Monday, 1 July 2019

ამოუცნობი ეგვიპტე_დღემდე უცნობი ტექნოლოგიითა და მასალით შესრულებული ბროლის თვალები



ეგვიპტის ბევრ გამოცანას კიდევ ერთი გამოცანა ემატება: ეგვიპტურ ქანდაკებებს ამშვენებს მთის ბროლისგან დამზადებული ლინზები.  ყველასთვისაა ცნობილი რამდენად რთული გახლავთ ამ მასალის დამუშავება. გამოყენებული ლინზების ხარისხი ისეთი მაღალია, რომ გონებაში თავისთავად  იბადება აზრი სახარატო და სახეხი დაზგების გამოყენებაზე. ფარაონ ჰორის ხის ქანდაკების თვალები ცოცხალი ადამიანის თვალებს ჰგავს.




ის ხან ცისფრად, ხან ნაცრისფრად ელავს განათების კუთხის შესაბამისად და თვალის ბადურის კაპილარების სტრუქტურის იმიტაციასაც კი ახდენს. ბერკლის უნივესიტეტის პროფესორ ჯეი ენოქის კვლევებმა აჩვენა ამ შუშის მულიაჟების ოპტიკური თვისებების გასაოცარი მსგავსება ნამდვილი თვალის ფორმასთან. ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ  ჰორის თვალები ამობურცული და კარგად გაპრიალებული
ლინზებია. თვალის გუგა დახატულია ლაპის-ლაზურით.






ლინზები, რომელსაც ზოგიერთ ქანდაკებაზე ვხედავთ საკმაოდ თხელია და თვალის
სტრუქტურისთვის  იდეალური ფორმისა გახლავთ. როგორც ჩანს ძველი ეგვიპტელები უცნობი საშუალებით  ამზადებდნენ ამ ლინზებს და ამასთან, საქმის სრულყოფილი ცოდნით, რაც ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე სრულიად წარმოუდგენელად გვეჩვენება. 

ოფიციალურ ისტორიას თუ ვენდობით, ჩვ.წ.აღ-მდე 2500 წლის წინ ეგვიპტელები
იყენებდნენ პრიმიტიულ იარაღს, ამ დროს, ლინზები.
ეგვიპტელების ეს მორიგი საიდუმლო არაფრით ეწერება ოფიციალურ ისტორიაში. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეგვიპტელებს გააჩნდა უცნობი ტექნოლოგია, რომელიც მათთან ერთად გაქრა. საინტერსოა, რატომ შეწყვიტეს მოგვიანებით ეგვიპტელებმა ამ შესანიშნავი აღმოჩენის გამოყენება და საბოლოოდ დაივიწყეს ის.






სავარაუდოდ, თვალის მოდელისთვის კვარცის ნამზადი ეგვიპტელებს საიდანღაც შეჰქონდათ. აშკარად იკვეთება ამ კონტაქტების წყვეტა, ისტორიაში მიმდინარე  გაუგებარი მოვლენების გამო, რაც უარყოფითად მოქმედებდა კვარცის ნამზადის გარედან მიწოდებაზე. ვინაიდან შესაფერისი მასალა (კვარციტი, ობსიდიანი და ობსიდიანის ქვიშა) მოიპოვება კიკლადებსა და ანატოლიაში, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ სწორედ იქ მდებარეობდა ტექნოცენტრი. ეს კიდევ ერთ კითხვას ბადებს იმ ტერიტორიებზე მოსახლე ხალხთან დაკავშირებით. 

"აშკარაა რომ ეგვიპტის დიდი, თვითმყოფადი ცივილიზაცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჰყვაოდა ნილოსის დაბლობზე, მეტისმეტად იყო დავალებული ხმელთაშუა ზღვის რასის (იბერიული რასის) ენერგიისა და გენიალურობისგან' -ა. კობრინსკი


No comments:

Post a Comment