იყო სახელმწიფო კულტის მთავარი რელიკვია. სავარაუდოდ, ამ კულტმა დაუდო საფუძველი პირამიდების მშენებლობას. დღემდე გამოცანად რჩება რა იყო ჯოსერის პირამიდის თავზე განთავსებული. მეცნიერებს შეუძლიათ  მხოლოდ ივარაუდონ, რომ ეს იყო  ბენბენის ქვის ასლი. 


















No comments:

Post a Comment