გადმოცემით, ჰერაკლიონის დაფუძნება ალექსანდრე მაკედონელის სახელს უკავშირდება. ამ მდიდარმა ქალაქმა გავლენა ალექსანდრიის აგების შემდეგ დაკარგა.
ბერძნები ეგვიპტის ამ მნიშვნელოვან პორტს იცნობდნენ ჰერაკლიონის სახელწოდებით.
ეგვიპტელებისთვის კი მისი სახელი ტონისი გახლდათ. კლეოპატრა სწორედ ჰერაკლიონში აკურთხეს დედოფლად. ქალაქის მომგებიანი მდებარეობა მრავალი ქვეყნის ვაჭარს იზიდავდა. ამის ხარჯზე ქალაქი მდიდრდებოდა და ყვაოდა.
სტრაბონმა აღწერა ჰერაკლიონის მკვიდრთა მხიარული ცხოვრება. ჰეროდოტეს მოხსენიებული აქვს ქალაქის ცენტრში აღმართული ტაძარი, რომელმაც ის ჩვ.წ,აღ-მდე 450 წელს მოინახულა. ტაძარი აგებული იყო იმ ადგილზე, სადაც გადმოცემით ჰერაკლემ პირველად დადგა ფეხი ეგვიპტის მიწაზე. ჰერაკლიონში იდგა ასევე სერაპისის, იზიდას, და ანუბისის ტაძარი.
საუკუნის განმავლობაში თვლიდნენ, რომ ასეთი ქალაქი საერთოდ არ არსებობდა, ვინაიდან მას მხოლოდ ძველი ბერძენი ავტორები ახსენებენ.
დღეს ეს ქალაქი ზღვის ფსკერზე, 50 მეტრის სიღრმეზეა მოქცეული აბუ-ქირის ყურეში.
ჰერაკლიონი აღმოაჩინა ცნობილმა წყალქვეშა არქეოლოგმა ფრანკო გოდიომ 2000-2001 წ-ში ამერიკელ, ფრანგ და ეგვიპტელ არქეოლოგებთან ერთად. ექვსი წელი იკვლევდნენ
ამის დასტურად მან წარმოადგინა იქ ნაპოვნი შავი გრანიტის სტელა, რომელზეც ამოკვეთილი იყო სახელიწოდება"ჰერაკლიონი". ასე დამტკიცდა ამ ქალაქის არსებობის რეალობა, რომელიც მანამდე ითვლებოდა მითიურ ქალაქად.
ორმეტრიანი შავი სტელა აღმოჩნდა ზუსტი ასლი კაიროს მუზეუმში უკვე არსებული
სტელისა. მასზე ამოკვეთილია ფარაონ ნექტანებ I-ის ბრძანება 10 პროცენტიანიგადასახადის შემოღების შესახებ ბერძენი ხელოსნებისთვის.
არქეოლოგიური მონაპოვარი ძალიან მდიდარი გახლდათ: ოქროს საყურეები, სამაჯურები, ბეჭდები, მონეტები, ქანდაკებები. ფრანკო გოდის აზრით ამ წყლებში იმალება უამრავი ნიმუში, რომელთა გამოკვლევას მინიმუმ 200 წელი მაინც დასჭირდება.
ჰერაკლიონის დაღუპვის შესახებ მეცნიერული კამათი კვლავ გრძელდება. არქეოლოგები
ეძებენ პასუხს კითხვაზე: რატომ აღმოჩნდა ჰერაკლიონი ზღვის ფსკერზე? ერთ-ერთი თეორიის მიხედვით ამის მიზეზი უნდა გამხდარიყო არასტაბილური გეოლოგიური გარემო. ქალაქი აგებული იყო ზღვის დანალექებზე, რამაც ზღვის დონის მატებასთან ერთად გამოიწვია მისი წყალში 4 მ-მდე ჩაძირვა.
შესაძლოა ამის მიზეზი გახდა წყალქვეშა მიწისძვრა, რომელსაც ადგილი ჰქონდა
365 წელს ჩვ. წ.აღ.-მდე, რომელმაც შეაზანზარა კრეტა, რასაც მოჰყვა ცუნამი და რამაც დაანგრია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ბევრი მიდამო.
ჰერაკლიონის ისტორია მოგვაგონებს ლეგენდას ატლანტიდაზე. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ატლანტიდის დაღუპვა გამოიწვია ვულკანის ამოფრქვევამ სანტორინზე და ტიროსის ჩაძირვამ ეგეოსის ზღვაში. ამ ჰიპოთეზის თანახმად ატლანტიდა ახლა ხუთმეტრიანი გაქვავებული ლავის ქვეშაა მოქცეული კალდერის ფსკერზე. კალდერი გახლავთ სანტორინის ერთ-ერთი კუნძული. ცნობილმა მოგზაურმა და მკვლევარმა ჟაკ-ივ კუსტომ გამოიკვლია სანტორინის მეზობლად არსებული კუნძულეთა სანაპიროები და აღმოაჩინა ათეულ მეტრზე ჩაძირული ძველი საპორტო ქალაქის ნანგრევები, რომელიც სავარაუდოდ მინოსის კულტურას განეკუთვნებოდა. ამის საფუძველზე ჟაკ-ივ კუსტომ გამოთქვა ვარაუდი, რომ სანტორინი (ტიროსი) არის ნარჩენი ჩაძირული ატლანტიდისა.
No comments:
Post a Comment