"ანენერბე" ანუ "წინაპართა მემკვიდრეობა" მესამე რაიხის ყველაზე გასაიდუმლოებული
ორგანიზაცია გახლდათ. ოფოციალურად ამ ორგანიზაციას უნდა შეესწავლა ძველი ისტორია, გერმანელი ხალხის ტრადიციები და მემკვიდრეობა. თუმც მისი მიზანი უფრო ამბიციური იყო. ამ ორგანიზაციის შექმნის ფესვები მეტად ღრმად მიდის ისტორიაში, ვიდრე თვლიდნენ ადრე. ორგანიზაციამ რთული და გრძელი გზა გაიარა. როგორც ცნობილია, ნაციზმის იდეოლოგიას საფუძველი ჩაუყარეს საიდუმლო ორგანიზაციებმა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გაჩნდებოდა ნაცისტური სახელმწიფო.
ავსტრიის ქალაქ ლამბახის ბენედიქტელთა მონასტრის წინამძღვარმა თეოდორ ჰაგენმა ხანგრძლივად იმოგზაურა კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში, რომლის მიზანი გახლდათ ეზოთერული ცოდნის ძიება. ჰაგენი მოგზაურობიდან ცარიელი ხელებით არ დაბრუნებულა. მან უამრავი ძველი ხელნაწერი ჩამოიტანა, რომლის შინაარსი მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაბრუნების შემდეგ, წინამძღვარმა ადგილობრივ ხელოსნებს შეუკვეთა ახალი ბარელიეფების დამზადება. მათ საფუძვლად კი იქცა სვასტიკა-სამყაროს ბრუნვის უძველესი წარმართული ნიშანი.
ავსტრიის ქალაქ ლამბახის ბენედიქტელთა მონასტრის წინამძღვარმა თეოდორ ჰაგენმა ხანგრძლივად იმოგზაურა კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში, რომლის მიზანი გახლდათ ეზოთერული ცოდნის ძიება. ჰაგენი მოგზაურობიდან ცარიელი ხელებით არ დაბრუნებულა. მან უამრავი ძველი ხელნაწერი ჩამოიტანა, რომლის შინაარსი მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაბრუნების შემდეგ, წინამძღვარმა ადგილობრივ ხელოსნებს შეუკვეთა ახალი ბარელიეფების დამზადება. მათ საფუძვლად კი იქცა სვასტიკა-სამყაროს ბრუნვის უძველესი წარმართული ნიშანი.
მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1947 წელს ლიბენფელსმა განაცხადა, რომ ჰიტლერი მან მოიყვანა ხელისუფლებაში. "ახალი ტაძრის ორდენი" იქცა ოკულტურ მიმდინარეობად "ვიენაის" სახელწოდებით. რაც ძველგერმანულიდან ითარგმნება როგორც "ხელდასმა".
მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე გაჩნდა უამრავი საიდუმლო, მისტიკური ორდენი.
ევროპის რიგ ქვეყნაში შეიქმნა "ხელდასმულთა" ჰერმეტული ორდენები. მათში მონაწილეობდა იმ დროის ზოგიერთი ძლევამოსილი და გამოჩენილი ადამიანი. 1912 წელს ჩატარდა გერმანელ ოკულტისტთა კონფერენცია. გადაწყდა, შეექმნათ "მაგიური საძმო"-"გერმანული საძმო". მის საფუძველზე 1918 წელს შეიქმნა საზოგადოება "ტულე". სწორედ "ტულემ" შეასრულა გადამწყვეტი როლი ნაცისტური პარტიის ფორმირებაში.
გერმანელი მისტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ უკიდურეს ჩრდილოეთში არსებობდა
კუნძული ტულე, რომელიც იყო ძველი ცივილიზაციის მაგიური ცენტრი. ის ფლობდა საიდუმლო მაგიურ ცოდნას. ეს ცივილიზაცია წყალში ჩაიძირა კუნძულთან ერთად. სწორედ ამ ძველი ცოდნის აღდგენას ცდილობდნენ "ტულეს" ორდენის წევრები. 'ტულეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ ჰაუსჰოფერი. მოგვიანებით ნაცისტური პარტია გახდა მისი ფილიალი.
მალევე გაჩნდა ახალი ძლიერი საიდუმლო ორდენი "ანენერბე", რომელსაც უნდა გაეერთიანებინა გერმანიის მისტიკური ორგანიზაციები. "ანენერბეს" იდეოლოგიური საფუძველი ჩაუყარა არქეოლოგ-მისტიკოსმა ჰერმან ვირტმა. მას შესწავლილი ჰქონდა ძველი სიმბოლოები, ენები და რელიგიები.
1937-39 წლებში "ანენერბე" ინტეგრირდა SS-თან. ხელმძღვანელები ჰიმლერის პირადი
შტაბის წევრები გახდნენ. 1945 წელს გერმანიის დამარცხების შემდეგ, ამ ორგანიზაციის
საარქივო მასალის გამოტანას სსრკ-ს ტერიტორიაზე 45 სარკინიგზო ვაგონი დასჭირდა.
ამ არქივების უმეტესობა დღესაც დახურულია. ნაწილი ჩუკოტკაზე იქნა გადამალული. "ანენერბეს" ჩატარებულ კვლევებზე სახელმწიფომ გაუგონარი ხარჯი გასწია."ანენერბეს" მოღვაწეობის სფერო იმდენად ფართო იყო, ხოლო საარქივო დოკუმენტების რაოდენობა იმდენად დიდი, რომ მხოლოდ მის სისტემატიზაციას დასჭირდებოდა ერთი სამეცნიერო-
კვლევითი ინსტიტუტის შექმნა.
ციხესიმაგრე ვაველბურგი, "ანენერბეს" შტაბ-ბინა SS-ში შესვლის შემდეგ
კვლევების დროს "ანენერბე" აქტიურად იყენებდა ექსტრასენსებს, ნათელმხილველებს,
მედიუმებს. კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება "ზეცივილიზაციების" უძველესი ცოდნის, მივიწყებული მაგიური რუნების, ბიბლიური და სხვა მითიური არტეფაქტების ძიება იყო. "ანენერბე" აწყობდა უამრავ ექსპედიციას დედამიწის ყველაზე მიუვალ ადგილებზე: ანტარქტიდა, ტიბეტი, სამხრეთ ამერიკა და ა.შ.
"ანენერბე" საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რიწის ტბითაც დაინტერესედა და მოინახულა ის. მონაცემებით იმ ადგილებში უნდა ყოფილიყო ცოცხალი წყლის წყარო, რომელიც საჭირო იყო ნამდვილი არიელების გენოფონდისთვის.
გადმოცემით, იქ 1942 წელს შეიქმნა წყალქვეშა ნავების მიწისქვეშა ბაზა, რომლის სშუალებით ამ "წყალს" სპეციალური ვერცხლით დაფარული კონტეინერებით ეზიდებოდნენ გერმანიაში. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ამ სასწაულმოქმედ წყალს იყენებდნენ სისხლის პლაზმის სინთეზისთვის, რომელიც აუცილებელი იყო "ჭეშმარიტი" არიული წარმომავლობის ბავშვებისთვის. ისინი იბადებოდნენ სპეციალური პროგრამა "ლებენსბორნის"(სისხლის წყარო) ჩარჩოებში. ამ პროგრამას კურირებდა უშუალოდ ჰიმლერი.
No comments:
Post a Comment